ფოტო-გამოფენა “მე – ანია!”

არვიცი საიდან დავიწყო სულ თავიდან თუ მხოლოდ გამოფენის დღიდან, მემგონი აჯობებს სულ თავიდან მოვყვე და ცოტ-ცოტას ყველაფერს დავწერო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ, ამ გენიალურ პიროვნებას ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით საქართველოში “პანდუსების” უქონლობის გამო პრობლემა შეექმნა და არა მარტო მას ყველა მათ ვინც ზის ეტლში და ხელით ატრიალებს ცხოვრების ბორბლებს.  ეს პიროვნება გახლავთ ანა გოგუაძე ქალი მზე, ქალი სითბო, ქალი ელეგანტურობა და ნიჭიერება, დიახ ზუსტად ამ ადამიანის ინიციატივით დაიბადა ეს იდეა.

იდეა კი გახლავთ შემდეგნაირი, 20 ფოტოზე ასახული იქნება ცნობილი მოდელების გლამურული კადრები,  ”სრულ იდილიას” კი ერთი დეტალი დაარღვევს –  ყველა მოდელი ინვალიდის ეტლში იჯდება… ამ პროექტის განხორციელება ითავეს თავად ანია გოგუაძემ და ბექა კოკაიამ. ბექა გახლავთ ერთი ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომის მოყვარე პიროვენება რომელიც ანიას გვერდით დაუდგა და პირობა მიცა რომ პროექტს ბოლომდე მიიყვანდა! მოკლედ როგორც იტყვიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო… ზუსტად ასე მოხდა და ამ პრობლემის გადაჭრის ხერხიც გამოჩნდა.  აი დაიწყო პირველი ეტაპი, გადასაღები ადგილების შერჩევა შემდეგ კი მოდელების არჩევა, პარალელურად ამისა ბექა აქტიურად  ეძებდა სპონოსორებს. მოკლედ საჭირო იყო 20 ფოტო, ახლა არ დავიწყებ თითოეული გადაღების ამბის მოყოლას და ვიტყვი ზოგადად შემაჯამებელ სიტყვას… ამ ადამიანმა, საუბარია ანიაზე, შეძლო იმდენი რამდენსაც ვერცერთი ისტორიული გმირი ვერ შეძლებდა და დამიჯერეთ სიტყვებს არ ვამეტებ.  ის ისე მუშაობდა რომ ცხოვრება მოგწყურდებოდა, მაშინ ის ჟანა დარკი იყო, ქალი რომელსაც საზოგადოება ყველაზე ძლიერი სულის და მამაცი ბუნების ადამიანად იცნობს! ანიაც იბრძოდა თავის მებრძოლეებთან (მეგობრებთან) ერთად ამ პრობლემის ასეთი სახით გადასაჭრელად! (ამით ის მინდა ვთქვა რომ ნურასოდეს ნუ შევაფასებთ ადამიანის სიძლიერეს მისი გარეგნობით!) მოკლედ ამ ადამიანმა ბევრი იბრძოლა დიდი და დამღლელი გზა გაიარა და დასახულ მიზანს მიაღწია ანუ ბრძოლა მოიგო! ბრძლოა იმ პრობლემის გადასაჭრელად რომელიც მას და ყველა ვინც ამ  პრობლემას იზიარებდა, ამდენიხნის მანძილზე აწუხებდა. ცოტა მხატრული გადახვევა მქონდა მაგრამ არაუშავს რაღაც ასე დავინახე ეს ამბავი და ვეცადე ასევე გადმომევცა. მოკლედ ამ ადამიანმა გადაიღო ყველა 20 ფოტო და გამოფენაც მოაწყო 3 დეკემბერს ინვალიდთა საერთაშორისო დღეს. მე თუ მკითხავთ შესანიშნავი გამოფენა გამოვიდა ლამაზი,საინტერესო და რაც მთავარია იდეას ზუსტად პასუხობდა. ამ პროექტით მან კიდევ ერთხელ გაუგზავნა მესიჯი იმ ხალხს ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ეხება. მესიჯი კი შემდეგნაირად იწყება:  ( მე – ანია!)…

Prev Welcome on Leonsio.Ge
Next სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში

3 Comments

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.