01/21/2010

ინტერვიუ Parov Stelar-თან (Interview With Parov Stelar)

მადლობა რომ დამთანხმდით ონლაინ ინტერვიუზე, დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ ძალიან დააინტერესებს ქართველ საზოგადობას, იმიტომ რომ თქვენი შემოქმედება გულგრილად არავის არ ტოვებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ახალიწლის ღამეს და პირველ იანვარს გამართულ კონცერტებზე. როდესაც მე თქვენი ბიოგრაფია წავიკითხე, დასაწყისშივე შემხვდა არტ ბლეიკის მეტად საინტერესო ფრაზა “ჩვენ აქ დღესასწაულისთვის მოვედით” იგივე ფრაზას წავაწყდი თქვენს საკონცერტო აფიშაზე. საინტერესოა ეს სიტყვები თქვენთვის რა იდეის მატარებელია და რატომ გახდა ის თვქენი ცხოვრების და შემოქმედების დევიზი? ეს სიტყვები არის ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი, უბრალო მესიჯი რომელსაც ჩვენ ხალხს ვუგზავნით და ვეუბნებით, ჩვენ აქ მოვედით იმისთვის რომ ეს საღამო თქვენთან ერთად გავატაროთ და არა მხოლოდ თქვენს […]
01/17/2010

მე, ფოტოგრაფია და ჯაზი, ანუ ჩემი ცხოვრების სტილი

დიდიხანია მინდა დავწერო პოსტი ფოტოგრაფიის შესახებ. სულ რაღაც 5 წელია დაინტერსებული ვარ ფოტოგრაფიით წლიდან-წლამდე ეს ხელოვნების მეტად საინტერესო დარგი უფრო მითრევს. როგორც ყველაფერს, ასევე ფოტოგრაფიას აქვს თავსი შემოქმედებითი ცხოვრების სტილი, წესები და კანონები, მიუხედავად ამისა ბევრი რამე მაინც შენს ხედვაზე და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. თუ გაქვს ხედვა, მერე უკვე შეგიძლია შეისწავლო ტექნიკაც, იმიტომ რომ ხედვა ჩემი აზრით  უმთავრესია ფოტოგრაფიაში.
01/15/2010

სექსუალური ქართველი ქალები (გამოკითხვა)

  მოკლედ გადავწყვიტე ცოტა იუმორნარევი პოსტი/გამოკითხვა შემოგთავაზოთ. საინტერესოა თქვენი აზრით ქვევით მოყვანილი კანდიდატებიდან რომელი ქალი უფრო სექსუალურია :D ეხლა ერთი უცხოელი ახლობლის სიტყვები გამახსენდა “ქართველი ქალები სექსუალურები იქნებოდნენ ეს სიტყვები რომ არ წყინდეთ ხოლმეო” რათქმაუნდა ზოგიერთების გამოკლებით  პრინციპში ეს სიმართლეა.
01/03/2010

Parov Stelar Band – რეპორტაჟი

არვიცი ამ ახალ წელს ვინ სად შეხვდა ან როგორ, მაგრამ მე სასწაულად მაგარ გარემოში ავღმოჩნდი. მოკლედ ახალი წლის ღამეს Tbilisi Event Hall–ში გაიმართა ცნობილი და პოპულარული Parov Stelar Band–ს კონცერტი. რომელიც დაიწყო პატარა გათამაშებით. გათამაშდა Parov Stelar–ის ალბომები და ერთი მთავარი პრიზი John McLaughlin & The 4th Dimension–ზე 27 აპრილს აგრეთვე Tbilisi Event Hall–ში დასასწრები 2 ბილეთი.