იზრუნე შენი ქალაქის სისუფთავეზე! ნუ დაყრი ნაგავს ქუჩაში! #ნაგავისანაგვეში


Warning: Trying to access array offset on false in /usr/www/users/tbilisg/levangiorgadze/wp-content/themes/blacksilver/includes/functions/theme-functions.php on line 3072

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება თვალში დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის ურნამდე ვერ მიღწეული ნაგავი, მათშორის: ქაღალდის პარკები, სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთი ქაღალდები, ბოთლები და ა.შ. თითქოს წამოიწყო სახელმწიფომ სარეკლამო კამპანია ამის წინააღმდეგ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. თითქოს კანონშიც შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა ვინც ქუჩაში დაყრიდა ნაგავს დაჯარიმდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არც ამან გაამართლა და ეს კანონი უბრალოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებათ დარჩა! ფაქტია რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ვერ უკეთებენ ამ ამბავს სათანადო “ფრომოუშენს”, თუმცა ეს  კიდევ სხვა პრობლემაა, რეალურად მაინც ხალხმა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში იმის სურვილი და კულტურა რომ ნაგავი სანაგვე ურნაში ჩავაგდოთ და არა მასთან ახლოს, ან ქუჩაში, სადმე ბნელ კუთხეში. თუმცა მაინც დავაფიქსირებ ჩემ აზრს რომ, ერთმნიშვნელოვნათ აუცილებელია სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, უფრო მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით.

ალბათ ყველას გინახავთ ქუჩაში მიმოფანტული ნაგავი, მაგრამ უმეტესობა გაბრაზებით და მერე სოციალურ მედიაში დასტატუსებით შემოფარგლებოდით, მათ შორის ვარ მეც, თუმცა იყვნენ და არიან ადამიანები რომელებიც სხვის მიერ გადაყრილ ნაგავს ურნაში აგდებს და ნამდვილად საამაყო საქმეს აკეთებს, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან.

ამიტომაც გამიჩნდა სურვილი ამდაგვარი “პროექტის” წამოწყების.  მინდა რომ ეს კეთილი საქმე ვირუსული გახდეს და თუნდაც ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით გავრცელდეს. აქ არარის საჭირო ვინმეს გამოწვევა ან მოწვევა, თუ ადამიანში ეს კულტურა ცოცხლობს ის თავად გააკეთებს ამას და ეს წამოწყება უბრალოდ დააფიქსირებს და ნაწილობრივ აღბეჭდავს ამ  აქტივობას, ზოგს უბიძგებს კიდეც ამის გაკეთებისკენ და ზოგსაც მოუხსნის კომპლექსებს!

ამ “პროექტის” მიზანი არის ძალიან მარტივი და ნათელი, ვნახულობთ ქუჩაში დაგდებულ ნაგავს და ვაგდებთ ურნაში (ხელთათმანით, ხელსახოცით, მოკლედ როგორც გნებავთ) და ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ ფოტოს ან ვიდეოს საშუალებით, რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ #Hashtag-ი, როგორც Facebook-ისთვის, ისე Instragram-სთვის #ნაგავისანაგვეში #სუფთაქალაქი #TrashInTrash . ასევე შეგიძლიათ იყოთ უფრო  ორიგინალურები და ეს პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ, ეს იმისთვის რომ პროცესი სასარგებლოსთან ერთად, ცოტა სახალისოც გამოვიდეს. მოკლედ ფანტაზია ჩართეთ და ყველაფერი გამოვა. თუმცა ფაქტია რომ დღეში ერთი ნაგავიც რომ მოხვდეს თავის ადგილას ანუ ნაგვის ურნაში, ქალაქი ცოტათი უფრო სუფთა იქნება, ვიდრე დღეს არის.

აქ აღარ ვისაუბრებ იმაზე რომ ბევრი ადამიანი, არა თუ სხვის ნაგავს აგდებს ურნაში, არამედ თავად არის ამ ყველაფრის მიზეზი, თანაც უკვე ხშირად! ეს ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს პირადათ ჩემში და დარწმუნებული ვარ ყველა ნორმალურ ადამიანში! ასეთი ფაქტები ცალკე ბრძოლის საგანია და თუ ამ “პროექტის” ფარგლებში ვინმე დაიწყებს ასეთი შემთხვევების დაფიქსირებას და აღმოფხვრას, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის! მთავარია არ შეგრცხვეთ, არ დაკომპლექსდეთ და არ დაგეზაროთ დანარჩენი მარტივია!

არვიცი შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ ყველა აქტივობა ამ მხრივ უშედეგოთ მთავრდება ხოლმე. ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ ვცადოთ და იმედი ვიქონიოთ რომ პატარა წვლილს მაინც შევიტანთ ამ კეთილ საქმეში!მოკლედ მეგობრებო და მოქალაქენო, ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა დაგვიდგეთ გვერდში, მეც და ჩვენს ქალაქსაც, გაუზიარეთ ეს პოსტი ან უბრალოდ ეს იდეა თქვენს მეგობრებს, აგრეთვე თქვენც ჩაერთეთ ამ აქციაში! ესეც რამდენიმე სარეკლამო რგოლი რომელიც ვიპოვე იუთუბზე და რომლის ავტორიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროა, სამწუხაროდ ვიდეოებს ძალიან ცოტა ნახვა ააქვთ, რაც საზოგადოების მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს. იმედია ვცდები!!!

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KUbp9SCueF8″ width=”940″ height=”529″]

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QfRuqTKpmUM” width=”940″ height=”529″]

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7-_M7ZtSZnw” width=”940″ height=”529″]

Prev გამორთეთ მობილური კამერის "ვსპიშკა"!!!
Next ევროტური 2016 - მოგზაურობის დაგეგმვა

Comments are closed.