იზრუნე შენი ქალაქის სისუფთავეზე! ნუ დაყრი ნაგავს ქუჩაში! #ნაგავისანაგვეში
12/13/2014

ევროტური 2016 – თავი I : მოგზაურობის დაგეგმვა

დიდიხანია ვცდილობ დავწერო ამ მოგზაურობის შესახებ. 2014 წლის მოგზაურობაც დამავიწყდა დამეწერა და ამჯერად არმინდა იგივე გავიმეორო და მინდა მეტნაკლებად დაწვრილებით გიამბოთ ევროპის გარშემო ჩემი ერთ თვიანი მოგზაურობის შესახებ.

თავი I : მოგზაურობის დაგეგმვა

ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული და ამავდროულად სასიამუვნო პროცესი, როდესაც 3 ან 4 თვით ადრე ვიწყებ ტურის დაგეგმვას, ადგილების შერჩევას, ბილეთებისა და ბინების დაჯავშნას და ა.შ. ამჯერადაც ასე მოვიქეცი და პირველი ბილეთი მოგზაურობამდე 3 თვით ადრე ვიყიდე, მიმართულება თბილისი – სტამბული – მადრიდი, რათქმაუნდა ავიაკომპანია პეგასუსსი, ბილეთის ფასი კი გახლავთ 91 ევრო, ერთი გზა! საკმაოდ კარგი ფასია, მიუხედავად იმისა რომ 4 საათი “საბინა გოჰჩენის” საოცრად მომაბეზრებელ აეროპორტში გიწევს “ტანტალი”, ფრენა კი თბილისიდან გამთენიისას 4:30-ზეა. მოკლედ მთელ ღამეს ათენებ, დანიშნულების ადგილზე კი გამოუძინებელი ჩადიხარ და დღე თითქმის მთლიანად გეკარგება! მაგრამ ეს ყველაფერი ბათილდება როდესაც ფასი 91 ევროა :)

travel2016

პირველ ბილეთის შეძენის შემდეგ დავიწყე ბინების ძებნა და დაჯავშნა, რათქმაუნდა ჩემი საყვარელი Airbnb-ის საშუალებით, (ვრცლად Airbnb-იზე). ბინების ძებნა ანდალუსიიდან დავიწყე, რადგან პირველი ამ მხარეს ვსტუმრობდი, მადრიდში კი მეგობარი მელოდებოდა და თავისთან მტოვებდა, ამიტომაც იქ ბინის ქირაობა არ დამჭირდა.  ანდალუსიაში რამდენიმე კონკრეტული ქალაქი დავგეგმე მათშორის: კორდობა, სევილია, კადისი, რონდა, სეტენილ დე ლას ბოდეგას, ოლვეირა, გრანადა, მიხასი, მალაგა, შეიძლება ითქვას რომ ანდალუსიაში აუცილებლად სანახავი ქალაქები მოხვდა ჩემ სიაში, თუმცა რამდენიმე ისეთი “სოფელი” ავირჩიე რომელიც ნამდვილად ძალიან ცოტამ თუ იცის, მათშორის ესპანელებმაც. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ეს ქალაქები რომ შევარჩიე! ესპანეთს მოჰყვა ვროცლავი (პოლონეთი), პრაღა (ჩეხეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ვენა (ავსტრია).

მოკლედ როგორც იქნა მთავარ ქალაქებში ვიქირავე ბინები და დამშვიდებულმა გავაგრძელე სხვა დეტალებზე მუშაობა. გადავწყვიტე რომ ანდულუსიის ტური მალაგაში დამემთავრებინა და მერე პოლონეთში წავსულიყავი კერძოდ კი ვროცლავში სადაც აგრეთვე ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ, მაგრამ მალაგა – ვროცლავი ფრენა ძალიან რთული სანახავი აღმოჩნდა, ვნახე თუმცა, ძალიან ძვირი ღირდა დაახლოებით 100 ევრომდე! ამიტომ დავიწყე მოვლითი გზების ძებნა და ბევრი წვალების შემდეგ, ერთი ფრენის სანაცვლოდ, ორი სხვადასხვა ბილეთი ვიყიდე, ანუ არა ტრანსფერი, არამედ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფრენა, ერთი მალაგა – პარიზი (20 ევრო) და პარიზი – ვროცლავი (20 ევრო) ანუ საერთო ჯამში 40 ევრო, საათებიც მშვენივრად დავამთხვიე და ფასიც მისაღები იყო, ამიტომ არ დავაყოვნე და ვიყიდე! მადლობა რაინეარს რომ არსებობს!

imss2

ესეიგი მაქვს ბილეთი თბილისიდან მადრიდამდე, აგრეთვე ბინების ჯავშანი ყველა სასურველ ქალაქში, თვითმფრინავის ბილეთები მალაგადან პოლონეთამდე და დამრჩა ქალაქებს შორის გადაადასადგილებელი იაფი საშუალების მოძებნა. პოლონეთიდან კერძოდ კი ვროცლავიდან გადავწყვიტე პრაღაში ჩასვლა, მერე კი ვიენაში და ბოლოს ბუდაპეშტიდან მინდოდა წამოსვლა, ამიტომ დავიწყე უკან დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთის ძებნა რომელიც არცთუ ისე იოლი სანახავი აღმოჩნდა, მოგეხსენებათ რომ ბუდაპეშტიდან ქუთაისში ვიზეარი დაფრინავს, რომელიც იაფია, თუმცა სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ძვირი მიჯდებოდა. როგორც მახსოვს ფრენა ყოველდღე არ სრულდებოდა, ამიტომ ბუდაპეშტში იმაზე დიდხანს უნდა დავრჩენილიყავი, ვიდრე გათვლილი მქონდა, ზუსტად ამის გამო მიძვირდებოდა ვიზეარის ბილეთი! დავიწყე ალტერნატიული გზების ძებნა და ერთადერთი რაც იაფი, მაგრამ არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა, მარშუტის შეცვლა იყო, კერძოდ კი: პრაღა – ბუდაპეშტი – ვიენა და ვიენადა ფრენა თბილისში ისევ პეგასუსით რომელიც სადღაც 81 ევრო დამიჯდა, დამეთანხმებით საკმაოდ იაფია. რაც შეეხება პრაღა – ბუდაპეშტის გზას ავტობუსი სადღაც 20 ევრო დამიჯდა და ბუდაპეშტი – ვიენა 10 ევრომდე, ამიტომ არც თუ ისე ცუდი ვარიანტი შემრჩა ხელში. ესეც ასე! უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მაქვს! მადლობა ისევ პეგასუსს!

ამ ყველაფრის შემდეგ დამრჩა მხოლოდ შიდა ტრანსპორტირების მოგვარება, აქ გადავწყვიტე რომ წინასწარ არაფერი დამებრონა და ადგილზევე მეყიდა ბილეთები, რათქმაუნდა დაახლოებითი ფასები მაინც ვნახე წინასწარ, აგრეთვე ვნახე რით შეიძლებოდა გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში და ამ ძებნა ძებნაში მივადექი ერთ საინტერესო ვებ-გვერდს რომელმაც, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება გამიადვილა და ამასთან ერთად გამიიაფა კიდეც! ეს გახლავთ bla bla car რომ გითხრათ ახალი “ველოსიპედიათქო” მოგატყუებთ მაგრამ, მისი არსებობა მე ნამდვილად არვიცოდი და ამიტომ ძალიან გამიხარდა რომ მივაგენი!

ესეიგი რახდება ახლა, შედიხართ ვებ-გვერდზე, რეგისტრირდებით და ირჩევთ ქვეყანას სადაც მოგზაურობთ, შემდეგ უთითებთ ქალაქებს, ანუ საიდან სად მიდიხართ და ეძებთ მძღოლს რომელსაც კარგი რეიტინგი აქვს და შესაბამისად თქვენთვის მისაღები ფასი. როგორც მახსოვს, მსგავსი ვებ-გვერდი ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გაამართლა, თუმცა ევროპაში ამართლებს და ძალიან კარგადაც. შეიძლება ითქვას რომ ამ ვებ-გვერდის დახმარებით 50% ნაკლები გიჯდებათ მგზავრობა, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტით. ერთადერთი რა პრობლემასაც გადავაწყდი არის ვალუტისა და ვებ-გვერდის ენის სწორი კომბინაცია, ჩვენს სასარგებლოდ. თავიდან როდესაც ვებ-გვერდზე ხსნით, პირველ გვერდზე გამოაქვს ფანჯარა, იდეაში უნდა აირჩიო ის ქვეყანა სადაც მოგზაურობას აპირებ, მაგალითად შენ ირჩევ ესპანთს, შესაბამისად ვებ-გვერდს ესპანურად გიხსნის, ვალუტას კი ევროში გაჩვენებს, აგრეთვე შეგიძლიათ სხვა ქვეყნების არჩევაც, მაგალითად ინგლისის, ამ შემთხვევაში ენა ინგლისრუია და ვალუტა ფუნტი სტერლინგი, ირჩევ რუსულს და ვებ-გვერდი გამოდის რუსულად, ვალუტა კი რუბლი და ა.შ. თუმცა სამწუხაროდ, ვებ-გვერდზე რა ვალუტასაც მიუთითებთ ენასთან ერთად, იმ ვალუტაში ხორციელდება ტრანზაქციაც :( არადა ყველაზე ხშირად ევრო გვინდა, მაგრამ მაშინ ენა იქნება იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანასაც აირჩევ ვებ-გვერდზე შესვლისას. მოკლედ იმედია ნორმალურად ავხსენი პრობლემა და ამიტომ უკვე გადავალ ამ პრობლემის მოგვარების ხერხზე, ესეიგი აირჩიეთ ინგლისი ან რუსეთი როგორც სამოგზაურო ქვეყანა, გააჩნია რომელ ენაზე საუბრობთ უფრო უკეთესად, (შეგიძლიათ ესპანური იტალიური და სხვა ენებიც აირჩიოთ თუ იცით) შესაბამისად ვებ-გვერდის ენა იქნება თქვენთვის მისაღები, ამის შემდეგ კი, ნებისმიერ ქვეყანაში მოძებნით ადამიანს, რომელსაც გინდათ რომ დაემგზავროთ ერთი ქალაქიდან მეორეში, დაიმახსოვრეთ შერჩეული მძღოლი და ისევ შეცვალეთ ვებ-გვერდი იმ ქვეყანაზე, სადაც ვალუტას ევროში ანახებს, შემდეგ კი იგივე საძიებო ოფციებით იპოვეთ ის შერჩეული მძღოლი. სამწუხაროდ ამხელა წვალება უწევს იმ ქვეყნების მოქალააქებს რომლებიც არარიან დამატებულნი ვებ-გვერდზე ჩამონათვალში, მაგრამ მერწმუნეთ ეს საქმე ამ წვალებად ნამდვილად ღირს! 50% ეკონომია ხუმრობა ხომ არარის? თუ გაგიმართლათ და მანქანაში თქვენთან ერთად მძღოლიც და სხვა მგზავრებიც ინგლისურად ლაპარაკობენ, მთლად უკეთესი თქვენთვის, იმიტომ რომ უფრო საინტერესოდ გაატარებთ დროს (ჩემ შემთხვევაში მძღოლი მეგრულად უფრო კარგად საუბრობდა ვიდრე ინგლისურად). რაც მთავარია გზაში, თუ რამე მოგეწონათ გადასაღებად ან მოწევა მოგინდათ ან თუნდაც ყავის დალევა, რამდენიმე გარანტირებული გაჩერება აუცილებლად გექნებათ!

მიზანი მიღწეულია, ვიზა პასპორტშია, ჯავშნები “მეილზეა”, საჭირო ვებ-გვერდების სია დამახსოვრებულია და მოგზაურობის სურვილი გამძაფრებულია! შემდეგ პოსტს უკვე თავად ქალაქებზე და ქვეყნებზე მოყოლით გავაგრძელებ, ასე რომ დამელოდეთ! :)

2358 სულ 1 დღეს