როგორ ამოვიცნოთ ადამიანი სახის ნაკვთებით

ხომ ვამბობდი იმდენიხანია არ დამიწერია პოსტითქო რომ ახლა ერთიანდ მივაყარე. ხოდა გადავწყვიტე კიდევე ერთ საინტერესო თემას შევეხო, რომელიც დააინტერესებს თითოეულ მკითხველს. ეს გახლავთ სახის ნაკვთების მიხედვით ადამიანის ამოცნობა, რომელიც ერთ ადამიანს მეორე ადამიანის გაცნობაში ძალიან დაეხმარება ანუ გარკვეული წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ მეორე ადამიანის სახის ნაკვთების მოყვანილობის და ა.შ. მეშვეობით. მაშ ასე  გადავალ პირდაპირ თითოეულ ნაკვთზე:)

ცხვირი
ცხვირის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანის კეთილსინდისერებაზე, გამჭრიახობაზე,სიძლიერეზე და ა.შ. ცნობის მოყვარე ადამიანს ძირითადათ ცხვირი აპრეხილი (კურსნოსა) აქვს. ასეთი ხალხი ყოველთვის სვამს უამრავ კითხვას და ცდილობს გაიგოს გარშემო მყოფთა საიდუმლოებები. ასეთი ცხვირის მქონე ხალხი ძირითადათ ან ადვოკატები არიან ან გამომძიებლები. ეჭვიან ადამიანებს ძირითადათ ცხვირის წვერი აქვთ ჩამოგრზელებული, თითქოს ცხვირს ედებაო. ასეთი ცხვირის მფლობელი ადვილად იცნობს ადამიანის ჩანაფიქრს, მოტივაციას და საქცილეს. ფარული ხასიათების მქონე ხალხის ცხვირი თვალებს შორის თავის სიდიდით გამოირჩევა (იგულისხმება სიგანე). ასეთი ხალხი კარგად მალავს თავის ხასიათს და ჩანაფიქრს.

ნიკაპი
ოდნავ წინ გამოწეული და შუაში ჭრილის მქონე ნიკაპი ლაპარაკობს იმაზე რომ, ამ ადამიანს სურს იყოს ყველასთვის სასურველი და საყვარელი. ასეთი ნიკაპი ძირიტადათ სახეს დელეკატურობას ძენს. ოდნავ ვიწრო და მეტნაკლებად კვადრატული ნიკაპის მქონე ადამიანებს აგრეთვე უნდათ რომ იყვნენ სასურველები, ასეთი ნიკაპი ძირითადათ გვხვდება ქალებში რომლებიც ცოლად შეიძლება გაყვნენ ისეთ მამაკაცს, რომელიც არც მდიდარია და არც ძალიან ჭკვიანი, თუმცა შეუძლია ძლიერ სიყვარული. ფართო და მეტნაკლებად კვადრატის ფორმის მქონე ნიკაპის მამაკაცები, არიან ვნებიანები, თუმცა ძალიან ეჭვიანები და არასანდოები არიან.

თვალები და წარბები
ითვლება რომ ადამიანები რომლებსაც ფართო თვალის ჭრილი აქვთ, ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად, ისინი გამოირჩევიან ცოცხალი ემოციებით, რასაც ვერ ვიტყვით ხალხზე რომლებსაც ვიწრო თვალის ჭრილი აქვთ. ადამიანს რომელსაც თვალების განლაგება აქვს შორი-შორს, ძირითადათ მუშაობენ ტექნიკასთან.

თუ მარჯვენა წარბი საფეთქლის მხარეს დახრილია ქვევით, მაშინ ეს ადამიანი ძალიან კეთილსინდისიერი და გულისხმიერია. თუ მზგავსად დახრილია მარცხენა წარბიც, თქვენს წინაშია პატივსაცემი პიროვნება.

საიმედოა პიროვნება რომელსაც მარჯვენა წარბთან აქვს ნაოჭი, იგივე ნაოჭი თუ აქვს მარცხნივ, მაშინ ეს ადამიანი ენთუზიაზმით არის სავსე.

ტუჩები
თუ ადამიანს ზედა ტუჩი აქვს გამობურცული ისე რომ თითქმის ცხვირს წვდება, ესეიგი ამ ადამიანს უყვარს კომფორტი და უპრობლემო ცხოვრება.

თმები
მძიმე და სქელი თმების მქონე ადამიანები ძირითადათ ძალიან ტემპერამენტულები არიან. ხშირად მოსდით გაუგებრობა და აურზაური.
მუქი და ხვეული თმების პატრონები გამოირჩევიან სულგრძელობით, მაგრამ გაწეწილი თმების მქონე ადამიანები პირიქით. რბილი, სწორი და დამჯდარი თმების მქონე პიროვნებები ძირითადათ გამოირჩევიან ყურადღებიანობით და არიან ძალიან ალერსიანები. თხელი და მტვრევადი თმების მქონე ხალხი, ასეთივე ბუნების მატარებლები არიან როგორი თმებიც ააქვთ.

არვიცი ეს ინფორმაცია რამდენად გამოგადგებათ, მაგრამ რაც ადრე ვისწავლე, ახლა ვანახე ჩემს რვეულში ჩაწერილი და გადავწყვიტე დამეწერა აქ :)

Prev ბლოგი მოგი ხალხი და ექსკურსიები
Next ბლოგერების ექსკურსია №2 (ჩარგალი)

8 Comments

  1. მაგარიააა ბევრი რამ დაემთხვააა… :))

  2. საკუთარი თავი მაინც ვერ ამოვიცანი :))

    ერთი, ცხვირის წვერი მომხვდა თვალში და ეჭვიანები არიანო. ჰმ, ეს არ ვიცოდი, ალბათ ვარ :D

  3. ოდნავ წინ გამოწეული და შუაში ჭრილის მქონე ნიკაპი ლაპარაკობს იმაზე რომ, ამ ადამიანს სურს იყოს ყველასთვის სასურველი და საყვარელი. ასეთი ნიკაპი ძირიტადათ სახეს დელეკატურობას ძენს

  4. თხელი და მტვრევადი თმების მქონე ხალხი, ასეთივე ბუნების მატარებლები არიან როგორი თმებიც ააქვთ

  5. ძალიან მომეწონა პოსტი….ვაღიარებ ჩემი თავი ნაწილობრივ ამოვიცანი…განსაკუთრებით ცხვირით…ყოველთვის მსურდა (ახლაც) გამომძიებლობა…. :) …

    {ცნობის მოყვარე ადამიანს ძირითადათ ცხვირი აპრეხილი (კურსნოსა) აქვს. ასეთი ხალხი ყოველთვის სვამს უამრავ კითხვას და ცდილობს გაიგოს გარშემო მყოფთა საიდუმლოებები.( თუმცა საიდუმლოს ვინმე თუ მიმხელს,რომც მაწამე მაინც არ ვიტყვი….იმდენი საიდუმლო ვიცი, წლებია ვინახავ და სამარემდე გავიყოლებ,ვოტ!) ასეთი ცხვირის მქონე ხალხი ძირითადათ ან ადვოკატები არიან ან გამომძიებლები………..ფართო თვალის ჭრილი აქვთ, ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად, ისინი გამოირჩევიან ცოცხალი ემოციებით….თუ მარჯვენა წარბი საფეთქლის მხარეს დახრილია ქვევით, მაშინ ეს ადამიანი ძალიან კეთილსინდისიერი და გულისხმიერია…………მუქი და ხვეული თმების პატრონები გამოირჩევიან სულგრძელობით}…………………….> აი ასე :)))

  6. მძიმე და სქელი
    მუქი და ხვეული
    ასევე გაწეწილი თმებიც მაქვს :D საინტერესო ტიპაჟი გამოვდივარ :)

    კარგი პოსტია
    respects

  7. საინტერესოა ნადმვილად, ბევრი რამე სწორია

Leave a comment Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.