თითქმის დაუჯერებელი

 

გთავაზობთ ძალიან სახალისო და საინტერესო ამბებს, რომელიც  შევაგროვე სხვადასხვა საინტერესო საიტებიდან, ვთარგმნე და გთავაზობთ :) ასე რომ მოემზადეთ და გავხალისდეთ, თანაც საინტერესო ინფორმაციაც მოვიპოვოთ :) იმედია ცოტა მაინც გაგამხიარულებთ, ხოდა მერე კომენტარებიც დატოვეთ მოგეწონათ თუ არა :D

ახალშობილის დედა 90 წლისაა

ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ინდოეთის რაჯისტანის შტატის ერთ-ერთ სოფელში, 90 წლის ქალს გაუჩნდა ბავშვი! ახალშობილი სუსტი იყო და მალე გარდაიცვალა. ამ ქალს და მის 92 წლის მეუღლეს 34 შვილი  და უამრავი შვილიშვილი ჰყავთ.

სექსი და სწავლა სიბერემდეოოოო :D

თითქმის დაუჯერებელი

კოლუმბიის ქალაქ ალიმაგეში დროებით გაანთავისუფლეს ყველა პატიმარი. მუნიციპალიტეტის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქალაქის ციხე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა. “არდადეგების” დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი დათქმულ დროზე ციხეში გამოცხადდა.

აბა ახლა ესენი უნდა დაეჭირათ ისევ? :D და ესენი იქნებოდნენ მკვლელები , ქურდები და ა.შ.? :D

როცა ორნი ვიწროდ არიან

მანილას ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს მოხელე, რომელმაც უეცრად კუჭში მწვავე ტკივილები იგრძნო, პირველად ექიმებს კიბო ეგონათ, მაგრამ შემდეგ – ექიმების კონსილიუმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ პაწაწინა ცოცხალ არსებასთან ჰქონდათ საქმე. ზრდასრულებული მამაკაცის ორგანიზმში გაზრდილ მის ტყუპ ძმას ყველა ორგანო, ხელებისა და ფეხების, თითებისა და ფრჩხილების ჩათვლით განუვითარებელი ჰქონდა. ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას ერთ-ერთმა ჩანასახმა ვერ მოახერხა ნორმალურად განვითარება და იგი მეორემ “შთანთქა”.

ვა ეს მართლა ფანტასტიკაა…

რეკორდები რეკორდები…

სამმა ინგლისელმა დაამყარეს ახალი რეკორდები: რეი ჰატერი შეუჩერებლად ლაპარაკობდა 20 საათის, 12 წუთის და 30 წამის განმავლობაში, ჯორჯ უოლტერზი 26 საათის მანძილზე უკრავდა აკორდეონზე, რეტ სტოვენსმა შეძლო ერთი სიგარეტიდან თამბაქოს კვამლის 192 რგოლის გამოშვება.

ვახ რა საინტერესო 20 საათი რაზე ლაპარაკობდა :D ისე ზოგიერს ახლაც არ გაუჭირდება :D

ქალები იაფად

ახალ გვინიაში სპეციალური ინსტრუქციით არის განსაზღვრული… ცოლის ფასი. ქალი, რომელიც პირველად თხოვდება 240 დოლარი ღირს, მეორედ გათხოვილი ქალის ფასი 300 დოლარია. ინსტრუქციაში არნიშნულია, რომ საპატარძლო, რომელიც სამჯერ ან ოთხჯერ იყო გათხოვილი, არავითარ კომერციულ საფასურს არ წარმოადგენს.

ჰა ჰა ამაზე ვიხალისე  სამჯერ და ოხჯერ რომ ხარ გათხოვილი ესეიგი ძალიან “ნახმარი ” ხარ და ფასი შესაბამისად ეცემა :D :D

შეიცვალოს გვარი?

ლონდონის ერთ-ერთ ოჯახში სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის განუწყვეტლივ გაისმის ტელეფონის ზარი. საქმე ის გახლავთ რომ ამ ოჯახის უფროსის გვარია… ტაქსი.

მერე იტაქსაოს კაცო ამ დალოცვილმაც :D ვერგავიგე ჩვენთან  ორ უმაღლეს დამთავრებული კაცები ტაქსაობენ და რამოხდა? :D

რას არ გაიგებ

მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ავდმყოფობაა “კურუ” ანუ “სიცილით დაავადება”. ამითაა დაავადებული მხოლოდ ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ფორას ტომი.

აუ რას ეწევიან ეგეთს…. აქეთაც გამოუშვან :D :D

ყველაზე გრძელი სიტყვა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სიტყვა 184 ასოსგან შედგება. ეს ბერძნული სიტყვაა და ყველაზე ხშირად არისტოფანეს ნაწარმოებსი გვხვდება.

ვახ ვერ ვნახე ეს სიტყვა თითონ  :( არადა როგორ მაინტერესებს… პრინციპში როგორ უნდა წავიკითხო :D

ეს საინტერესო

იაპონელები ქალიშვილებს გათხოვებისას კბილებს შავად უღებავდნენ და წარბებს პარსავდნენ.

აუ საწყალი ქმრები  : (

Prev "სიკვდილი" სიცოცხლის გაგრძელებაა... (+გამოკითხვა)
Next ბლოგი მოგი ხალხი და ექსკურსიები

13 Comments

  1. ჰა, ჰა… მაგარი იყო :D 20 საათი რაზე ლაპარაკობდა ის ვიღაც მართლა? :D მე უნდა ვცადო ერთი, მაინც ბევრს ვლაპარაკობ და :P

  2. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სიტყვააააა

    Lopado­temacho­selacho­galeo­kranio­leipsano­drim­hypo­trimmato­silphio­parao­melito­katakechy­meno­kichl­epi­kossypho­phatto­perister­alektryon­opte­kephallio­kigklo­peleio­lagoio­siraio­baphe­tragano­pterygon

    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!!!!!!!!!!!

    http://en.wikipedia.org/wiki/Longest_word_in_English

  3. @ fRe3esh:
    გაიხარე ამ ინფოსთვის… რატომღაც მე ვერ ვიპოვე! :D

  4. მაგარიააა… სიცილის დაავადება ანუ კურუ თუ გჭირს ეგ როგორ უნდა გაიგო? :D :D :D აქ რომ გეტყვიან გაგიჟდიო ეგააა? :D

  5. დღეს შენი ბლოგი გადავაკომენტარე. მომეწონა, სახალისო ისტორიებია. :)

  6. ოი! ზემოთ მოყვანილი სიტყვა ინგლისურ ენაზე იყო ყველაზე გრძელი და მე საერთაშორისო ენაზე გიპოვნე:
    (1,185) ACETYLSERYLTYROSYLSERYLISOLEUCYLTHREONYLSERYLPROLYLSERYL­GLUTAMINYLPHENYLALANYLVALYLPHENYLALANYLLEUCYLSERYLSERYLVALYL­TRYPTOPHYLALANYLASPARTYLPROLYLISOLEUCYLGLUTAMYLLEUCYLLEUCYL­ASPARAGINYLVALYLCYSTEINYLTHREONYLSERYLSERYLLEUCYLGLYCYL­ASPARAGINYLGLUTAMINYLPHENYLALANYLGLUTAMINYLTHREONYLGLUTAMINYL­GLUTAMINYLALANYLARGINYLTHREONYLTHREONYLGLUTAMINYLVALYL­GLUTAMINYLGLUTAMINYLPHENYLALANYLSERYLGLUTAMINYLVALYLTRYPTOPHYL­LYSYLPROLYLPHENYLALANYLPROLYLGLUTAMINYLSERYLTHREONYLVALYL­ARGINYLPHENYLALANYLPROLYLGLYCYLASPARTYLVALYLTYROSYLLYSYLVALYL­TYROSYLARGINYLTYROSYLASPARAGINYLALANYLVALYLLEUCYLASPARTYL­PROLYLLEUCYLISOLEUCYLTHREONYLALANYLLEUCYLLEUCYLGLYCYLTHREONYL­PHENYLALANYLASPARTYLTHREONYLARGINYLASPARAGINYLARGINYLISOLEUCYL­ISOLEUCYLGLUTAMYLVALYLGLUTAMYLASPARAGINYLGLUTAMINYLGLUTAMINYL­SERYLPROLYLTHREONYLTHREONYLALANYLGLUTAMYLTHREONYLLEUCYL­ASPARTYLALANYLTHREONYLARGINYLARGINYLVALYLASPARTYLASPARTYL­ALANYLTHREONYLVALYLALANYLISOLEUCYLARGINYLSERYLALANYLASPARAGINYL­ISOLEUCYLASPARAGINYLLEUCYLVALYLASPARAGINYLGLUTAMYLLEUCYLVALYL­ARGINYLGLYCYLTHREONYLGLYCYLLEUCYLTYROSYLASPARAGINYLGLUTAMINYL­ASPARAGINYLTHREONYLPHENYLALANYLGLUTAMYLSERYLMETHIONYLSERYL­GLYCYLLEUCYLVALYLTRYPTOPHYLTHREONYLSERYLALANYLPROLYLALANYL­SERINE = Tobacco Mosaic Virus, Dahlemense Strain.
    This word has appeared in the American Chemical Society’s Chemical Abstracts and is thus considered by some to be the longest real word.
    ოღონდ, სულ რომ მოვკვდე, ტრანსკრიფციას ვერ დავწერ :)))

  7. ვაიმეე ძალიან კარგი იყოო :D:D:D

Leave a comment Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.