03/14/2011

Sex For Two Person

თავიდან სანამ წერას დავიწყებდე ამ თემაზე გეტყვით რომ, რასაც აქ წაიკითხავთ არის ნაწილობრივ ჩემი სუბიექტური აზრი, ნაწილობრივ კი იმ ლექციის შედეგი რომელსაც დავესწარი ადრე და რაც გამახსენდება დავწერ. მართალია დღეს უფრო აქტუალურია ჩვენი საზოგადოების განათლების საკითხი იმედის სიუჟეტს ვგულლისხმობ, მაგრამ დიდიხანია ეს პოსტი უნდა გამომექვეყნებინა და დღეს გადავწყვიტე მექნა ეს. საინტერესოა ადრე, აი ჩვენი ბებიები და ბაბუები რომ ჩვენხელები იყვნენ, როგორ კავდებოდნენ სექსით, მაშინ ხომ ეს აქტი ფაქტობრივად მოვლენად ითვლებოდა. ჩემი აზრით მაშინ სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით ხდებოდა და ისიც მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის. კარგით ძველ თაობას შევეშვები, იმიტომ რომ მე ის თაობა ნამდვილად არვარ და არცერთი ბებია ან ბაბუა […]
03/09/2011

უხილავი ძაფების სამყარო

ხანდახან მარტივ სიტყვებში რამხელა ემოცია შეიძლება იდოს…  იმ დღეს სამარშუტო ტაქსში შევესწარი დედა-შვილის ერთი შეხედვით ტრადიცულ და მარტივ დიალოგს. დედა შვილის რვეულს ნახულობდა, რომელშიც შესრულებული დავალება ეწერა, რომელიც მასწავლებელს ანახა და  10-იანიც მიიღო. ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო მაგრამ, დედის სიტყვები რომელიც მან შვილს უთხრა, ერთ-ორად ემოციურად ჩამესმა. დედა: კარგი ბიჭიხარ, შენი იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში , ძალიან გამახარე… ნუთუ ეს შუადღეს ნამღერი/ნათქვამი “იავნანა” არარის? რომელმაც ბავშვს სახეზე ღიმილი დაუტოვა, თვალები კი ღამის ლამპიონებივით აუნთო… ამ დიალოგში მნიშვნოლოვანი როლი შინაგანმა ემოციამ ითამაშა, იმიტომ რომ დედის სახეზე სიტყვების შესაბამისი მიმიკა ნამდვილად არ აისახებოდა, თუმცა შვილზე ამ სიტყვებმა იმ წამს […]
02/01/2011

საათის ისრები

ეს დღე კარგად მახსოვს, 13 თებერვალი, როდესაც მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მასაც იგივე ეთქვა, უბრალოდ დუმილი და ჩახუტება არჩია… თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა… მაშინ ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში და ამიტომ მეც დუმილი და ჩახუტება ვარჩიე. დამშვიდობებისას ვუთხარი რომ 14 თებერვლისთვის გეგმები მქონდა და მინდოდა მენახა, შევახსენე სადაც უნდა მოსულიყო და რა დროსაც… დამთანხმდა და მეც გახარებული წამოვედი სახლში. გზაში მის პასუხზე ვფიქრობდი, ძალიან მიკვირდა, თუმცა ვცდილობდი რომ ამ პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მაგრამ ძნელი იყო რეალობისთვის თვალის არიდება. ამ ფიქრებში გართული ვიყავი რომ მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, არც დამიხედავს ნომრისთვის, მაშინვე ვუპასუხე, პირველი რაც გავიგე […]
01/28/2011

ტყუილი (+გამოკითხვა)

იცით მე პორშე მყავს, მაქვს სახლი კარიბის კუნძულებზე, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ საკუთარი თვითმფრინავით და მერე ერთი თვე ვცურავ ჩემი იახტით ოკეანეში… ალბათ პირველივე სიტყვებიდან მიხვდით რომ ეს ტყუილი იყო და მხოლოდ კომპიუტერის მონიტორს თუ დავაჯერებ რომ მართლაც მაქვს ეს ყველაფერი, თორემ კლავიატურაც კი არ მიჯერებს : ) ეს იმ ტყულების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანს არავის აყენებს და უფრო ოცნებაში გადავარდნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მატყუარა და ბოროტი ადამიანის. ხანდახან ტყუილით შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენო, ხანდახან კი პირიქით მას გაუფრთხილდე და მისთვის სასარგებლოთ მოატყუო ან მოიტყუო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სიმართლე უფრო მომგებიანია, ვიდრე ტყუილი და ამაზე ხშირად მიკამათია რომ, თუნდაც […]