Author:admin

ბლოგი მოგი ხალხი და ექსკურსიები

ესეიგი რამდენიხანი პოსტი არ დამიწერია…. ძალიან, ძალიან დიდიხანია მაგრამ, ახლა შევუდექი წერას და ვერაფერი გამაჩერებს, ვერც წვიმა, ვერც ქარი და ვერც მიწისძვრა :)  ახლა მინდა დავწერო თემაზე, რომელიც ამ ერთი თვის მანძილზე ჩემს ყოველდღიურ განრიგში აქტუალური იყო. ეს ბოლო ერთი თვეა თითქმის ყოველდღე ვხვდებით ბლოგერები, გავურბივართ ქალაქის სიცხეს და აურზაურს, ხანაც უბრალოდ ვზივართ სადემე გარე კაფეში და ვსვამთ ლუდს, თუმცა ამ შეხვედრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ბლოგერების პირველი ექსკურსია იყო, რომელიც მანგლისში მოეწყო.

Continue Reading

თითქმის დაუჯერებელი

  გთავაზობთ ძალიან სახალისო და საინტერესო ამბებს, რომელიც  შევაგროვე სხვადასხვა საინტერესო საიტებიდან, ვთარგმნე და გთავაზობთ :) ასე რომ მოემზადეთ და გავხალისდეთ, თანაც საინტერესო ინფორმაციაც მოვიპოვოთ :) იმედია ცოტა მაინც გაგამხიარულებთ, ხოდა მერე კომენტარებიც დატოვეთ მოგეწონათ თუ არა :D

Continue Reading

“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა)

“სიკვდილი”   სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც,  თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ? სად  მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ !

Continue Reading

ინტერვიუ Eastern Promotion-თან (+გამოკითხვა)

ალბათ ყველამ შეატყო, რომ ჯაზ კონცერტებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი ჯაზ შემსრულებლები, ეწყობა ჯაზფესტივალები, როგორც თბილისში ისე ბათუმში, ერთი სიტყვით საქართველო, გემოვნებიანი მუსიკის საღამოების ეპიცენტრშია, სადაც ყველა  ჯაზ მსმენელის და არამარტო მათი ოცნებები სრულდება და ცოცხლად უსმენენ მაღალი კლასის მუსიკას. მოგეხსენებათ რომ ამ კონცერტების ორგანიზება, ოდიდგანვე კომპანია „Eastern Promotion“–მა ითავა და დღემდე შესანიშნავად ართმევს თავს! მათი ორგანიზებით საქართველოს მრავალი  პოპულარული ჯაზ შემსრულებელი ესტუმრა და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.

Continue Reading

ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა)

დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.

Continue Reading

Gregory Colbert – ბიოგრაფია და შემოქმედება

დიდიხნის წინ წავაწყდი ამ პიროვნების შემოქმედებას, რომელიც მიმაჩნია რომ შედევრია! ცხოველების და ადამიანების მეგობრობა და მათი დამოკიდებულება ამ ფოტოებში ძალიან კარგად არის გადმოცემული. ამვდროულად ძალიან ემოციური ფოტოებია და რაღაცნაირად გამშვიდებს ადამიანს! გთავაზობთ ამ პიროვნების მოკლე ბიოგრაფიას და რათქმაუნდა მის ფოტოებს. კომენტარებში ემოციები თქვენზე მომინდია, იმედია ამ უკანასკნელს არ დაიშურებთ და არ დაიზარებთ :)

Continue Reading

ინტერვიუ სიყვარულთან

მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე. Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?

Continue Reading

ფოტოთი ნათქვამი ამბავი (ჩანახატი)

ისევ მარტო ვართ მე და ოცნება ჩემი…  

Continue Reading

იმედი VS რუსთავი2 (მიმოხილვა) – (გამოკითხვა)

თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სათაურის წაკითხვის შემდეგ რაც პირველად თავში გაგვიელვებს სერიალი “შუა ქალაქშია”. ალბათ დამეთანხმებით რომ ყველაზე პოპულარული, სადა იუმორითა და თავისი კარგი სცენარით გამორჩეული სერიალია, რომელიც ამდენიხნის მანძილზე გადის იმედის არხზე და პოპულარობას დღემდე არ კარგავს!  საერთო ჯამში დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა კოლექტივმა ძალიან კარგი სატელევიზიო პროდუქტი შესთავაზა ქართველ მაყურებლებს ამ სერიალის სახით! ალბათ ერთადერთი ნაკლი რაც არის ამ სერიალის ცოტა არიყოს და იუმორის ჩახვევა ანუ რაღაცა გარკვეული ფრაზების და სიტუაციების რამდენიმე სერიაში გამეორება, რაც პირადათ უკვე მე […]

Continue Reading