ბლოგერების ექსკურსია №5 (რეპორტაჟი)
09/05/2010
მე, ზღვა, ჯაზი და მთა… ანუ დაუვიწყარი ზაფხული
09/11/2010

გინდა დაესწრო 2010 წლის თბილისის ჯაზ–ფესტივალს?!

გადავწყვიტეთ რომ ბლოგერებისთვის გავაკეთოთ ძალიან საინტერესო კონკურსი (პროექტი). კონკურსი ჩატარდება თბილისის ჯაზ–ფესტივალის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია გამოავლინოს ის სამი ბლოგერი, რომლებიც საჩუქრის სახით დაესწრებიან ჯაზ–ფესტივალს ყველა კონცერტს. დამეთანხმებით რომ პრიზი საკმაოდ სერიოზულია ასე რომ იაქტიურეთ. ფესტივალის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება სამივე ბლოგერმა, თავიანთ ბლოგებზე დაწერონ თითოეული კონცერტის შესახებ, შემსრულებელზე, ატმოსფეროზე, ემოცებზე და ა.შ. გეძლევათ  საშუალება ნახოთ და მოუსმინოთ ჰაი კლასის მუსიკოსებს რომლებიც წელს ესტუმრებიან საქართველოს.

ახლა კი კონკრეტულად კონკურსის დეტალების შესახებ. ჩვენ გეტყვით ერთ–ერთი შემსრულებელის ან ბენდის სახელს, რომელიც წელს ესტუმრება თბილისის ჯაზ–ფესტივალს, თქვენი კი გევალებათ მოიძიოთ მისი ბიოგრაფია (გუგლის საშუალებით), უყუროთ მის ვიდეოებს (იუთუბის საშუალებით) და შემდეგ უკვე წარმოიდგინოთ თავი მის კონცერტზე (ფანტაზიის საშუალებით). ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ უნდა დაწეროთ პოსტი სადაც ისაუბრებთ შემსრულებლის მოღვაწეობაზე, მის რეგალიებზე და ბოლოს უკვე თავად კონცერტზე და იქ განცდილ ემოციებზე.

მაშ ასე კონკურსის თემა იქნება ჯგუფი – The Jazz Crusaders

პირობები:
საკონკურსო პოსტს წერთ თქვენსავე ბლოგზე.
საკონკურსო პოსტის ლინკს აგზავნით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე konkursi@leonsio.ge
კონკურსის დედლაინი 22 სექტემბერი.

2503 სულ 1 დღეს