Author:admin

სიცრუის თეორია (BODY LANGUAGE)

“Lie To Me” ანუ “მომატყუე” ანუ “სიცრუის თეორია” – ეს არის სერიალი რომელიც, დაფუძნებულია სიცრუის თეორიაზე, მიმიკების და ჟესტების დახმარებით მის ამოცნობაზე. მინდა გითხრათ რომ საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი სერიალია და რაც მთავარია თქვენ შეგიძლიათ ამ სერიალის მეშვეობით ისწავლოდ ადამიანის მიმიკის და ჟესტების მიხედვით ამოცნობა, ანუ როდის გატყუებენ, ნერვიულობენ, უხარიათ და ა.შ. ამ სერიალის ყურების შემდეგ, მეც დამაინტერესა ამ სფერომ და გადავწყვიტე გუგლისთვის მიმემართა, ვნახე ბევრი საინტერესო მასალა, გავეცანი და გადავწყვიტე  ეს თეორია ქართულ ენაზე შემოგთავაზოთ. ამ თეორიაზე ინფორმაცია, რამდენიმე […]

Continue Reading

პეპლები (Butterflies) – ფოტოსერია

გთავაზობთ ჩემს მიერ გადაღებულ პეპლების ფოტოსერიას და იმედია მოგეწონებათ:) მომავალშიც ვაპირებ ასეთი სერიების დადებას… ველი კომენტარებს… გამიხარდება თითოეული თქვენთაგანის გამოხმაურება! :)

Continue Reading

საუკეთესო სარეკლამო რგოლები

გთავაზობთ რამდენიმე ჩემს ფავორიტ რეკლამას, რომელიც ვნახე ამ ორი კვირის მანძილზე ტელევიზიაში, გადაცემის (პილოტი) კეთების დროს. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.იმედია მოგეწონებათ. გაგრძელება იქნება…. Dannon commercial video in Georgia 1977 (ამ ვიდეოსთვის მადლობა გოგა მაისურაძეს) San Francisco Jazz Festival Santec – security cameras Monster.com “Doubletake” – Official Super Bowl Ad Sony Bravia Paint Ad Intel – Our Jokes Aren’t Like Your Jokes…

Continue Reading

შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

ამ დღეებში წავაწყდი/მანახეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელებიც თავისი დახვეწილი შავი იუმორით გამოირჩევა და ნამდვილად ტოვებს თითოეულ მაყურებელს შთაბეჭდილების ქვეშ. გადავწყვიტე რამდენიმე მათგანი ახლა ამ პოსტში შემოგთავაზოთ და თქვენც გაგაიზიაროთ.ზოგმა შეიძლება ისე იცინოს რომ ტირილისგან ვერ განასხვაოს ან პირიქით :D მაგრამ ფაქტია რომ გენიალურია! 1. Tune For Two (რეჟისორი Alfa Primo) თამამად შემიძლია ვთქვა რომ, ეს არის ერთ-ერთი გენიალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი! 2011 წლის ერთ-ერთი “ბესტ”! თითქმის 3 წუთში ჩანს მთელი ის ისტორია რომელიც სხვა ფილმებში საათობით იწელება ხოლმე, ყოველ ყურებაზე […]

Continue Reading

გასაუბრება და ფსიქოლოგია

ალბათ  ყველას თავის დროზე უჩნდება მოთხოვნილება ჰქონდეს საკუთარი ფული, შესაბამისად უნდა რომ ჰქონდეს სამუშაო და იყოს წარმატებული ადამიანი, თუმცა წარმატების ფორუმლა ყველა ადმიანისთვის ინდივიუალურია და ამას ვერავინ გასწვალით და ვერც ვერსად წაიკითხავთ. ხშირად შეხვდებით ისეთ ადამიანს რომელიც თავის პროფესიით არ მუშაობს, უფრო მეტიც, ეს სამუშაო მისი ხასიათთანაც კი არარის ახლოს, თუმცა ის ამ საქმეს მაინც აკეთებს. რისი ბრალია ეს? გაუნათლებლობის? უიღბლობის? სიზარმაცის თუ უბრალოდ ინტერესის? ნებისმიერი ამ მიზეზთაგანი შეიძლება იყოს, ერთი-მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა ყველა ადამიანს უნდა რომ იმ პროფესიით […]

Continue Reading

Sex For Two Person

თავიდან სანამ წერას დავიწყებდე ამ თემაზე გეტყვით რომ, რასაც აქ წაიკითხავთ არის ნაწილობრივ ჩემი სუბიექტური აზრი, ნაწილობრივ კი იმ ლექციის შედეგი რომელსაც დავესწარი ადრე და რაც გამახსენდება დავწერ. მართალია დღეს უფრო აქტუალურია ჩვენი საზოგადოების განათლების საკითხი იმედის სიუჟეტს ვგულლისხმობ, მაგრამ დიდიხანია ეს პოსტი უნდა გამომექვეყნებინა და დღეს გადავწყვიტე მექნა ეს. საინტერესოა ადრე, აი ჩვენი ბებიები და ბაბუები რომ ჩვენხელები იყვნენ, როგორ კავდებოდნენ სექსით, მაშინ ხომ ეს აქტი ფაქტობრივად მოვლენად ითვლებოდა. ჩემი აზრით მაშინ სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით ხდებოდა და […]

Continue Reading

უხილავი ძაფების სამყარო

ხანდახან მარტივ სიტყვებში რამხელა ემოცია შეიძლება იდოს…  იმ დღეს სამარშუტო ტაქსში შევესწარი დედა-შვილის ერთი შეხედვით ტრადიცულ და მარტივ დიალოგს. დედა შვილის რვეულს ნახულობდა, რომელშიც შესრულებული დავალება ეწერა, რომელიც მასწავლებელს ანახა და  10-იანიც მიიღო. ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო მაგრამ, დედის სიტყვები რომელიც მან შვილს უთხრა, ერთ-ორად ემოციურად ჩამესმა. დედა: კარგი ბიჭიხარ, შენი იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში , ძალიან გამახარე… ნუთუ ეს შუადღეს ნამღერი/ნათქვამი “იავნანა” არარის? რომელმაც ბავშვს სახეზე ღიმილი დაუტოვა, თვალები კი ღამის ლამპიონებივით აუნთო… ამ დიალოგში მნიშვნოლოვანი […]

Continue Reading

საათის ისრები

ეს დღე კარგად მახსოვს, 13 თებერვალი, როდესაც მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მასაც იგივე ეთქვა, უბრალოდ დუმილი და ჩახუტება არჩია… თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა… მაშინ ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში და ამიტომ მეც დუმილი და ჩახუტება ვარჩიე. დამშვიდობებისას ვუთხარი რომ 14 თებერვლისთვის გეგმები მქონდა და მინდოდა მენახა, შევახსენე სადაც უნდა მოსულიყო და რა დროსაც… დამთანხმდა და მეც გახარებული წამოვედი სახლში. გზაში მის პასუხზე ვფიქრობდი, ძალიან მიკვირდა, თუმცა ვცდილობდი რომ ამ პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მაგრამ ძნელი […]

Continue Reading

ტყუილი (+გამოკითხვა)

იცით მე პორშე მყავს, მაქვს სახლი კარიბის კუნძულებზე, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ საკუთარი თვითმფრინავით და მერე ერთი თვე ვცურავ ჩემი იახტით ოკეანეში… ალბათ პირველივე სიტყვებიდან მიხვდით რომ ეს ტყუილი იყო და მხოლოდ კომპიუტერის მონიტორს თუ დავაჯერებ რომ მართლაც მაქვს ეს ყველაფერი, თორემ კლავიატურაც კი არ მიჯერებს : ) ეს იმ ტყულების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანს არავის აყენებს და უფრო ოცნებაში გადავარდნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მატყუარა და ბოროტი ადამიანის. ხანდახან ტყუილით შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენო, ხანდახან კი პირიქით მას გაუფრთხილდე […]

Continue Reading