“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა… (+გამოკითხვა)

“სიკვდილი”   სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც,  თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ? სად  მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ !

ამ პასუხს ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, მაგრამ ხომ იცით ადამიანები რა ცნობის მოყვარეები ვართ, ყველას ახლა უნდა პასუხი და ამის გამო მზად არის ეძიოს ყველგან და ყველაფერში, რაც მიუწვდომელია ან რთულად მისაწვდომი. ეს ფენომენი “სიკვილი” ფიზიკური და ქიუმიური კუთხით მეცნიერებმა კარგახანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად ეს საიდუმლოდ რჩება, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ “სიკვდილის” მერე ხდება ხელმისაწვდომი. კითხვა რომელიც ხშირად შეიძლება გაიგონოთ სხვადასხვა ადმიანთან ამ თემაზე საუბრის დროს არის: გეშინია “სიკვდილის”?   ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ, ადამიანი მთელი სიცოცხლი განმავლობაში იმდენ სიხარულს და ბედნიერებას გამზიარებელია, რომ ძნელია იფიქრო იმაზე თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდია, რომ არიცი რა იწყება ამის მერე.

ზუსტად ეს “არცოდნა” და მასზე ფიქრი ადამიანს სულიერად ანადგურებს. ადამიანი მაშინ არის მშვიდად როდესაც იცის რახდება , როგორც კი მომავალზე იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: რა იქნება? როგორ იქნება? როდის იქნება? ზუსტად ამ დროს იწყება სულიერი არეულობა და გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ასეა “სიკვდილზე” ფიქრის შემთხვევაშიც, ტოვებ ამ წუთისოფელს და არ იცი საით მიდიხარ, ეს უფროა ადამიანის შიშის მიზეზი, ვიდრე თავად სიკვდილი ასე მგონია მე! უბრალოდ არ ვიცი ეს ინსტიქტია თუ სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გვიცემს გული და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები, სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რაიქნება ხვალ, ზეგ ან მერე… მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო მომენტი ამ ცხოვრების და დავტკბეთ ამით, სჯობს ნუ ვიფიქრებთ “სიკვდილზე”! Jean de Labruyère: აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.

ფრიად ბრძნული სიტყვები და 100%–ით ზუსტი! უბრალოდ “იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელიGabriel Garcia Marquez. მართალია რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელია! შეუძლებელია მხოლოდ “სიკვდილს” აარიდო თავი, თუმცა ეს მხოლოდ ხორციელი სიკვდილია და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ანუ გარდაცვალება! ისე ხანდახან “მეცინება”, როდესაც ადამიანს სიკვდილის მერე უფრო აფასებენ, ვიდრე ცხოვრებაში, სასაცილოა ნამდვილად, სატირალი რომ არიყოს. მომინდა ასე მოკლედ მესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ გუშინ ზუსტად ამაზე ჩავფიქრდი და იმდენად დავიგრუზე რომ დასაძინებლა წავედი იქნებ გადამავიწყდესთქო..  გისურვებთ ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ამ ქვეყნად მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს!

[polldaddy poll=2997439]

Prev ინტერვიუ Eastern Promotion-თან (+გამოკითხვა)
Next თითქმის დაუჯერებელი

47 Comments

  1. ძალიან საინტერესო თემაა ნამდვილად გეთანხმები ყველაგერში რაც დაწერე და ფრიად საინტერესო იყო !!
    არასდორს არ უნდა იფიქრო სიკვდილზე :)
    სულიერად აყენებ შენ თავს ძალიან დიდ ზარალს ! მიხარია ასეთი გამოკითხვა რომ ვიხილე ამ საიტზე !! ყოჩაღ !

    • იციით რა მაპატიე მარამ არ შემიდზლია დაგეთანხმო იცი რატოომ ?? ჩემი აზრით რაც ხშირად დაფიქრდები ამ საკიხზე მით უფრო მიეჩვევი.ჯემალ ქაჩხაძე წერლ ,,რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის ჩვენ ხომ ექსკურსიაში ვართ დროში და რა ჯობს ამდენწლიანი წანწალის შემდეგ სახლში დაბრუნება??რა თქმა უნდა არაფერი ჩვენ ხომ იქედან მოვედთ სადაც მივდივართ???? მე არ მეშინია სიკვდილიიის საერტოოდ იმიტომ რომ ბევრს ვფიქრობ მასზე და მივეცჰვიე…

  2. რთულია ლევან რათქმაუნდა სიკვდილზე ფიქრი.. ერთო რაც არ მინდა “უმიზეზოდ” მოვკდე.. აი ერთი ადამიანის გულისთვის გავრისკავდი :D:D:D:D

  3. ჩემი აზრით სიცოცხლე არის და ცოცხალი ხარ ადამიანი თუ; გცნობენ, უყვარხარ, პატივს გცემენ თუ კარგი ადამიანი ხარ, გაგაჩნია სხვა უამრავი კარგი თვისება!! და თუ ასეთები ვიქნებით ჩათვალე არასდროს მოკვდებით!!!

  4. სული არსად არ მიდის როცა ადამი მოკვდა ბიბლიაში ნათქვამია რომ მიწა იყო და მიწადვე იქცა ანუ სული არ განაგძობს არსად არსებობას, თუ ადამიანის სული განაგრძობს არსებობას მაშინ გამოდის რომ სიკვდილი არ არსებობს. ეს საკითხი ბიბლიის ღრმად გამოკვლევას საჩიროებს სადაც ნათლად ჩანს ღვთის აზრი ამ საკითხზე

  5. მე კიდევ სიკვდილი უფრო მინდა! რა უნდა ქნა როცა საყვარელ ადამიან დაკარგავ? ელოდო სანამ მოკვდები შენც მოკვდები, რომ საიქიოში ნახო? თავს მოიკლავ და…

  6. ჩემი აზრით, არანაირი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ არ გრძელდება კვდები და წერტილი, ადამიანი კი ჩემი აზრით მაშინ კვდება როცა სწავლას ანუ განვითარებას წყვეტს : )

  7. ადამიანის სხეული მიწაა და ის მიწადვე გადაიქცევა სხეული კვდება სული კი გარდაიცვლება დაგანაგრძობს ცხოვრებას ზეცაში… ჩემი აზრით ჯერ ყველა ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში განიწმინდება სული მისი ხორციელი წამებით და მიდის ზეცაში.და როგორც უფალი ამბობს მთელი დედამიწის სიმდიდრეც კი არ არის ერთი ადამიანის სულის ფასი მე ამის მჯერა და ამის ჯეროდათ წმინდანებსაც რომელთაც დაამარცხეს ხორციელი ტკივილი.და ერთერთი წმინდანის თქნით ადამიანს უნდა უხაროდეს როდესაც ღმერთი ამგვარ განსაცდელს უგზავნის, რადგან ვისაც გამოცდილი აქვს სულიერი ტკივილი ხორციელი მტკივილი ნეტარებაა მათთვის,

  8. სიკვდილზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ? მაინც და მაინც შიშით ხომ არ უნდა ვიფიქროთ? საინტერესოა იმის წარმოდგენა რა იქნება მერე.

    პოსტი მომეწონა, თუმცა შენ რას ფიქრობ, რა იქნება მერე, ეგ ვერ დავინახე. არც ის რჩევა მომეწონა, სიკვდილზე არ იფიქროთო. :D

  9. იცი, სიკვდილის შიშს მე ორ კატეგორიად ვყოფ;
    1: ვაი, მოვკვდები და “იქ” რა იქნება არ ვიციიიიი
    2: ვაი, მოვკვდები და “აქ” აღარ ვიქნებიიიიი
    და ისიც ვიცი, რომ ნებისმიერი შიში საბოლოოდ სიკვდილის შიშამდე დადის, ანუ თუ ობობის გეშინია, ბოლომდე რომ გაიფილტრო, მიხვდები რომ იმიტომ გეშინია, რომ მისმა ნაკბენმა შეიძლება მოგკლას.
    აუ, დუმბაძეს უწერია უუუმაგრესი ფრაზა “ნუ გეშინია. დედა”-ში: სიკვდილის ყველას უნდა ეშინოდეს, ვისაც არ ეშინია, ცხოველიაო.
    პ.ს. მე კიდე პოლში “არა”-ს დავაკლიკე :)))

  10. სიკვდილი ყველაზე ცუდი გამოგონებაა რაც ამ ქვეყნად მინახავს, რეალურად სამყაროს ტოვებ.. მაგრამ ყველაზე საშინელებაა, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეც სანატრელი გიხდება?! ალბათ……………..

  11. როცა ადამიანს ისე გასდის ცხოვრება რო თავის ჭეშმარიტ მეორე ნახევარს ვერ პოულობს ეს სიკვდილზე უარესია და ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია და არ მაინტერესებს მერე რა იქნება

  12. არარსებობს ადამიანი რომელსაც გულის სიგრმეში სიკვდილის არ ეშინია!

  13. დადამიწაზე ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია ნამდვილი სიცოცხლე გარდაცვალების მერე იწყება ,მთავარია აქედანვე ვიზრუნოთ ჩვენი სულის გადასარჩენად..

  14. გეტანხმები მაგრამ მე სულ სხა პრობლემაზე ვფიქრონ ჩემი აზრით სხა ახლო ადამიანის სიკვდილი უფრო მტკივნეულია

    • და თანაც იმის შიში თუ სად მოხვდები

  15. დაგეგმილი სიკვდილი თუ გაგიგიათ? :–) მთავარია საკუთარ თავში იპოვო აზრი, თუ რის გამო კვდები, ამის მერე არც ისე რთულია,,, ხვდები რომ ეგ მისია უნდა შეასრულო,, სიტყვაზე მე, იმ გზაზე უფრო ვფიქრობ, რომლის გავლაც სულს მოუწევს სამოთხემდე ან ჯოჯოხეთამდე მისასვლელად, თორემ მერე ყველაფერი კარგად იქნება,, დაა თუ მართლა ადამივით მხოლოდ მიწად ვიქცევით, ეგ საუკეთესო ვარიანტია :–))))

  16. თვითონ პროცესი ტეხავს(პოპულარულ ენაზე),გამოკითხვას დავამატებდი რამოდენიმე კითხვას…

  17. სიკვდილზე უნდა ვიფიქროთ,მარა ისე არა ნერვოზი რომ დაგვემართოს არიქა ხვალ მოვკვდებიო.უბრალოდ უნდა ვეცადოთ ერთმანეთს სიცოცხლე არ გავუმწაროთ და რითიც შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს….

  18. სიკვდილის ყველას ეშინია, მე კი არა!!! ,რადგანაც იმ ყველას არ ვეკუთვნი, და რატომ ეშინიათ? მათივე ცხოვრების გამო. მე არ მეშინია იმიტომ რომ არ მეშინია ცხოვრების…

  19. სიკვდილის ისე მეშინია სიცოცხლეზე ფიქრისტვის ახარ მცალია,არადა 24 ცლის ვარ ჯერ.წელიწადი და 2 ტვე ვიმკურნალე ბატონ ზურაბ ბერიასთან ასათიანზე მაგრამ მაინც ვერ მოვიხსენი ამის შიში და ვეთანხმები ამ აზრს სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.იქნებ რამეთი დამეხმაროთ დზაან გთხოვტ

    • dzvel egviptelebs miachndat ro adamiani gardacvalebis shemdeg miwisqvesha nilosis navshi chajdeboda da mzis anu ras dabadebastan ertad isev ishveboda …. chven yvelani gardavicvlebit da winaswar amaze piqrit gonebis gadatvirtva da zedmeti tavsatexis gachena araa sachiro…sheecade cxovrebit datkbe da ar ipiqro ra iqneba xval .iqneba tu ara martlac samudamo gardacvaleba…yvelas gqoniat darwmunebuli var iseti momenti roca is rasac aketeb adrec gagiketebia…wina cxovrebis pragmentebi cocxldeba adamianshi ramodenime wamit…. maias tomis beladebima iwinaswarmetyvela rom 2011 wlis dasasruls da 2012 wlebistvis mocdeba iseti ragac rasac kacobriobis ganadgureba sheudzliao…. bibliashic weria rom meored mova ieso qriste adamianta dasaxmareblad rom ar ganadgurdes kacobriobao….. nu geshiniat sikvdilis gardauvali paqtia da adre tu gvian yvelas mogvakitxavs sheveguot ro dadgeba dge da chven agar viqnebit ,,ase upro gagviadvildeba cxovrebac da bednieri wutebic upro meti gveqneba…

  20. სიკვდილი არაა დასასრული არამედ ბრუნდები იქ საიდანაც მოხვედი და შენი სხეული უბრუნდება მიწას რადგან მიწისგან შექვმნა უფალმა ჩვენ ხოლო სული ჩვენი მიდის ზეცაში და იქ პოვებს გზას მართალსა და წმინდა ცხოვრებისა.

  21. თუ ვინმეს სურვილი აქვს ამ თემაზე საუბრის დამიკავშირდეს ამ ნომ. 557-39-93-19

  22. ყველაზე საინტერესო და სასარგებლო თემა იყო ძალიან მომეწონა. :*

  23. ძალიან მომეწონა ეს მსჯელობა,ბევრია სიკვდილის შიშით შეპყრობილი,ეწურებათ მომავლის იმედი და იმ საზარელზე ფიქრში ავიწყდებათ რომ უნდა იცხოვრონ! უნდა დატკბე სიცოცხლის ყოველი წამით,დაე სიკვდილს ეშინოდეს ჩვენი ბედნიერების! გაიხარეთ და იბედნიერეთ,ყველაფერი კარგად იქნება!

  24. რა გჭირთ ხალხო, რა თვალებს იბრმავებთ, რა რელიგია , რა ღმერთი, რა სატანა, ჯოჯოხეთი და სამოთხე. ჩვენ ვართ უბრალო ცხოველები , რომლებიც სიკვდილის მერე უბრალოდ გავიხრწნებით და ჩვენი დაშლილი მაკრომოლეკულებისაგან ახალი ორგანიზმები და სიცოცხლის სხვა ფორმები წარმოიშვება საუკეთესო შმთხვევაში! არ არსებობს არც ღმერთი და არც ეშმაკი. ვართ მარტო ჩვენ და სამყარო (ჩვენ თვითონაც ვართ სამყარო). მე დაგიმტკიცებთ ეხლავე რომ სიმართლეს ვამბობ. დავიწყებ- 1.არქეოლოგებმა და გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი მაიმუნების წინაპრებისგან წარმოიშვნენ, ანუ, ჩვენ , და სხვა სახეობის მაიმუნები უბრალოთ ერთი წინაპრებისგან მოვდივართ. 2.ადამიანები ისევე , როგორც სხვა ორგანიზმები განიცდიან მუდმივ ევოლუციას ყოველწამიერად და ფორმირდებიან ახალ სახეობებად. 3. როგორც ძველ ასაევე ახალ აღთქმაში რაც იყო ნათქვამი ზოგადად სამყაროს აგებულებაზე ყველაფერი უბრალოდ ბოდვაა და იმ ადამიანების (ებრაელების) მონაჩმახი და ის წარმოდგენებია რაც ქონდათ დროის იმ მომენტში… ანუ მაგარ შარში ვართ მეგობრებო !

  25. ქრისტიანობის, ბუდიზმის, ისლამის და სხვა რელიგიების მიხედვით ადამიანი შექმნილია როგოტც განსაკუთრებული არსება და ცხოველებთან არანაირ კავშირში არ არის და არც განიცდის დროის პერიოდში არანაირ გარდაქმნას. და სწორედ ამ ყველანაირ რელიგიას და ანტი-რელიგიების უმარტივეს უარყოფად გამოდგება ის ფაქტი, რომ ჩვენც განვიცდით გარდაქმნებს სხვა ორგანიზმებისნაირად და ვყალიბდებით სხვანაირ ცხოველებად. ანუ ვართ უბრალო ცხოველები !

  26. ლოვემ მიმატოვა და რას მირჩევტ?

  27. სიკვდილის ყველას ეშინია რო ჩაუღრმავდე შეიძლება გარეკო.. აი ერტს გირჩევთ მინდეთ უფალს იარეთ ლოცვებზე და მაგაზე ნუგარ იფიქრებთ. რაც სეხება ლოვემ მიმატოვა და ეგეტები ეგრევე ტავის მოკვლაზე რო ფიქრობთ რატომ, დაფიქრდით ის ამად გირს შენ ამქვეყნიდან წახვალ ის კიდევ არც გამოგეკიდება ის სხვას იპოვნის და ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება.. გიყვართ საკუთარი თავი და სიკვდილზე ნუგარ იფიქრებთ…

  28. არაფერი არ გრძელდება,ბიბლიაში წერია რომ სამოთხე დედამიწაზე იყო,ჯოჯოხეთი კი ისევაა,ჩემი აზრით ეს ის მომენტია როდესაც ღრმად გძინავს,თან ისე რომ ერთ სიზმარსაც ვერ ხედავ,ითიშება გონება,სული კი უბრალოდ ჰაერია,რომელიც ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად ამოდის

  29. გეშინიათ სიკვდილის ?
    წარმოდგენაც კი არ მაქვს.
    რატომ არ არის ? :)

  30. ჩემი აზრით,არანაირი მეორე სიცოცხლე არ არსებობს,ჯოჯოხეთი და სამოთხეც არ არსებობს,და თუ არსებობს,ეს აქაა,და ადამიანების სახით გხვდება ის!და მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს:ნუ გეშინიათ ჯოჯოხეთის,ის უბრალოდ არ არსებობს,რადგან უფალი,თავის შვილს არ გადააგდებს,რადგან ის ცოდვილია,ჩვენ მშობლები ყველაფერს გვპატიობენ,და თუ უფალი არ გვაპატიებს,მაშ ადამიანებს უფრო ძლიერი სიყვარული შესძლებიათ.პირიქით,ღმერთი ყველა ადამიანს განწმენდ ცოდვებისგან.ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე,თუმცა არცერთის არსებობის არ მჯერა,რადგან სული,გონების გარეშე არ არსებობს,აი სული კი უბრალოდ ჰაერია,და სიკვდილის შემდეგ,უბრუნდება პირვანდელ სახეს,ანუ სული,სამყაროს ის ელემენტია,რომელიც სხეულს ძალას მატებს,და ამას ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით.და სანამ ადამიანი,გადადგავს სიკვდილისკენ ნაბიჯს,მხოლოდ იმიტომ რომ,რაღაც ახალი იწყება,ცდება!ალბად მეც მაპატიებს ღმერთი,თუ რამეს არასწორად ვამბობ,და თქვენს გონებაში,რაიმე პატარა აზრს ვცვლი,თქვენ ყველას თქვენი აზრი გაქვთ,და არ მინდა რომელიმე ჩემსავით ფიქრობდეთ!

  31. ამ კიტხვაზე პასუხია უბრალოა , გამოცდილება …. ეს გამოცდილება მისაწვდომია გარკვეული მეთოდების საშუალებით, ჯერ ამ მეთოდების შეცწავლაა, გათვისცნობიერება ხდება, მერე კი მისი პრაქტიკული გამოყენება…ასეთი მეთოდებია TANTRA, MEDITATION,YOGA, DEVOTION და ბოლოხანებში ძალიან პოპულარული Holotropic Breathwork

  32. მე მაგრად მეშინია ჩემი საყვარელი ადამიანის დაკარგვის და მეშინია რომ სიკვდილის შემდეგ ვეღარ ვნახავ. ხომ ვნახავ არააა? ძაან მიყვარს და მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ. ნეტავ მართლა არსებობს წინა ცხოვრება ხომ გაგიგიათ ” ალბათ წინა ცხოვრებაში გიცნობდიო” ნეტა მართალია რა საინტერესოა.

Leave a comment Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.