03/03/2010

ინტერვიუ Eastern Promotion-თან (+გამოკითხვა)

ალბათ ყველამ შეატყო, რომ ჯაზ კონცერტებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი ჯაზ შემსრულებლები, ეწყობა ჯაზფესტივალები, როგორც თბილისში ისე ბათუმში, ერთი სიტყვით საქართველო, გემოვნებიანი მუსიკის საღამოების ეპიცენტრშია, სადაც ყველა  ჯაზ მსმენელის და არამარტო მათი ოცნებები სრულდება და ცოცხლად უსმენენ მაღალი კლასის მუსიკას. მოგეხსენებათ რომ ამ კონცერტების ორგანიზება, ოდიდგანვე კომპანია „Eastern Promotion“–მა ითავა და დღემდე შესანიშნავად ართმევს თავს! მათი ორგანიზებით საქართველოს მრავალი  პოპულარული ჯაზ შემსრულებელი ესტუმრა და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.
02/20/2010

ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა)

დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.
02/18/2010

Gregory Colbert – ბიოგრაფია და შემოქმედება

დიდიხნის წინ წავაწყდი ამ პიროვნების შემოქმედებას, რომელიც მიმაჩნია რომ შედევრია! ცხოველების და ადამიანების მეგობრობა და მათი დამოკიდებულება ამ ფოტოებში ძალიან კარგად არის გადმოცემული. ამვდროულად ძალიან ემოციური ფოტოებია და რაღაცნაირად გამშვიდებს ადამიანს! გთავაზობთ ამ პიროვნების მოკლე ბიოგრაფიას და რათქმაუნდა მის ფოტოებს. კომენტარებში ემოციები თქვენზე მომინდია, იმედია ამ უკანასკნელს არ დაიშურებთ და არ დაიზარებთ :)
02/13/2010

ინტერვიუ სიყვარულთან

მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე. Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?