09/22/2010

ოცნება,ფანტაზია და სენტიმენტები

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი  ოცნებას იწყებს,  ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია :) რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა ადამიანი გქონდეს სხვა შესაძლებლობები და ა.შ. კარგ ოცნებას კარგი ფანტაზიის უნარი ჭირდება… თუ გაქვს კარგი ფანტაზია და რეალობის ზუსტი აღქმის […]
09/11/2010

მე, ზღვა, ჯაზი და მთა… ანუ დაუვიწყარი ზაფხული

მოკლედ აქამდე მინდოდა ამაზე დამეწერა, მაგრამ როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. წლევანდელი ზაფხული ალბათ მაინც გამორჩეული იყო ჩემთვის, თუნდაც იმით რომ განსხვავებული  და დაუვიწყარი ჯაზ ფესტივალი ვნახე, აგრეთვე ერთი სრული თვე დავისვენე მანგლისში. მინდა გითხრათ რომ, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი რამე დავგეგმე, აგრეთვე ბევრი რამე გავაანალიზე და მივხდი რომ ცხოვრებას ნელა-ნელა წინ მივყავარ. პირველი რაზეც მინდა გიამბოთ ბათუმის ჯაზ-ფესტივალია ანუ (Black Sea Jazz Festival), რომელიც ბათუმის ტენისის კორტების ტერიტორიაზე ჩატარდა. 4 დაუვიწყარი დღე, სადაც ისეთი კლასის მუსიკოსებს მოვუსმინე აი მხოლოდ ჩემთვის რომ ვოცნებობდი და ზოგ მათგანზე ოცნებასაც რომ ვერ გავბედავდი :D. ეისიდ ჯაზის მამები, ჯგუფი ბრენდ ნიუ […]
09/08/2010

გინდა დაესწრო 2010 წლის თბილისის ჯაზ–ფესტივალს?!

გადავწყვიტეთ რომ ბლოგერებისთვის გავაკეთოთ ძალიან საინტერესო კონკურსი (პროექტი). კონკურსი ჩატარდება თბილისის ჯაზ–ფესტივალის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია გამოავლინოს ის სამი ბლოგერი, რომლებიც საჩუქრის სახით დაესწრებიან ჯაზ–ფესტივალს ყველა კონცერტს. დამეთანხმებით რომ პრიზი საკმაოდ სერიოზულია ასე რომ იაქტიურეთ. ფესტივალის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება სამივე ბლოგერმა, თავიანთ ბლოგებზე დაწერონ თითოეული კონცერტის შესახებ, შემსრულებელზე, ატმოსფეროზე, ემოცებზე და ა.შ. გეძლევათ  საშუალება ნახოთ და მოუსმინოთ ჰაი კლასის მუსიკოსებს რომლებიც წელს ესტუმრებიან საქართველოს. ახლა კი კონკრეტულად კონკურსის დეტალების შესახებ. ჩვენ გეტყვით ერთ–ერთი შემსრულებელის ან ბენდის სახელს, რომელიც წელს ესტუმრება თბილისის ჯაზ–ფესტივალს, თქვენი კი გევალებათ მოიძიოთ მისი ბიოგრაფია (გუგლის საშუალებით), უყუროთ მის ვიდეოებს (იუთუბის საშუალებით) და შემდეგ უკვე წარმოიდგინოთ თავი […]
09/05/2010

ბლოგერების ექსკურსია №5 (რეპორტაჟი)