ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა)

დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.

სანამ ადამიანს გაიცნობ ყოველთვის ცდილობ წინასწარ განჭვრიტო როგორი ხასიათის და ბუნების ადამიანია, სანდოა თუ არა და ა.შ. ზუსტად ამ დროს  შეიძლება მისმა ჩაცმულობამ და ტანსაცმლის ფერებმა “გაყიდოს” და მასზე ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მოგაპოვებინოთ, თუმცა შეიძლება სულ სხვა ინფორმაციის მატარებელიც აღმოჩნდეს მისი სამოსი, აქ უკვე ის ცოდნაა საჭირო რომელიც მე ჯერ ბოლომდე და სრულად არ შემიძენია, ალბათ იმიტომ რომ მზგავსი რამის ცოდნას, ცხოვრებისეული გამოცდილება და ფსიქოლოგიის საფუძვლიანი სწავლა უნდა! როგორც უკვე ვთქვი  ჩემი გამოცდილება და ცოდნა ამ საკითხთან მიმართებაში არც თუ ისე დიდია, ამიტომ  მინდა რომ  მოკლედ და ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე რასაც ფერების ფსიქოლოგია ჰქვია.

საერთოდ როდესაც ვუყურებთ ადამიანის ჩაცმულობას პირველრიგში აღვიქვავთ ტანისამოსის ფერებს: ქუდის, მაისურის, ქურთუკის, შარვლის, კაბის და ა.შ. ძირთადად ფერები გვეუბნებიან ამ ადამიანებზე, მათ ხასიათებზე კარგს ან ცუდს. მოდით დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ფერების ეგრეწოდებულ ერთ-ერთ ტაბულას რომელიც ბევრ თქვენგანს ალბათ გამოადგება :)

ფერი ემოციური ზემოქმედება სიმბოლური მნიშვნელობა
თბილი ყვითელი ამხნევებს, ამხიარულებს, აცოცხლებს მზე, სიკეთე
ცივი ყვითელი გულისრევა ეჭვიანობა, ღალატი, შური
სტაფილოსფერი ამხნევებს, ამხიარულებს, ენერგიაზე მოჰყავს მზე, ბედნიერება, სიკეთე, ძალა, სიმდიდრე, ზეიმი
მოწითალო სტაფილოსფერი აღზნებს, ათამამებს სიყვარული, სიამაყე, ძალა, ბრძოლა, ვნება, საშიშროება
მალინისფერი ამშვიდებს, ასერიოზულებს ფუფუნება, სიბერე, ძალა, დამსახურებები,
ღია – ლურჯი, ცისფერი ამშვიდებს, ქმნის ილუზიას, წაგიყვანს რეალობისგან შორს თავისუფლება, მშვიდობა, სამოთხე, სიმშვიდე
ცისფერი გამშვიდებს,  გხდის მიზანმიმართულს რწმენა,  სანდობაა, კეთილშობილება
მწავანე გამშვიდებს , გაწონასწორებს სიწყნარე, მშვიდობა, ახალგაზრდობა, უსაფრთხოება, იმედი
მომწვანო მოყვითალო ამხნევებს, აცოცხლებს იმედი, ოპტიმიზმი, ახალშობილი
თეთრი არ გტოვებს გულგრილს სისუფთავე, უკარება, უკვდავება
შავი გფიტავს სიკვდილი, ტრაური, რეაქცია
სერი გართმევს თავისუფლებას, გასევდიანებს უხასიათობა, სიღარიბე
მოწითალო – მოყავისფრო გახარებს, გაიმედებს, კომფორტულად გრძნობ თავს სახლი

არვიცი რამდენად დაგეხმარებათ ეს ტაბულა მაგრამ მე მაინც დავწერე:). მოდის სამყაროში ფერები ფსიქოლოგია ძალიან ხშირად გამოიყენება და ძირითადათ ამას ვხედავთ ამა თუ იმ დიზაინერის მიერ შეკერილ კოლექციებში, მართალია დღეს ყველა ისე იცვამს როგორ მოესურვება, თუმცა მაინც არსებობს ფერთა კომბინაციის უკვდავი წესები! საირთოდ ცნობილია რომ, რაც უფრო ღია, გამომწვევი ფერის ტანისამოსი გაცვია ადამიანს, მითუ უფრო დაბალია შენი სოციალური მაჩვენებელი, მეორესმხრივ შენს ტანსაცმელში რაც უფრო მეტი სერი ან შავი ფერი დომინირებს, მით უფრო მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნები. ასეთი ხალხი ძირითადათ არიან ბიზნესმენები, ინტელიგენტები და ა.შ. რომლებსაც უმეტესად აცვიათ კოსტუმები და უკეთიათ ჰალსტუხები.

შავი და თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალური და პოპულარული ფერებია. ადრე თუ შავი ეცვათ ძირითადათ მგლოვიარეებს, დღეს უკვე შავი ფერი მოდის წამყვანი ფერია და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ყოვველდღიურ ჩაცმულობაში. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ თეთრი როგორც ტაბულაში წერია ასოცირედება უკარება ადამიანთან და ამიტომაა რომ ქორწილში პატარძალს სიმბოლურად თეთრი ფერის კაბა უნდა ეცვას (ძირითადათ საქართველოში :D ) რაც ხაზს უსვამს გოგოს “ქალიშვილობას” :D

რაც შეეხება ყვითელ ფერს ის იშვიათა გვხვდება ტანსაცმელში რადგან ყვითელი ძალიან გამაღიზიანებელი ფერია და ამიტომაც ძირითადათ მას მხოლოდ დეტალებში თუ გაურევენ ხოლმე. აგრეთვე იშვიათია წითელი ფერიც, თუმცა განსხვავებით ყვითელისგან ის უფრო გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გინდათ რომ ხაზი გაუსვათ თქვენს სილამაზეს ან მიიქციოთ ყურადღება ოღონდ დადებითათ, მაგრამ წითელი ხშირია ისევ და ისევ დეტალებში (ჩანთა, ჰალსტუხი, ყელსაბამი, ქუდი, შარფი და ა.შ.).

რაც შეეხება მწვანეს და ცისფერს ჩვეული ფერებია და ხშირად შეხვდებით, თუმცა არა თეთრზე და შავზე ხშირად :) მართლა ძალიან საინტერესოა რომ ზოგადად ძალაინ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს რომლებსაც აცვიათ ვარდისფერი სტაფილოსფერიი, სალათისფერ და ღაჟღაჟა წითელი ფერის ტანსაცმელი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ჩაიცვამენ ხოლმე მზგავსი ფერების ტანისამოსს, რომ დააფიქსირონ მათი განსხვავებულობა და იყვნენ გამორჩეულები. აი ამ უბრალო და მარტივი ფსიქოლოგიით ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მეხმარება ეს ფერთა ფსიქოლოგი  და ვცდილობ უფრო ღრმად გავეცნო აქედან გამომდინარე მომიტევეთ თუ რამე ვერ ან არ დავწერე.

პ.ს. აგრეთვე გთავაზობთ გამოკითხვას “რომელი ფერი გიყვარს” და ვეცადე ყველა “ფერი” ჩამეტია, ხოდა თუ რომელიმე არარის მომიტევეთ : )

[polldaddy poll=2727025]

Prev Gregory Colbert – ბიოგრაფია და შემოქმედება
Next ინტერვიუ Eastern Promotion-თან (+გამოკითხვა)

30 Comments

  1. მწვანე ჭარბობს ჩემს გარდერობში: ორი მწვანე ჩანთა, მწვანე ქვედაბოლო, მწვანე მაისური, მწვანე შარფი და ა.შ… :D რვეულებსაც კი მწვანეს ვყიდულობ ხოლმე… ჯერ ხმა მივეცი და შემდეგ წავიკითხე ტაბულა, მომხიბლა ამ ფერის მნიშვნელობამ :)

  2. მომეწონა, კარგი სტატიაა. ფერები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს რომ გახვიდე ქუჩაში ყველას შავი აცვია. გეგონება ყველა ერთად ვგლოვობთ რაღაცას. კარგი იქნება რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს შავზე და ცოტა მხიარული ფერის ტანსაცმელს ჩაიცმევს ან აქსესუარებს გაიკეთებს მაინც.

  3. ლურჯი რატომ არ წერია იმ ცხრილში?
    მოკლედ, დავამატებ მე ლურჯ ფერს, რომელიც ასოცირდება აზრთან,სამყაროსთან, სიბრძნეს და ერთგულებასთან. ქრისტიანებში ლურჯი ღვთისმშობლის ფერია, იუდაიზმში ლოგიკის სიმბოლო, ბუდიზმში ღრმა აზროვნების . და ჩემთვის იდიალური ფერი :დ
    ადამიანში დაღლილობას და დეპრესიას იწვევს ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში. საერთოდ კიდევ ძალთა აღდგენას უწყობს ხელს!
    აი ესეც ლურჯი ფერი. იცნობდეთ და გიყვარდეთ :D :D :D

  4. ღია – ლურჯი, ცისფერი

    აბა ეს რაარის? :D ლურჯია აბა სხვა რაიქნება :D
    მაგრამ მაინც მადლობა შენ :D :*

  5. ეგ არის ღია ლურჯი, ცისფერი :D მე კიდევ “კვასკვასა” ლურჯი მქონდა მხედველობასჰი :”> თვალში ნაცარს ნუ მაყრი გენაცვალე :>:>
    :*:*

  6. კანდინსკი წაიკითხე.

  7. მწვანე და იასამნისფერი მარა ლევააან ორივეს რატო ვერ ვნისჰნავ :შ :შ :D

    კაი პოსტი იყო მალდობა :*

  8. შავი და მუქი მწვანე ჩემი საყვარელი ფერები…შემდეგ წითელი და ლურჯი…..კარგი იყო ისე ლეონსიოოოო……ოღონდ შავზე ნამეტანი ცუდი ეწერა :D

  9. წითელ ფერზე არ გაქვს გამახვილებული ყურადღება… მუქი წითელი ფერი არგესიასთან, გაღიზიანებასთან არის დაკავშირებული… ძირითადად პრინციპული, ამაყი, და ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანები ატარებენ ამ ფერის სამოსს…

  10. ძალინ საინტერესო სტატია იყო. კითხვა რომ დავამთავრე ოდანავ გულიც კი დამწყდა რომ დამთავრდა, იმდენად მომხიბლა ამ თემამ. თუმცა მსურს ავღნიშნო ის ფაქტიც რომ ცხრილში მითითებული ყველა ფერი რომ ყოფილიყო დეტალურად აღწერილი კარგი იქნებოდა, მაგალითად წითელზე, იასამნისფერზე, სტაპილოსფერზე, ლურჯზე, ნაცრისფერზე და სხვა ფერებზე მეტი ინფორმაცია რომ ყოფილიყო. მგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი სტატია იყო.

    • თიკა ვრცლად მეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ საოცრად შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს :) ამიტომ გადავწყვიტე ასე მოკლედ მიმომეხილა :) მიხარია რომ მოგეწონა :) მადლობა!

  11. მიუთითეთ ლიტერატურა,რა მასალაზე დაყრდნობით წერთ ამას.დისერტაციას ვწერ მე თვითონ კოსტუმში ფერის აღქმის საკითხებზე და,სიმართლე გითხრათ,ბევრ საკითხში ვერ დაგეთანხმებით,მიუთითეთ ლიტერატურა.პ.ს. წაიკითხეთ ,,გოეთეს ფერთა თეორია”.

    • ამაზე ლექცია მქონდა 5-6 წლის წინ უნივერსიტეტში :) ლექტორმა წაგვაკითხა და ზუსტად არ მახსოვს ვის ეკუთვნის, თუმცა გარწმუნებ რომ სანდო წყაროა და ჩემი მოგონილი არარის :) მადლობა გამოხმაურებისთვის და წარმატებას გისურვებ დისერტაციაში :) პ.ს. აუცილებლათ წავიკითხავ ,,გოეთეს ფერთა თეორია”.

  12. ლექტორის სახელი და გვარი დაწერე რაა,სად სწავლობდი?ვნახავ და იქნება რაიმე საჭირო მასალაც მომცეს,თუ შეიძლება?

  13. სტაფილოსფერი მაინც ყველა ფერს მირჩევნია :)))

  14. ნარინჯის ფერი რომ ეწეროს კარგი იქნებოდა,მე ძალიან მომწონს…ეს გვერდიც კარგ ფერშია გაკეთებული:)

  15. ეს სტატია,რაც დევს შენს ბლოგზე,ლევან,ძალიან მცირეა,ზედმეტადაც კი,რასაც ფერის აღქმის ფსიქოლოგია ქვია.ეს საკითხი ფაქტიურად შეუსწავლელია და სწორედ ამიტომ ავიღე ჩემი კვლევის საგნად და ვწერ დისერტაციასწორედ ეს გახდა მიზეზი,დამეწყო მუშაობა ამ საკითხზე და ამჟამად კიდევ ლიტერატურის მოძიების პროცესში ვარ.თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი,იცით რამე,წაგიკითხავთ ლიტერატურა,დზალიან გთხოვთ,მომწერეთ,ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს.დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
    mari-turmani@mail.ru

  16. ფერებია :წითელი,ნარინჯისფერი,ყვითელი,მწვანე,ცისფერი,ლურჯი,იისფერი.დანარჩენი ტონალობებია.სინატლე არის თეთრი და ლინზაში გავლისას იშლება შვიდ ძირითად ფერად,რომლებიც ჩამოგითვალეთ.შავი ფერი არაა,შავი ტონალობაა,ტონალობასა და ფერს შორის დიდი განსხვავებაა,ტონალობა არის ორი ან მეტი ფერის ნაერთი.ესეც ისე,ცნობისათვის.

  17. ,,ადამიანი ოთხთა ბუნებათაგან:ქარის,ცეცხლის,მიწისა და წყლისაგან არის შედგენილი,რომელთაგანაც ქარი შობს სისხლს,ცეცხლი-კვერცხის გულს,ანუ ნაღველს,მიწა-სევდასა და წყალი-ბალღამს,შესაბამისად მათთვის დამახასიათებელი ფერებით,როგორიცაა:წითელი,ყვითელი მწვანე და თეთრი.ამ ოთხი ფერის ერთიან ქსოვილში განივტებულია ადამიანის სული და სხეული და ვიდრე ეს ოთხი ფერი სრულ ჰარმონიაში იმყოფება ერთმანეთთან,ადამიანიც სრულიად ჯანმრთელია.მაგრამ საკმარისია დაირღვეს ეს ჰარმონია,რომ სხეულში თავი იჩინოს ავადმყოფობამ,ანუ მოხდეს ჯანმრთელობის დისჰარმონია,უფრო სწორად, ,,სხეულის შინაგანი უკანონობა”.”
    ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი

  18. სტატიები ძალიან საინტერესო თემას ეხება, მაგრამ შინაარსი არადამაჯერებლად ჟღერს რატომღაც, მე როგორც ერთერთი თქვენი მკითხველი, თავს ნებას მივცემ რჩევა შემოგთავაზოთ..
    ვარაუდის გამომხატველი სიტყვები, როგორიცაა – ‘ასე მახსოვს’ ‘ტაბულა დამეკარგა და შემდეგ აღვიდგინე’, ‘ მე ასე მგონია’ სა სხვანი—ჯობია საერთოდ ამოიღოთ სტსტიებიდან, რადგან ინპორმაციის სისწორეში ეჭვებს ბადებს და არარსერიოზულს ხდის ამ მეტედ საინტერესო და მიმზიდველ თემებს :) თქვენი სტატია უკვე ნიშნავს რომ თქვენ ასე გახსოვთ და ასე გგონიათ :)და საუბრის ეს თავმდაბლურ- მეგობრული ტონი სხვა სიტყვებითაც შეიძლება შევცვალოთ..:)
    იმედი მაქვს სწორად გამიგებთ ამ პატარა შენიშვნას და საწყენად არ მიიღებთ.
    გისურვებტთ წარმატებებს :)))

  19. აუცილებლად გავეცნობი გოეთეს პერთა თეორიას მანამდე კი გეტყვით რომ დალიან საინტერესო საიტია ჩემთვის დდალიან უცნობ თემებზე იყო საუბარი და რაც იმედია გამომადგება

  20. აუ ცხოველების სჰედარებებზეც დადეტ რა რამე რომელი ცხოველი რას გამოსახავს.:)ეს სტატია კარგია მომეწონა:):)

Leave a comment Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.