HARRY POTTER – მითი თუ რეალობა

ერთი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე პორტუგალიაში, კერძოდ კი პორტუში, რომელიც დამამახსოვრდა და მინდა გაგიზიაროთ. დავიწყებ იმითი რომ გეტყვით, პირადათ მე, ჰარი პოტერის დიდი “ფანი” არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ მაგრამ, ამავე სახელწოდების ფილმის ყველა სერია ნანახი მაქვს, თუმცა არცერთი ნაწილი არ წამიკითხავს. მოკლედ პორტუგალიაში ყოფნისას, კონკრეტულად კი პორტუში, ქალაქის ღირშესანიშნაობების თვალიერებასთან ერთად შევნიშნე აი ასეთ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდები (იხილეთ ფოტო)

IMG_20140910_101524197_HDR

პირველად მაშინ შევამჩნიე როდესაც მატარებელს ველოდებოდი, მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა, კარი გაიღო და ვხედავ რომ, ამ ფორმაში გამოწყობილი 3 ახალგაზრდა გამოვიდა, თავიდან მეგონა რომ სადმე ჰარი პოტერის “ფან-კლუბის” შეკრება იყო და დიდათ არც შევიმჩნიე, არადა ამ ფოტოს რომ ვუყურებ, მაშინვე ჰარი პოტერის ფილმი მახსენდება, “ჰოგვორტსში” რომ მიდიან ხოლმე მატარებლით. მოკლედ ამ ერთი ფაქტის გამო აღარ გამიგრძელებია ამ თემაზე ფიქრი, მაგრამ მეორე დღეს უკვე ქალაქში დავინახე რომ, არა ერთი ან სამი, არამედ ათეულობით ადამიანი ატარებდა ამ ფორმას, მივხვდი რომ ჰარი პოტერის მორიგ სერიას არ იღებდნენ და არც მისი “ფან-კლუბის” შეკრება იყო, რაღაც მომენტში მეგონა რომ, რომელიმე მათგანს ხელში ჯადოსნური ჯოხი ეჭირებოდა და რამე ჯადოქრობას ჩაიდენდა, მაგრამ ამ მომენტში მივხვდი რომ პორტუში ვიყავი და არა “ჰოგვორტსში” ამიტომ გადავწყვიტე რეალურად გამერკვია თუ რაში იყო საქმე, ასეც მოვიქეცი და იქვე გამვლელი 4 “ფორმიანი” ახალგაზრდა გავაჩერე, რომლებსაც ჩავეკითხე ამ ფორმის შესახებ…

IMG_1017

აღმოჩნდა რომ ჩემი მოსაზრება ჰარი პოტერთან დაკავშირებით რეალობას მოწყვეტილი სულაც არიყო, ეს ფორმა იქ თითქმის ყველა სტუდენტს აცვია და არამარტო სტუდენტს, არამედ პროფესორებსაც და სკოლის მოსწავლეებსაც, ერთი სიტყვით, ერთგვარი უნიფორმაა, რომელსაც “traje academico”-ს ეძახიან. როგორც გავიგე ის აუცილებელია გეცვას სხვადასხვა ცერემონიაზე და აგრეთვე ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაშიც, თუმცა არის უნივერსიტეტები რომლებიც ყოველდღიურად ჩაცმას არ გავალდებულებს. ამ ოთხმა სტუდენტმა მითხრა რომ ცოტა რთულია სიცხეში ამ ფორმის ტარება მაგრამ წესი მოითხოვს და ჩვენც ვემორჩილებითო, დღეს მოვიდნენ უნივერსიტეტში პირველ კურსელები და ცერემონია გვქონდა ამიტომაც დადის დღეს ამდენი ფორმიანიო. ზოგადად სხვა დღეებში ჩვენ არ ვიცვამთო… აქ ჩაერთო მეორე სტუდენტი და მკითხა:
– თქვენ იცით “ჰარი პოტერის” ფილმში რატომ აცვიათ ჩვენაირი უნიფორმები?
– არა
– იმიტომ რომ ჰარი პოტერის ავტორმა “J. K. Rowling” თავის ცხოვრების გარკვეული პერიოდი აქ, პორტუში გაატარა, სადაც დაიწყო ამ წიგნის წერა და შესაბამისად ბევრი რამე უკავშირდება პორტუს და მის ადათ-წესებს, მათ შორის ეს უნიფორმა. აგრეთვე ფილმში ნახავთ ისეთივე ვიწრო ქუჩებს როგორიც პორტუშია, ნახავთ პორტუს ბიბლიოთეკას და სხვა ისეთ დეტალებს რომელსაც შეხვდებით ჩვენს ქალაქში.

ამ საუბრის მერე გადავიღე მათთან ერთი სამახსოვრო ფოტო და წამოვედი სახლში, ეგრევე “დავგუგლე” და მართლაც ყველაფერი ისე იყო, როგორც იმ გოგომ მომიყვა. ავტორი “J. K. Rowling” მართლაც ცხოვრობდა პორტუში, ხშირად სტუმრობდა ორ ადგილს სადაც წერდა ხოლმე ჰარი პოტერის წიგნს, ეს ადგილები გახლავთ პორტუს ბიბლიოთეკა “Livraria Lello” და კაფე “Café Majestic” (იხილ. ფოტოები)

პორტოს ბიბლიოთეკა "Livraria Lello"
პორტოს ბიბლიოთეკა “Livraria Lello”

J. K. Rowling ყვება იმ პერიოდზე როდესაც ის პორტუში ცხოვრობდა
“I had failed on an epic scale. An exceptionally short-lived marriage had imploded … and the fears of my parents, and those I’d had for myself, had both come to pass. By every usual standard, I was the biggest failure I knew.” “Nine months after my mother’s death, desperate to get away for a while, I left for Portugal. I took with me the still-growing manuscript of Harry Potter, hopeful that my new working hours (I taught in the afternoon and evening) would lend themselves to pressing on with my novel. The manuscript had changed a lot since my mother had died. Now, Harry’s feelings about his dead parents had become much deeper; much stronger; much more real, somehow. In those first weeks in Portugal I wrote what has become my favourite chapter in the Sorcerer’s Stone, “The Mirror of Erised” – and had hoped that, when I returned from Portugal I would have a finished book under my arm. In fact, I had something even better: my daughter, Jessica. I had married a Portuguese man and, although the marriage did not work, it had given me one of the best things in my life. Jessica and I arrived in Edinburgh, where Di was living, just in time for Christmas 1993.”

კაფე "Café Majestic"
კაფე “Café Majestic”

პორტუს თვალიერებისას ნელა-ნელა ვხვდებოდი თუ საიდან ჰქონდა ეს მთელი “ინსფირეიშენი” ავტორს. არ შეიძლება ნახო პორტუ და გულგრილი დარჩე მისი ქუჩებით, ხიდებით, ბიბლიოთეკებით და ა.შ. თითქოს და ამ ამბავმა ჩემში ისეთი არაფერი შეცვალა მაგრამ, მიხარია ხოლმე როდესაც რაღაც ახალს, საინტერესო და ნაწილობრივ “ისტორიულ” აღმოჩენას გავაკეთებ ხოლმე. აქვე რამდენიმე ფოტოს დავდებ რომლებიც კიდევე ერთხელ ამტკიცებს ამ ფაქტს :)

metro
Porto. Sao Bento Railway Station
Cloister, Porto Cathedral
Cloister, Porto Cathedral
Prev Airbnb - იმოგზაურე 190 ქვეყანაში და თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში
Next გამორთეთ მობილური კამერის "ვსპიშკა"!!!

Comments are closed.