შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

ამ დღეებში წავაწყდი/მანახეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელებიც თავისი დახვეწილი შავი იუმორით გამოირჩევა და ნამდვილად ტოვებს თითოეულ მაყურებელს შთაბეჭდილების ქვეშ. გადავწყვიტე რამდენიმე მათგანი ახლა ამ პოსტში შემოგთავაზოთ და თქვენც გაგაიზიაროთ.ზოგმა შეიძლება ისე იცინოს რომ ტირილისგან ვერ განასხვაოს ან პირიქით :D მაგრამ ფაქტია რომ გენიალურია!

1. Tune For Two (რეჟისორი Alfa Primo) თამამად შემიძლია ვთქვა რომ, ეს არის ერთ-ერთი გენიალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი! 2011 წლის ერთ-ერთი “ბესტ”! თითქმის 3 წუთში ჩანს მთელი ის ისტორია რომელიც სხვა ფილმებში საათობით იწელება ხოლმე, ყოველ ყურებაზე ახალი დეტალის აღმოჩენა შეგიძლია და ესეც კიდევ ერთი ძლიერი მხარეა ამ ფილმის! ფილმისთვის ძალიან კარგადაა მსახიობებია შერჩეული და შესანიშნავად თამაშობენ! იმდენად საინტერესო სახის მიმიკები აქვთ რომ მარტო ამისთვის ღირს ფილმი! მოკლედ გენიალური!

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=Zaf0Y1x4Vpo” width=”1130″ height=”636″ autohide=”yes” showinfo=”no” rel=”no” theme=”light” https=”yes” wmode=”transparent”][/su_youtube_advanced]

2. Spider (რეჟისორი Nash Edgerton) ესეც ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი, შავი იუმორით გაჯერებული ფილმია. მართალია წინასთან შედარებით ეს 9 წუთიანია მაგრამ ფინალი იმდენად “შავი” აქვს ღირს ყურებად! ფილმი 6 წუთის განმავლობაში სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანს, თუმცა დასასრული იმდენად შავია და განსხვავებული ამ 6 წუთისგან რომ, მოულოდნელობის ეფექტი მთლიანად გითრევს და გაოცებს  :D მოკლედ უყურეთ…

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/embed/Jmbv8kevQ-E” width=”1130″ height=”636″ autohide=”yes” showinfo=”no” rel=”no” theme=”light” https=”yes” wmode=”transparent”][/su_youtube_advanced]

3. LUCKY (რეჟისორი Nash Edgerton) ესეც ერთი შავი იუმორი, ბოლოს ამ კაცის სახეს დააკვირდით, ბოლოს როგორ ამოისუნთქებს… და ამდროს…. :D

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/embed/8wjcmAshkzI” width=”1130″ height=”636″ autohide=”yes” showinfo=”no” rel=”no” theme=”light” https=”yes” wmode=”transparent”][/su_youtube_advanced]
მოკლედ ეს ის სამეულია რომელიც ამ ბოლო დროს ვნახე და მომეწონა, პირველი ორი განსაკუთრებით! თუ თქვენც იცით მზგავსი ვიდეოები დამიტოვეთ კომენტარში და მერე პოსტში ჩავამატებ :)

Prev გასაუბრება და ფსიქოლოგია
Next საუკეთესო სარეკლამო რგოლები

8 Comments

  1. მაგრებია :D პირველი ორი ვიცოდი. პირველი მართლა შავი იუმორია, მესამეც.
    აი მეორე – შავი იუმორის კარგი კრიტიკა უფროა ვიდრე შავი იუმორი :)

  2. ვაიმე,რას მერჩოდით,დავიძაბე საშინლად.მეორეზე განსაკუთრებით,მეც ისტერიულად მეშინია ობობების და პატარა მწერების…..

  3. სამივე იყო ძალიან მაგარი.
    ყველაზე მურტალი საყურებელი მაინც მეორე იყო.

  4. ამ ბლოგს მიუყენე რა პლაგინი რომ კომენტარის დასაწერად მხოლოდ ავტორიზაცია იყოს საჭირო და მეტი არაფერი.

    • გავითვალისწინებ :) მადლობა :)

  5. spoon killer ეს ძაან მაგარია :D