Sainsbury-ის საშობაო რეკლამა რომელიც რეალურ მოვლენას ეფუძნება

11/18/2014

ბრიტანეთში არსებულმა სუპერმარკეტების ქსელმა “Sainsbury”-მა “The Royal British Legion”-თან თანამშრომლობით, გადაიღო სააშობაო  რეკლამა, რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება. ეს ამბავი გახლავთ 1914 წლის შობის დღის ისტორია, როდესაც ინგლისელმა და გერმანელმა მეომრება, რამდენიმე საათით დაივიწყეს ყველა პრობლემა და გამოვიდნენ ბრძოლის ველზე ფეხბურთის სათამაშოთ, ამის შემდეგ გაცვალეს საჩუქრები და ისევ თავიანთ საბრძოლო ბანაკებს დაუბრუნდნენ. ამ სარეკლამო რგოლის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გახლავთ “Christmas is For Sharing”.

“Sainsbury” სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტმა გადაწყვეტა რომ, შოკოლადი რომელიც ნაჩვენებია ვიდეოში, ზუსტად იგივე შეფუთვით, საშობაო პერიოდში ფასდაკლებით გაყიდოს და შემოსული თანხა თლიანად მოახმაროს “The Royal British Legion”-ის მეომრებს და მათ ოჯახებს.

ალბათ დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საშობაო სარეკლამო რგოლია, რომელიც დარწმუნებული ვარ გაამართლებს თავის მიზანს. უყურეთ სარეკლამო რგოლს, შემდეგ კი ნახეთ მეორე ვიდეო სადაც სრულად მოთხრობილია ამ დღის ისტორია.

2172 სულ 1 დღეს