5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

ამასწინად დამთაგეს ამ პოსტზე და ახლა როგორც გავარკვიე მეც უნდა დავწერო 5 რამ რაც მიყვარს. მაშ ასე დავიწყებ:

1. უკვე ექვსი წელია რაც მიყვარს ჯაზი და ვუსმენ თითქმის ყოველდღე :) ეს ის მუსიკაა, რომელსაც ნებისმიერ განწყობაზე მოვუსმენ. პირველად ჯაზს რომ მოვუსმინე, ისეთი ემოციების ქვეშ მოვექეცი, რომ გადავწყვიტე რადიოში დამეწყო მუშაობა, (15 წლის ასაკში) მინდოდა ხშირად მომესმინა ამ მუსიკისთვის, მერე აღმოვაჩინე უამრავი ჯაზ შემსრულებელი და ასე ნელა-ნელა გავეცანი ჯაზს :) ჯაზის სიყვარულმა გამაკეთებინა ამ კომპანიაში! Eastern Promotions

2. ასევე ექვსი წელი იქნება რაც ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ერთხელ ლექციაზე ვიჯექი (რეჟისურაზე) და ლექტორმა დავალება მოგვცა უნდა გადაგვეღო 1. თბილისური შემოდგომა 2. რეპორტაჟი და 3. საინტერესო ტიპაჟები. მეც ვეთხოვე აპარატი (ზენიტი) მეგობარს, რომელმაც ამიხსნა რაღაც ნიუანსები და შევუდექი გადაღებას. დავდიოდი ქალაქში ვიღებდი ყველას და ყველაფერს. როდესაც შედეგი ლექტორს ვანახე, მან ზუსტად ასე მითხრა: იმდენად მომეწონა რომ სახლში წავიღებ ფოტოებს, შენ კი არ შეეშვა ამ პროფესიას და გააგრძელ. ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე ამ სიტყვებმა, რის მერეც დავიწყე გადაღება და დღემდე ფოტოგრაფია რჩება ჩემს უმთავრეს ჰობად:)  ვიღებ ყველაფერს რაც მომწონს და რასაც საინტერესოდ ვთვლი.  აქვე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირადი გალერეა :) Gallery აგრეთვე არსებობს ერთ-ერთი წამყვანი ფოტო საიტი Graf.Ge სადაც უამრავი ფოტოგრაფია რეგისტრირებული, მათშორის მეც. აქ ყველა დებს თავის ფოტოს რათა გაუზიაროს სხვა ფოტომოყვარულებს :)

3. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მართალია ჯერ საქართველოს შიგნით ვახერხებ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მის ფარგლებსაც მალე გავცდები. მინდა ვნახო უამრავი ქვეყანა, გადავიღო ფოტოები, გავეცნო მათ კულტურას და ისტორიას. პირველ რიგში ვინახულებ ტიბეტს, ეგვიპტეს, აფრიკას და ამერიკას. ძალიან მინდა ამერიკულ ცხოვრებას გემო გავუგო, იმედია ამ მიზანსაც მალე მივაღწევ. დანარჩენ ქვეყანაში უფრო გადასაღებად და მათი საინტერესო კულტურის გასაცნობად მინდა ჩასვლა. მოკლედ ვინმე თუ აპირებს ამ ქვეყნებში წასვლას არ დაგავიწყდეთ ჩემოდანი მუდამ ჩალაგებული მაქვს :D

4. მიყვარს ქუჩაში სეირნობა ჯაზის მოსმენა და ფიქრი. ამ დროს ძალიან საინტერესო იდეები მებადება ან ბევრი პრობლემის გადაჭრას ვახერხებ, ესეც რომ არა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის პირადად.  დავდივარ ქუჩაში ვფიქრობ თანაც ვუსმენ ისეთ ჯაზს აი ფიქრში რომ გეხმარება… მოკლედ მიყვარს ფიქრი მაგრამ არა ყველგან და ყოველთვის, თუმცა არც ისე იშვიათად :)

5. მიყვარს საინტერესო, კრეატიული, მოაზროვნე და განათლებული ადამიანების გაცნობა, ვისაც შეიძლება ესუბრო სხვადასხვა საინტერესო თემებზე მაგ.: ლიტერატურაზე, ფოტოგარფიაზე, მუსიკაზე, გალაქტიკაზე, ფსიქოლოგიაზე, ადამიანებზე, ცხოვრებაზე და ა.შ. მოკლედ თუ ვინმე ხართ ასეთი ჩემი მკითხველებიდან მომწერეთ აუცილებლად :D

ესეც ასე გამოვიდა ხუთი რამ რაც მიყვარს ძალიან :) ნუ ახლა არ დავწერე რომ მიყვარს სექსი, ეს ისედაც გასაგები უნდა იყოს და თუ მაინც ვინმემ არიცოდა, ახლა ხომ გაიგო :D ამ თემაზე მერე ცალკე მექნება პოსტი და ვეცდები საინტერესო იყოს :D დაელოდეთ!

პ.ს. ახლა მე დავთაგავ: ლანდიშას და ალუკარდს :D

Prev ბლოგერების ექსკურსია №2 (ჩარგალი)
Next ბლოგერების ექსკურსია №5 (რეპორტაჟი)

7 Comments