ჩემი ამერიკული კინო – არიზონაში ჩარჩენილები
ეს ამბავი, რომელზეც ახლა მინდო მოგიყვეთ, ძალიან ჰგავს ამერიკული ფილმის სცენარს, (დედას გეფიცებით მართალია!!!) თუმცა რაღა დაგიმალოთ და მე რეალურად აღმოვჩნდი, ერთ-ერთი ამ სიუჟეტის გმირი!
2017 წლის მაისი, ამერიკის შეერთებულ შტატები, კერძოდ ავტობანი, რომელიც ცნობილია სახელით “Route 66”. მე და ჩემი მეგობარი კაეილი, იუტას შტატიდან გადავედით არიზონაში, სადაც ულამაზესი გრანდ კანიონი და ანტილოპას კანიონი ვნახეთ, ამის მერე კი ღამის გასათენებლად ჩამოვედით ერთ-ერთ ახლო დასახლებაში, სახელად “ფლაგსტაფი”.
საღამოს 8:00 საათი იქნებოდა როდესაც კაელს ურეკავს უფროსი და ეუბნება რომ უნდა დაბრუნდეს სამსახურში, კოლორადოში! არადა მან 7 დღე შვებულება აიღო რომ, ჩემთან ერთად წამოსულიყო ამ გზაზე, ახლა კი გვიწევს გეგმების შეცვლა, იმის ნაცვლად რომ, მეორე დღეს დილით ჩავსულიყავით ვეგასში, გადაწყდა რომ მე იმ ღამეს გავყვებოდი ავტობუსს, კერძოდ “Greyhound”-ის ავტობუს (გვიან გავიგე რომ კატასტროფა კომპანიაა) ის კი წავიდოდა სამსახურისკენ, ერთი სიტყვით ამაზე უკეთესი გამოსავალი არ მოიძნებნა, რადგან ლას-ვეგასიდან 2 დღეში სანდიეგოში უნდა ჩავსულიყავი სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ვეგასში მელოდებოდნენ.
ვიყიდე ავტობუსის ბილეთი იმ საღამოსვე და კაელმა დამტოვა ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც პატარა ოფისი დამხვდა და იქ შევედი მოსაცდელად, რადგან 2 საათით ადრე ვიყავი მისული. რომ წარმოიდგინოთ ოფისი არის დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი, ზუსტად 10 რკინის სკამით, ხუთი ერთ მხარეს და ხუთიც მეორე მხარეს, ისე ახლოს რომ წინ მჯდომს აუცილებლად შეაწუხებ, თუმცა მე გამიმართლა და მარტო ვიყავი, მხოლოდ ღამის ცვლის მენეჯერი იდგა ოფისის ერთ კუთხეში.
დიდხანს არ გაგრძელებულა ეს თავისუფლება, უცებ კარი იღება და შემოდის ტიპიური ტეხასელი “ქავბოი”, აი როგორიც ამერიკულ ფილმებში გვინახავს, თავის ქუდით, თამბაქოს ღეჭვით და ფეხზე “კაზაჩოკებით”, კარებიც ისე შემოაღო როგორც ვესტერნულ ფილმებში ხდება, ცოტახანი კარი აქეთ-იქით რომ მოძრაობს და ის კი კარებთან 4-5 წამით ჩერდება, ყველას ყურადღებას რომ მიიბყრობს და მხოლოდ ამის მერე წევს თავის ქუდს. მოკლედ ჩვენმა ტეხასელმა კაცმა მენეჯერთან იყიდა ბილეთი და ჩემგან მარჯვნივ მეხუთე სკამზე მოთავსდა.
გადის 15 წუთი და შემოდის, შავკანიანი ბიჭი, რომელსაც უკეთია ყურსასმენები უსმენს ჰიპ-ჰოპს და თან ყვება სიმღერას, ოღონდ ამ სიმღერაში სულ “მადაფაქა მადაფაქა” ისმის, ხოდა ესც სულ “მადაფაქას” ძახილით შემოვიდა, მივიდა ისევ მენეჯერთან, იმასაც ცოტა აგინა ამ სიმღერის გადამკიდე და თან იყიდა ბილეთი, მერე კი ისიც იქვე ახლოში მოგვიჯდა.
ცოტახანში ისევ იღება კარი და შემოდის 2 გოგო, ერთი ქერათმიანი რომელიც თითზე იხვევს თმას და გამწარებული ღეჭავს საღეჭს, აი ამერიკულ ფილმებში კოლეჯელი “ბარბები” რომ არიან, მეორე კი უფრო ბუნჩულა და საყვარელი, რომელიც იქამდე არ მიიქცია ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, სანამ მენეჯერთან არ მივიდა ბილეთის საყიდლად და ზურგით არ შემოტრიალდა ჩემსკენ, მაშინ დავინახე რომ იღლიაში, დაუჯერებლად დიდი და მრგვალი შავი ბეწვის ბურთი ჰქონდა, რომელიც გრძელ მკლავიანი მაისურის ზემოდან იყო, მივაშტერდი და ვერ ამოვხსენი რაიყო, სანამ ჩემს წინ არ დაჯდნენ სკამზე და ხელი არ აწია, საიდანაც პატარა, თვალებ გადმოკარკლული, ჩიხუახუას ლეკვი ჩამოიღვენთა, მაშინ გახდა ნათელი თუ რა იყო ის ბეწვი. მოკლედ გოგონები მოთავსდნენ ჩემს წინ, ეს ჩიხუახუა კი სკამის ქვეშ ნაჭერზე დააწვინეს. რამდენიმე წუთში იღება კარი და შემოდის ფილიპინელი ბიჭი, რომელიც… უბრალოდ ფილიპინელი ბიჭი და ბილეთის ყიდვის მერე ჯდება ჩვენთან.
ახლა უკვე ოთახში ვართ მე, ტეხასელი, ჰიპ-ჰოპა, ფილიპინელი, ქერა, ბუნჩულა და ჩიხუახუა, თუმცა გარდა გოგოებისა არავინ ესაუბრება ერთმანეთს. სად იყო და სად არა, იღება კარი და შემოდის შავკანიანი ხნიერი მამაკაცი, ახოვანი, ჭაღარა თმიანი და ჭორფლიანი, გეფიცებით რომ არა იმ ადგილას, იმ ქალაქში და იმ საშინელ ავტობუსის გაჩერებაზე, ვიფიქრებდი რომ მორგან ფრიმანი შემოვიდათქო!
ან ძალიან დაღლილი ვიყავი ან მართლა ძალიან ჰგავდა! თანაც ხომ არსებობენ ორეულები? მანაც იყიდა ბილეთი და მომიჯდა გვერდით, მეც არ დავაყოვნე და დავიწყე საუბარი მასთან:
მე: ალბათ ხშირად გეუბნებიან რომ… მორგანი: კი ხშირად, რომ მორგან ფრიმანს ვგავარ (იცინის) თან ხმის ტემბრიც საოცრად უგავდა, ერთი სიტყვით ავიჭერი და რომ შემატყო მითხრა: მორგანი: მე არ ვარ, უბრალოდ ვგავარო, დამშვიდდიო მე: დიახ, უბრალოდ ჩემი მეგობრები ხშირად მიმეორებენ რომ ამერიკაში “ვარსკვლავების” ნახვა ყველგან შეიძლებაო, მეც ვიფიქრე რომ იღბლიანი აღმოვჩნდი, მაგრამ მერე გავაანალიზე სად ვიმყოფები და დავიმშვიდე თავი.
ამაზე გულიანათ გაეცინა, მეც ავყევი და ბოლოს ჩვენი სიცილი გემრიელ მუსაიფში გადაიზარდა. მე და “მორგანმა” სამწუხაროდ სახელის კითხვა დამავიწყდა და ახლაც ასე მოვიხსენიებ მას, ვისაუბრეთ საქართველოზე (გაგიკვირდებათ და იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ), ამერიკაზე, რუსეთზე და ერთად ყველას პოლიტიკაზე. ამასობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი დაგვემატა და საბოოლო ჯამში სადღაც თორმეტნი ვიქნებოდით ამ პატარა ოფისში.
ასე გავიდა დრო და მოახლოვდა ავტობუსის მოსვლის დროც, ნახევარ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი რომ ავტობუსის კომპანიის მენეჯერმა ძალიან საყვარლად გამაოცხადა, ავტობუს რომელიც მოდიოდა, გზაში რაღაც შეემთხვა და ვეღარ მოდისო, ამიტომ გამოუშვეს მეორე რომელიც 12 საათის ნაცვლად ღამის 3:00-ზე ჩამოვაო. ამის გამოცხადება და “ტეხასელის” წამოხტომა ერთი იყო, რომელიც მიუვარდა მენეჯერს და გაცეცხლებულმა დაუწყო ჩხუბი, ვხვდებოდი რომ ინგლისურად ეჩხუბებოდა მაგრამ ენა მაინც გაუგებარი იყო, სავარაუდოთ აქცენტის ბრალი იყო. ამას დაემატა “ჰიპ-ჰოპა” რომელმაც ტრადიციულად გინების ენით დაუწყო ჩხუბი, მაგრამ საკუთარი ადგილიდან განსხვავებით ტეხასელისგან, ისე ვერც მივხვდი ისევ მუსიკას უსმენდა და იმას იმეორებდა თუ სხვა ტექსტს რითმავდა, დანარჩენები კი შორიდან გამოხატავდნენ უკმაყოფილებას.
მენეჯერს შეეშინდა და შევარდა თავის ოთახში ტან კარი ჩაკეტა შიგნიდან, თითქოს ყველა დამშვიდდა გარდა ტეხასელისა. ცოტახანში კარი იღება და შემოდის ორი პატრული, აი ისევ ამერიკულ ფილმებს დავესესხები და ტიპიური პოლიციელი, საღეჭი რეზინითა და რეიბანებით, თუმცა სათვალე ქამარზე ჰქონდა ჩამოკიდებული (ღამე იყო მაინც და…) შემოდის და შემოაქვს სიწყნარე, ტეხასელიც გაჩუმდა, თუმცა უკვე გვიანი იყო! გაიყვანეს ტეხასელი, დანარჩენები ჩუმად ვუყურებდით და რომ გავიდნენ ამ “ჰიპ-ჰოპამ” დაიწყო ამ პოლიციელების ლანძღვა, სხვები აჩერებდნენ მაგრამ არ დაუჯერა, ცოტახანში ბრუნდებიან პოლიციელები და ეს ჩვენი “ჰიპ-ჰოპაც” გაჰყავთ.
ვაჰ მეთქი შარო საიდან მოდიხრთქო, მინდოდა ამ ფილმის დამდგმელი რეჟისორი გამეცნო რომ უცებ “მორგანი” მეუბნება რომ აქ ეს ტიპიური ამბავია. სადღაც ერთ საათში ამ პატარა ოფისში საშინელი სუნი დატრიალდა ვერავინ ხვდებოდა საიდან მოდიოდა, დავუძახეთ მენეჯერს იმანაც ეძება სუნის ეპიცენტრი და ბოლოს ფილიპინელმა მიაგნო, აბა თუ მიხვდებით? :D არა, ცდებით მეგობრებო, ძაღლმა “კუკები ჰქნა” ეტყობა შეეშინდა თუ რა იყო არვიცი მაგრამ მერე ამდენი აქეთ იქით სიარულში და აურზაურში ვიღაცამ ჩატოპა და მერე”Copy – Paste ” გააკეთა.
მოკლედ მთელი ოფისი ყარდა დ ყველა გარეთ გავედით სანამ იმ მენეჯერმა და ძაღლის პატრონმა არ აწმინდეს ყველაფერი! გადის კიდევ ერთი საათი და ორივე “ჰიპ-ჰოპაც” და “ტეხასელიც” დაბრუნდნენ, ერთს ქუდი ხელში ეჭირა მეორეს ყურსასმენები და ისეთი სახეები ჰქონდათ თითქოს 2 საათი იავნანას უმღეროდნენ. ორივე დამშვიდებული დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს და მობილურში დაიწყეს ცქერა. არავინ არაფერი ჰკითხა რადგან ყველამ იცოდა ეტყობა, ნუ მე არც ვკითხავდი თავისთავად.
2:45 ისევ გამოდის მენეჯერი და ისევ იგივე ტექსტით, ტექნიკური მიზეზების გამო ავტობუსის ჩანაცვლება ვერ ხერხდება და ამიტომ სხვა ავტობუსი დილის 7-ზე იქნებაო! ვატყობ “ტეხასელი” იძაბება, ძარღვი უთამაშებს მაგრამ ვხედავთ რომ მენეჯერს ხელი მაგიდის ქვევით ღილაკთან ააქვს რაც იმას ნიშნავს რომ თუ დააჭერს პატრული ისევ მოვა და ისევ იგივე განმერდება. “ჰიპ-ჰოპა” მშვიდათ არის უკვე “კიდია” რა იქნება, აი ფილიპინელმა ცქმუტვა დაიწყო მაგრამ ჩვეულ სტილში სულ სიცილით.
მოკლედ ყველა შეეგუა ამ აზრს რომ ავტობუსი 7-მდე არიქნებოდა და შევეცადეთ დაგვეძინა მაგრამ სკამები იყო რკინის და სრიალა, აი ძალიან მოუხერხებელი და ცოტა ტანჯვის მერე ჩამეძინა, არვიცი რამდენიხანი გავიდა უცებ ფილიპინელი მაღვიძებს თითის რტყმით და თავით მეუბნება გამო გარეთო. მეთქი ხო მშვიდობაა? რახდება? გვერდზე გავიდეთ ამბავს არ გავდა ეს ამბავი და ამიტომ გავყევი გარეთ. გავედი თუ არა ვხედავ “ჰიპ-ჰოპა” მორგანი” მელოდებიან, მეთქი ოპაააა… ფილიპინელმა არ დააყოვნა და ეგრევე მომახსენა რაში იყოს საქმე
ფილიპინელი: დავურეკე ბიძაჩემს რომელიც “ნიუ მექსიკოშია” და იქედან თავის მანქანით მოდის რომ მე წამიყვანოს ვეგასში, რადგან ხვალ დილით 11-ზე პირველი სამუშაო დღე მაქვს და ვერ გავაცდენ! ხოდა თუ გინდა 20-20 დოლარი დადეთ და ბიძაჩემი თქვენც წაგიყვანთო. ცოტა ფიქრის მერე, მეთქი კაი თუ ბიძაშენი ავტობუსამდე ჩამოასწრებს (ღამის 4 საათი იყო და ნიუმექსიკოდან სადღაც 3-მდე გზა იყო) მაშინ წამოვალ, თუ ავტობუსი მაშინიმას გავყვები. როგორც ჩანს “ჰიპ-ჰოპაც” და “მორგანიც” თანახმები იყვნენ. ამის მერე გავაბით ბაასი და უცებ “ჰიპ-ჰოპამ” უმწვანესი ბალახი ამოიღო ჯიბიდან და დაგვპატიჟა, ცოტახანში გაგვეხსნა და საათს რომ დავხედე მეთქი საქართველოში ახლა დღის 4 საათია-თქო და მოდი ლაივს მოვცხო-თქო და იმათმაც მიდიო ხოდა აგერ ჩვენი გასული და გამოსული ლაივი :D
ვიდეოში არსებული სიტყვები, წინადადებები და ემოციებია არ შეიმჩნიოთ, მე არ ვარ მე ამ მომენტში! ვარ 27 კილოთი მეტი, უძინარი და დაღლილი + მწვანე ბალახი ვახსენე უკვე და ინგლისურსაც “ვსხლამ” :D. ასევე ბოდიში ყველა უცენზურო სიტყვისთის. ვიდეოში კარგად არ ჩანს როგორ ჰგავს ის “მორგანს”, მოკლედ ჩემი მაშინდელი უხარისხო ტელეფონი ვერ გადმოსცემს ყველაფერს! პ.ს ვიდეოში ჩანან: “ჰიპ-ჰოპა”, “ფილიპინელი” “მორგანა” და მერე გამოდის ღამის ცვლის მენეჯერი.[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=B2OX54J2HTw” width=”980″ height=”720″ autohide=”yes” autoplay=”no” loop=”no” rel=”no” fs=”no” modestbranding=”yes” theme=”light” wmode=”transparent”]
ამ ამბავში ვიყავით რომ დაგვათენდა, ფილიპინელის ბიძა რეკავდა დრო და დრო გვეუბნებოდა სად იყო და აი გამთენიის 6:30-ზე მოვიდა კიდეც, უძველესი ფორდით, რომელიც ძლივს დადიოდა, ნუ მეთქი რაღაი რაღაცა მაინც მოვიდა წავედითთქო, უცებ “ჰიპ-ჰოპამ” მე დავრჩებიო “მორგანმა” მე მოვიდვარო და გავეშურეთ მანქანისკენ ჩასაჯდომათ, მაგრამ სად უნდა ჩაჯდე უკანა მხარე სულ სავსეა ტანსაცმლით, ჭურჭელით და ა.შ. თურმე ამ ფილიპინელი ბიძა მანქანაში ცხოვრობს.
უცებ გადმოხტა ბიძა ყველაფერი გადაყარა საბარგულში და დაჯექითო ჩვენც ჩავჯექით, მე წინ (ეს ბენეფიტი წონამ მომცა) და ფილიპინელი “მორგანთან” ერთად უკან. დაიწყო ჩვენ 5 საათიანი გზა რომელიც ძირითადათ როგორც მითხრეს მხოლოდ მიწა და კაკტუსებიაო, ამიტომაც უძინარებს ეგრევე ჩაგვეძინა და სადღაც ვეგასის მისადგომებთან, ბენზინგასამართ სადგურზე გაგვეღვიძა და გადმოვედით “სნექების” საყიდლად.
ფილიპინელის ბიძამ გაავსო ბაკი და გავუყევით გზა, სადღაც ერთ საათში უკვე “Greyhound” ავტოსადგურზე მივედით ფულის დასაბრუნებლად. იქ რაღაც დოკუმენტებს მოგვაწერინეს ხელი და 3 დღეში ჩაგირიცხავთო. მე მაინც ვიკითხე თუ მივიდა ავტობუსი იქ და ამათმა კი ეხლაო საათს რომ დავხედე შუადღის 2 საათი იყო! კიდევ კაი ბიძას გამოვყევითქო გავიფიქრე.
მოკლედ მოსაცდელში ვდგავართ მე, ფილიპინელი და ბიძამისი ველოდებით მორგანს რომელიც ტუალეტშია, მე ჩემი წილი თანხა გავუწოდე და ამასობაში პილიპინელის ზურგსუკან ვხედავ გასავლელთან მორგანი” ჩქარი ნაბიჯებით თითქმის სირბილით გადის გარეთ სადაც შავ ჯიპში ჯდება და მიდის… აი ყველაფერს ველოდი , მაგრამ “მორგანის” ასეთ გაქცევას ნამდვილად არა! ფილიპინელიც ვერ იჯერებდა რომ 20 დოლარის გამო ტიპი გაიქცა…
მოკლედ მთელი ამხნის მანძილზე “მორგანი” ყველაზე კაი ტიპი რომ მეგონა, მისი პერსონაჟის ასე შემოტრიალებას არავინ ელოდა ალბათ! მოკლედ არატიპიური “ჰეფი ენდი” ჰქონდა ამ ამბავს.
რომ შევაჯამო გეტყვით რომ ეს ამბავი ალბათ ყველაზე მეტად დამამახსოვრადა, კი იქ რომ ვიყავი რთულად მომეჩვენა, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, სულ მეცინება ხოლმე. რახანია ამ პოსტის დაწერა მინდა, ჯერ კიდევ 2017 წლიდან მაქვს დადრაფტული და მხოლოდ ახლა შევძელი გამეზიარებინა.