12/08/2009

სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში

შეიძლება სათაურმა არასერიოზული პოსტის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე ნამდვილად არარის და ამაში დარწმუნდებით თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავთ. მოკლედ დღეს გამოვედი სახლიდან ჩავჯექი 21 ნომერ ავტობუსში და ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე. რათქმაუნდა ჟღერდა მხოლოდ ჯაზი და ნასიამუვნები სახით ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ ქუჩაში სადაც ხალხი სიცივისგან მობუზული დადიოდა, ზოგს გაუმართლა და მეწყვილესთან (საპირისპირო სქესთან) ჩახუტებით ითბობდა თავს.
12/03/2009

ფოტო-გამოფენა “მე – ანია!”

არვიცი საიდან დავიწყო სულ თავიდან თუ მხოლოდ გამოფენის დღიდან, მემგონი აჯობებს სულ თავიდან მოვყვე და ცოტ-ცოტას ყველაფერს დავწერო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ, ამ გენიალურ პიროვნებას ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით საქართველოში “პანდუსების” უქონლობის გამო პრობლემა შეექმნა და არა მარტო მას ყველა მათ ვინც ზის ეტლში და ხელით ატრიალებს ცხოვრების ბორბლებს.  ეს პიროვნება გახლავთ ანა გოგუაძე ქალი მზე, ქალი სითბო, ქალი ელეგანტურობა და ნიჭიერება, დიახ ზუსტად ამ ადამიანის ინიციატივით დაიბადა ეს იდეა.
11/25/2009

Welcome on Leonsio.Ge

მოგესალმებით ჩემს სახლში ანუ ჩემ ყველაზე ფერად ბლოგზე! როგორც იტყვიან შენ მოდი და ბლოგი აქარისო :D ხოდა ჩემი ბლოგიც აწი სულ აქ იქნება ხო იუმორი და ამბავი იქეთ იყოს და ვეცდები მაქსიმალურად ხშირად და აქტიურად დავწერო სხვადასხვა სახის სიახლებზე…  ვნახოთ რა გამომივა მე ახალბედა ბლოგერს :D იმედია თქვენც თანადგომას გამომიცხადებთ :D ბლოგერებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
11/25/2009

ღორის გრიპი ანუ ქართველი პირბადიანი ნინძები

  მოკლედ ბოლო ორი კვირაა ქალაქში მომრავლდნენ პირბადიანი ადამიანები რომლებიც თავს იცავენ ღორის გრიპისგან, თუმცა ერთისმხრივ ზოგიერთნი პირბადეს სულ სხვა დანიშნულებისამებრ იყენებს მაგალითად “ლამაზი” სახის დასაფარათ,  ზოგიერთი  ტანისამოსსაც უხამებს… დღეს უკვე ვერ გაარჩევ ექიმს და ჩვეულებრივ მოსიარულეს ერთმანეთისგან:D მოკლედ ღორის გრიპმა საქართველოში ახალი მოდა ჩამოაყალიბა მოდა სახელად “21-ე საუკუნის ნინძები” ალბათ ჩათვლით რომ ეს ცინიზმია და მეტი არაფერი თუმცა დამიჯერედ სინამდვილესთან ახლოსაა… მე არ ვამბობ ყველა ადამიანი ამ მიზნით იკეთებს პირბადეს თუმცა, უმრავლესობა მათგანი ზუსტად ამიტომ.