10/17/2016

ევროტური 2016 – თავი I : მოგზაურობის დაგეგმვა

დიდიხანია ვცდილობ დავწერო ამ მოგზაურობის შესახებ. 2014 წლის მოგზაურობაც დამავიწყდა დამეწერა და ამჯერად არმინდა იგივე გავიმეორო და მინდა მეტნაკლებად დაწვრილებით გიამბოთ ევროპის გარშემო ჩემი ერთ თვიანი მოგზაურობის შესახებ. თავი I : მოგზაურობის დაგეგმვა ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული და ამავდროულად სასიამუვნო პროცესი, როდესაც 3 ან 4 თვით ადრე ვიწყებ ტურის დაგეგმვას, ადგილების შერჩევას, ბილეთებისა და ბინების დაჯავშნას და ა.შ. ამჯერადაც ასე მოვიქეცი და პირველი ბილეთი მოგზაურობამდე 3 თვით ადრე ვიყიდე, მიმართულება თბილისი – სტამბული – მადრიდი, რათქმაუნდა ავიაკომპანია პეგასუსსი, ბილეთის ფასი კი გახლავთ 91 ევრო, ერთი გზა! საკმაოდ კარგი ფასია, მიუხედავად იმისა რომ 4 საათი “საბინა გოჰჩენის” საოცრად მომაბეზრებელ აეროპორტში […]
12/13/2014

იზრუნე შენი ქალაქის სისუფთავეზე! ნუ დაყრი ნაგავს ქუჩაში! #ნაგავისანაგვეში

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება თვალში დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის ურნამდე ვერ მიღწეული ნაგავი, მათშორის: ქაღალდის პარკები, სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთი ქაღალდები, ბოთლები და ა.შ. თითქოს წამოიწყო სახელმწიფომ სარეკლამო კამპანია ამის წინააღმდეგ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. თითქოს კანონშიც შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა ვინც ქუჩაში დაყრიდა ნაგავს დაჯარიმდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არც ამან გაამართლა და ეს კანონი უბრალოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებათ დარჩა! ფაქტია რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ვერ უკეთებენ ამ ამბავს სათანადო “ფრომოუშენს”, თუმცა ეს  კიდევ სხვა პრობლემაა, რეალურად მაინც ხალხმა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში იმის სურვილი და კულტურა რომ ნაგავი სანაგვე ურნაში ჩავაგდოთ და არა მასთან ახლოს, ან ქუჩაში, სადმე ბნელ კუთხეში. თუმცა მაინც დავაფიქსირებ ჩემ აზრს […]
12/13/2014

მსოფლიოს 10 ულამაზესი ადგილი რომელიც მინდა რომ ვნახო

მოკლედ ეს ის ქვეყნები, კუნძულები და ქალაქებია, რომელიც მინდა რომ ვნახო და თქვენც გირჩიოთ იგივე. მივხვდი რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებ გააკეთებ კიდეც, ამიტომ იმედი მაქვს რომ ამ 10 ულამაზეს ადგილს ვნახავ უახლოეს მომავალში! სანამ ვნახავ მანამდე უბრალოდ თქვენთან ერთად დავათვალიერებ ფოტოებს Google-ში და ვუყურებ ვიდეოებს Youtube-ზე, სხვა რა დამრჩენია. ყველა ფოტოს ქვევით ნახავთ ლინკებს, რომლის საშუალებით ნახავთ ამ ადგილების ფოტოებს, ვიდეოებს და აგრეთვე რუკაზე მდებარებას. 1. MOROCCO, CHEFCHAOUEN / მაროკო, შეფშაუენი 2. VERNAZZA, ITALY / ვერნაცა, იტალია 3. LOFOTEN, NORWAY / ლოფოტენი, ნორვეგია 4. ZAKYNTHOS GREECE / ზაკინფი, საბერძნეთი 5. SALAR DE UYUNI, BOLIVIA / სალარ დე უინი, ბოლივია 6. CAPPADOCIA, TURKEY / კაბადოკია, თურქეთი […]
12/12/2014

გამორთეთ მობილური კამერის “ვსპიშკა”!!!

ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს რომლებსაც ჰგონიათ რომ მობილური ტელეფონის კამერით, ან თუნდაც ჩვეულებრივი სამოყვარულო ციფრულის მაშუქით ანუ “ვსპიშკით”, სიბნელეში, კერძოთ კი თეატრებში, კონცერტებზე და სხვადასხვა ამდაგვარ ღონისძიებებზე, 10, 20 ან 100 მეტრიდან ხარისხიან ფოტოს გადაიღებენ! ცდებით მეგობრებო, ცდებით! განსაკუთრებით ისინი ვინც ტელეფონის კამერებს იყენებთ იმისთვის რომ თეატრში, სულ ბოლო რიგიდან გადაიღოთ სცენა “ვსპიშკით”, იმ  მიზნით რომ უფრო ხარისხიანი და ნათელი გამოსახულება მიიღოთ, თუმცა პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან ცდებით! მიკვირს რომ ამას პირველივე გადაღებული ფოტოდან ვერ ხვდებით ხოლმე. თამამად გეტყვით რომ, მობილური ტელეფონის “ვსპიშკა” ვერასოდეს დაგეხმარებათ ამ მომენტში, მისი გამოყენებით ხალხს შეუშლით ხელს და ფოტოც ისეთივე გამოვა როგორიცი “ვსპიშკის” გარეშე გამოვიდოდა. ის იმდენად ძლიერი […]