გინდა დაესწრო 2010 წლის თბილისის ჯაზ–ფესტივალს?!
09/08/2010
ოცნება,ფანტაზია და სენტიმენტები
09/22/2010

მე, ზღვა, ჯაზი და მთა… ანუ დაუვიწყარი ზაფხული

მოკლედ აქამდე მინდოდა ამაზე დამეწერა, მაგრამ როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. წლევანდელი ზაფხული ალბათ მაინც გამორჩეული იყო ჩემთვის, თუნდაც იმით რომ განსხვავებული  და დაუვიწყარი ჯაზ ფესტივალი ვნახე, აგრეთვე ერთი სრული თვე დავისვენე მანგლისში. მინდა გითხრათ რომ, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი რამე დავგეგმე, აგრეთვე ბევრი რამე გავაანალიზე და მივხდი რომ ცხოვრებას ნელა-ნელა წინ მივყავარ.

პირველი რაზეც მინდა გიამბოთ ბათუმის ჯაზ-ფესტივალია ანუ (Black Sea Jazz Festival), რომელიც ბათუმის ტენისის კორტების ტერიტორიაზე ჩატარდა. 4 დაუვიწყარი დღე, სადაც ისეთი კლასის მუსიკოსებს მოვუსმინე აი მხოლოდ ჩემთვის რომ ვოცნებობდი და ზოგ მათგანზე ოცნებასაც რომ ვერ გავბედავდი :D.

ეისიდ ჯაზის მამები, ჯგუფი ბრენდ ნიუ ჰევის, რომლებმაც მოგვასმენინეს საოცრად რბილი და ლამაზი მუსიკა:) ეს ის ჯგუფია რომელმაც თავისდროზე ჯგუფში არაიყვანა ჯეი ქეი :). მოვასწარი და მათ ერთ-ერთ ჯგუფის წევრს ვკითხე ამის შესახებ თუ რატომ არ აიყვანეს ჯეი ქეი, მან კი მიპასუხა რომ ჯეი ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანი იყო და არის, თუმცა მაშინ ჩვენ სხვა მიმართულება და იდეები გვქონდაო მას კი სხვაო :) თორემ დღესაც ვმეგობრობთო :) ნუ არვიცი რამდენად სიმართლეა და რამდენად არა, მაგრამ მაინც მივიღე მისგან ამომწურავი პასუხი :) ლბათ ყველამ კარგად იცის ეს ჯგუფი და მათი ხიტები, თუმცა ვიმემ მაინც თუ არ იცის აუცილებლად მოუსმინეთ მოგეწონებათ :) მადლობა ბრენდ ნიუ ჰევისს:)

როი ჰარგროუმ ცეცხლი დაანთო როგორც კონცერტზე, ისე ავთერ შოუზე! ასე მხოლოდ ჭეშმარიტ მუსიკოს თუ შეუძლია სცენაზე დახარჯვა და ემოციის 100%-ის ჩვენთვის გადმოცემა… მიუხედავად დამღლელი მგზავრობისა მან შეძლო 2 დღის განმავლობაში ქართველი მსმენელების სრულად მოჯადოება და იმხელა მუხტის გაცემა რომ დღესაც კი მისი მუსიკით დამუხტული დავდივარ. ნამდვილად ძლიერი და ნიჭიერი მუსიკოსია, რომელიც გარდა დაკვრისა შესანიშნავად ფლობს შოუმენის თვისებებს, რაც კარგად გამოჩნდა როდესაც სცენიდან პირდაპირ ისკუპა და ხალხში ჩამოვიდა, სულ დაკვრა-დაკვრით იარა და მერე ისევ სცენას დაუბრუნდა, ამან ქართველი მსმენელი უფრო აღაფრთოვანა… ერთ-ერთი მისი ჯგუფის წევრი კერძოდ კი პიანისტი JONATHAN BATISTE დავპატიჟე აჭარულ ხაჭაპურზე და ამავდროუალდ გავესაუბრე კიდეც. თურმე იმდენად მოეწონა ბათუმი დიდი სიამუვნებით დარჩებოდა აქ და იცხოვრებდა… აჭარული ხაჭაპური კი ისე მოეწონა რომ, თან წაღებაზეც არ იყო უარზე :D ძალიან კარგი პიროვენაბა და ნიჭიერი პიანისტი გახლავთ. აქვე გეტყვით რომ  იგი ჰერბი ჰენკოკის მოსწავლე გახლავთ. მოკლედ მადლობა თანაც ძალიან დიდი როის და მის ხალხს. :)

მაიკ შტერნი ადამიანი ღიმილი,სიკეთე, სიმშვიდე და მხიარულება, რაც მთავარია ჯაზის სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც იქ შეკრებილ საზოგადოებას რენდი ბრეკერთან, კრის მინ დოკთან და ვეკლთან ერთად ნამდვილი და გემრიელი ჯაზი მოგვასმენინა! ეტყობოდა მუსიკას ის დახვეწილობა რომელიც გამოცდილებას და ნიჭს მოაქვს, თანაც თითოეული მათგანი ხომ ჯაზის სამყაროსთვის საკმაოდ ცნობილი ფუგურები არიან :) მადლობა ოთხივეს :)

ლირიული გადახვევა… ამ ოთხი დღის განმავლობაში ბათუმში ვნახე დუდი და ერთი-ორჯერ გავცურეთ კიდეც ზღვაზე. მადლობა დუდის თორემ ისე მე დამეზარებოდა :D

ბოლოს კი თავად ჰიუ მასეკელა, რომლის კონცერტმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს… ბევრი ელოდა მის ჩამოსვლას და მათ შორის მეც არანაკლებ, რადგან ჩემთვის ჯაზი მისი სიმღერებით დაიწყო 15 წლის ასაკში და მის მერე აღმოვაჩინე სხვა ჯაზმენებიც… მივხვდი რომ ჯაზი შემიყვარდა და ამისთვის მადლობა ჰიუს :) ძალიან საყვარელი ადამიანია, უშუალო, კონტაქტური და მხიარული :) ახლა 82 წლისაა და მიუხედავად მისი ასაკისა საკმაოდ ენერგიულია! ის მეორეჯერ ესტუმრა თურმე საქართველოს და იძახის რომ ჰიუა მასაკელაშვილი ანუ ნახევრად ქართველი ვარო. მისმა სცენაზე გამოცენამ ხალხი აფორიაქა და სიხარულიზგან ხტომა დაწყეს:) სხვათაშორის ჰიუს ძალიან ყვარებია იუმორი და ბევრიც იხუმრა სცენაზე ყოფნის დროს :) ისაუბრა საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტო თემებზეც, იმღერა, იცეკვა დაუკრა და პრეზიდენტსაც კი მიმართა სიტყვით.  კონცერტის შემდეგ კი ვუტხარი რომ მისი სიმღერებიტ დავიწყე ჯაზის მოსმენდა და კონკრეტული სიმღერაც ვუთხარი (mama), მან კი ღიმილით მიპასუხა რომ  ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, ამის შემდეგ კი ამ სიმღერის შესრულება დაიწყო.. უცებ  მანიშნა რომ ავყოლოდი, მეც ჩემი საოცარი ხმით ავყევი და მოკლედ რამდენიმე სიტყვა ერთდ წავიმღერეთ, იმ დროში დამაბრუნა როდსაც მას პირველად მოვუსმინე და ისედაც უკვე მხიარულ განწყობაზე მყოფი უფრო გამამხიარულა :) მოკლედ მადოლბა ჰიუსაც :)

ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე აგრეთვე წარდგნენ ქართველებიც: გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი და ზუმბას ახალი ჯგუფი ასტრო ჯორჯია :) რომლებმაც მართლაც რომ საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს საქართველო უცხოელ შემსრულებლებთან! დავრწმუნი მეც და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფი ადამიანი, რომ ქართველებსაც გვყავს ნიჭიერი მუსიკოსები! დიდი მადლობა ყველა მათგანს!

აქვე გეტყვით რომ ყოველი საფესტივალო დღის ბოლოს იმართებოდა “ავთერ შოუ” სადაც ვისმენდი საოცარ ჯემსეიშენებს… მინდა გითხრათ რომ ბედნიერი ვარ, რათა მე ვიხილე ისეთი შემსრულებლების ჯამსეიშენები რომ კიდევე რთხელ ვიმეორებ ვერც კი ვიოცნებებდი!!!! მადლობაააა ყველას ყველას!

ოთხი დაუვიწყარი დღე და ღამე გავატარე მე ბათუმში წელს! დავიღალე მაგრამ სასიამუვნოდ! კიდევ მინდა… არაუშავს თბილისის ჯაზ-ფესტივალი მოგვიკაკუნებს მალე კარზე რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ბათუმის ჯაზ-ფესტივალს, პირიქით უფრო მაგარიც იქნება! ახლა უკვე ლაივში ვანხავ მაკოე ტაინერს, ძმებ ბლუზებს და ჯაზის კრუსაიდერებს :)

ამ საოცარი დღეების შემდეგ ჩამოვედი თბილისში და მეორე დღეს გავემგზავრე მანგლისში :) სადაც  ერთი სრული თვე დავისვენე და საკმაოდ კარაგდ! ჰამაკი, ჯაზი (თუმცა ამ ჯერად მპ3 ფლეიერის მეშვეობით), ცოტა კარტი, ნარდი და ტყეში ქეიფი :D მოკლედ დავგეგმე ბევრი რამე რის განხორციელებასც ნელა-ნელა ვიწყებ და იმედია ბოლომდე მივიყვან! აღვიდგინე ძალები და 27 აგვისტოს დავბრუნდი თბილიში! ძალიან კარგი ზაფხული მქონდა, მე კმაყოფილი ვარ!

პ.ს. ვინც წაიკითხეთ ეს პოსტი მადლობა! :)

პ.ს.ს. ნახეთ დალინკული სიტყვები ზოგი ბიოგრაფიაზე გადადის ზოგი შემსრულებლის ვიდეოზე :)

1821 სულ 1 დღეს