Harry Potter – მითი თუ რეალობა
11/21/2014
მსოფლიოს 10 ულამაზესი ადგილი რომელიც მინდა რომ ვნახო
12/13/2014

გამორთეთ მობილური კამერის “ვსპიშკა”!!!

ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს რომლებსაც ჰგონიათ რომ მობილური ტელეფონის კამერით, ან თუნდაც ჩვეულებრივი სამოყვარულო ციფრულის მაშუქით ანუ “ვსპიშკით”, სიბნელეში, კერძოთ კი თეატრებში, კონცერტებზე და სხვადასხვა ამდაგვარ ღონისძიებებზე, 10, 20 ან 100 მეტრიდან ხარისხიან ფოტოს გადაიღებენ! ცდებით მეგობრებო, ცდებით! განსაკუთრებით ისინი ვინც ტელეფონის კამერებს იყენებთ იმისთვის რომ თეატრში, სულ ბოლო რიგიდან გადაიღოთ სცენა “ვსპიშკით”, იმ  მიზნით რომ უფრო ხარისხიანი და ნათელი გამოსახულება მიიღოთ, თუმცა პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან ცდებით! მიკვირს რომ ამას პირველივე გადაღებული ფოტოდან ვერ ხვდებით ხოლმე. თამამად გეტყვით რომ, მობილური ტელეფონის “ვსპიშკა” ვერასოდეს დაგეხმარებათ ამ მომენტში, მისი გამოყენებით ხალხს შეუშლით ხელს და ფოტოც ისეთივე გამოვა როგორიცი “ვსპიშკის” გარეშე გამოვიდოდა. ის იმდენად ძლიერი არარის  რომ, 5 მეტრის იქით გაგინათოდ რამე, რაღაც მომენტებში პირიქით, თქვენც შეგიშლით ხელს მისი ნათება, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც გადასაღები ობიექტის წინ კიდევ რამდენიმე სხვა ობიექტი ან სუბიექტია კადრში, მაგალითად: თავი, სკამი, ბოძი და ა.შ. ამ სიტუაციაში “ვსპიშკა” გაანათებს წინა მდებარე ობიექტს ან სუბიექტს და რეალურად თქვენი გადასაღები სამიზნე იგივე განათების ქვეშ დარჩება როგორც ეს “ვსპიშკის” გარეშე იქნებოდა. ამიტომ ტყუილად ნუ გაწვალდებით და ნუ გააწვალებთ თქვენს გარშემო მყოფ ხალხს, რომლებსაც ეს ნათება უქმნის დისკომფორტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შორი მანძილიდან “ვსპიშკით” გადაღებული ფოტო, იგივე გამოსახულებას მოგცემთ როგორც მის გარეშე! ასე რომ თეატრში, კონცერტზე ან სხვა ამდაგვარ სიტუაციაში, შორი მანძილიდან  ფოტოს გადასაღებად, ნუ გამოიყენებთ მობილური კამერის ან სამოყვარულო ფოტოკამერის “ვსპიშკებს”.

აქვე გეტყვით რომ თუ გიზიდავთ ფოტოგრაფია და გინდათ გადაიღოთ კონცერტებზე, თეატრებში ან ამდაგვარ დაწესებულებებში პროფესიონალური ფოტოები ან უბრალოდ კარგი ფოტოები, მაშინ შეიძინეთ კამერა, ეს იმ შემთხვევაში თუ იღებთ მობილური ტელეფონით, აგრეთვე იყიდეთ ფოტოკამერის სამაგრი ანუ “შტატივი”, შემდეგ სპეციალური მაშუქი ანუ “ვსპიშკა” და / ან შესაბამისი სპეციალური ობიექტივები, რომლებიც დაბალი განათების შემთხვევაშიც ნათელ და ხარისხიან გამოსახულებას მოგცემთ. მოკლედ ეს უკვე სხვა საკითხია და მთავარი რისი ახსნაც მინდოდა ზევით უკვე დავწერე. იმედია გამოგადგებათ ეს რჩევა და რაც მთავარია გაითვალისწინებთ. მადლობა

 

3040 სულ 1 დღეს