Airbnb – იმოგზაურე 190 ქვეყანაში და თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში

11/17/2014

დიდიხანია მინდა დავწერო ეს პოსტი, ჯერ კიდევ შარშან, აგვისტოში რომ ვიმოგზაურე, იქიდან მოყოლებული, თუმცა ვერა და ვერ მოვაბი თავი და ახლა იმედია, ბოლომდე მივიყვან ამ პოსტს. ბოლო ორი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრიჯერ გადავკვეთე ქვეყნის საზღვრი, შარშან 2013 წლის გაზაფხულზე მალაიზია და სინგაპური, შემდეგ ამავე წლის ზაფხულში იტალია და ესპანეთი მოვინახულე, წელსაც აგვისტოში იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიას ვესტუმრე. ამ მოგზაურობის შესახებ შემდეგ პოსტში დავწერ.  ახლა კი მინდა მოგიყვეთ ერთ საინტერესო და სასრგებლო საიტზე, რომელიც ძალიან გამოადგებათ მოგზაურობის მოყვარულებს. შეიძლება ვიღაცამ იცის კიდეც, მაგრამ ბევრმა არა, ამიტომ გაიცანით და გიყვარდეთ ეს  Airbnb.com-ია.

მე უკვე დიდიხანია booking.com-ის და სხვა მზგავსი საიტების ნაცვლად  ვიყენებ ამ საიტს, Airbnb.com <<< (გადადით ამ ლინქით და დარეგისტრირდით, ამის შემდეგ მიიღებთ საჩუქრად 20 ევროს, რომელსაც გამოიყენებთ მომავალში სახლის ქირაობისას) აქ სასტუმროს ნაცვლად შეგიძლიათ იქირავოთ სახლი ან სახლში ერთ ოთახი, ოღონდ არა ისეთი ბათუმში რომ ქირავდება ხოლმე… აქ თითქმის ბათუმურ ფასად ქირაობთ (რათქმაუნდა გააჩნია ქვეყანს) მაგრამ გაცილებით უკეთეს “აპარტამენტებს”, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მოკლედ მიხვდით ალბათ რისი თქმაც მინდოდა ამ შედარებით… სულ 9-ჯერ გამოვიყენე ამ საიტის სერვისი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძ ა ლ ი ა ნ! რაც მთავარია სასტუმროებთან შედარებით 50% ეკონომია გავაკეთე (არ ვაჭარბებ) და მივიღე თითქმის ისეთივე სერვის და ოთახი, როგორიც საშუალო, ზოგჯერ კი მაღალი დონის სასტუმროებშია. აქ WI-FI-ც უფასოა და ძირითად შემთხვევებში სარეცხი მანქანაც, (იცით ალბათ სასტუმროში დამატებით თანხას იხდი ამ სერვისებში) რაც შეეხება საჭმელს, ჭამ ისე როგორც შენ გინდა და როცა შენ გინდა, თუმცა უნდა ითქვას რომ, ხანდახან  საუზმეც შედის საფასურში. მოკლედ თავს გრძნობ სახლში… თითქმის საკუთარ სახლში. ნუ ჩემს გამოცდილებაზე როგორც უკვე გითხარით შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, აქ კი, ამ უნიკალურ საიტზე ვისაუბრებ.

დავიწყებ იმით რომ აგიხსნით თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. შედიხართ საიტზე, გაივლით რეგისტრაციას სადაც საჭიროა მიუთითოთ ყველა ის ინფორმაცია (ტელეფონი, მეილი, სკანირებული პირადობა და ა.შ.) რომელიც შემდეგში გამოადგება იმ ადამიანს, რომლის ბინაც უნდა იქირაო, აგრეთვე გამოგადგება შენც, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტ რომ შენც გააქირავო საკუთარი სახლი ან ოთახი მომავალში.

მოკლედ რეგისტრაციის შემდეგ იწყებთ სახლის ძებნას იმ ქალაქში, სადაც აპირებთ წასვლას, ჩაწერთ საძიებო ველში ქალაქის სახელს და ამოგიყრით უამრავ ვერსიას, რომელიც თქვენ თავად უნდა გაფილტროთ, იქ არსებული”ფილტრის” საშუალებით. მისი დახმარებით შეძლებთ ძებნის შედეგის დალაგებას თქვენი მოთხოვნების შესაფერისად, დაწყებული ბინის ფასის რეგულირებით, დამთავრებული ბინაში საწოლების რაოდენობით. ბინის შერჩევის შემდეგ, უკვე ნახულობთ კონკრეტულად დეტალებს: ფოტოები, მდებარეობა, აღჭურვილობა, და რაც მთავარია “რევიუები“, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ამ ბინის ავკარგიანობის გარკვევაში, ამიტომ ყურადღებით გაეცანით ბინის აღწერას და იმ ადამიანების გამოხმაურებებს, რომლებმაც თქვენამდე უკვე იქირავეს ეს ბინა. (აქვე გეტყვით რომ, ვერ დაწერ “რევიუს” მანამდე თუ არ გაქვს ნაქირავები ეს ბინა) ასე რომ იქ ვერ შეხვდებით ახლობლების სუბექტურ კომენტარებს, რევიუების სახით.

სანამ ბინას იქირავებდეთ მანამდე, აუცილებლად მიწერეთ მის მეპატრონეს პირადი შეტყობინების სახით, უთხარით რომ ჩასვლას აპირებთ ამა თუ იმ მიზნით, უთხარით საიდან ხართ და ა.შ. უბრალოდ გამოესაუბრეთ, თუ რამე დეტალი გაინტერესებთ რაც აღწერაში არიყო შეგიძლიათ ჰკითხეთ. აგრეთვე დასაშვებია ფასის დაკლების თხოვნაც, ანუ შეგიძლიათ სთხოვოთ რომ  “Special Offer”-ი გამოგიგზავნოთ, ძირითად შემთხვევაში, თითო ღამეზე 1-2 ევროს აკლებენ ხოლმე. ამ გასაუბრების შემდეგ, თუ ის კარგად წარიმართა, “ბინის” გვერდზე ნახულობთ ღილაკს “Request To Book” და აჭერთ რის შემდეგაც შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ოფიციალურად ქირაობთ მთლიან სახლს ან მხოლოდ ერთ ოთახს ამ სახლში. გაითვალისწინეთ რომ თუ სახლის მეპატრონემ, გამოგიგზავნათ “Special Offer”-ი პირად შეტყობინებაში, მაშინ “Request To Book”-ის ნაცვლად აჭერთ გამოგზავნილ ლინქს, რათა მიიღოთ ეს ფასდაკლება. აგრეთვე არ დაგავიწყდეთ რომ 20 ევროს მიიღებთ საჩუქრად ვირტუალურ ანგარიშზე, თუ ამ ლინქით გადახვალთ და დარეგისტრირდებით Airbnb, ზუსტად ეს 20 ევრო მოგაკლდებათ ბინის მთლიანი საფასურიდან, შედეგათ კი დიდ ეკონომიას გააკეთებთ.

არ შეგეშინდეთ თანხის დაკარგვის ან “გადაგდების” მასპინძლის მხრიდან, რადგან Airbnb-იმ შეიმუშავა ამდაგვარი სიტუაციებისგან დასაცავი კარგი მექანიზმი, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, როდესაც თქვენ ქირაობთ ბინას და იხდით თანხას, ამ თანხას ჯერ Airbnb-ი ინახავს და მხოლოდ მაშინ ურიცხავს სახლის მეპატრონეს, როდესაც თქვენ ჩადიხართ მის ბინაში და ჩერდებით სულ მცირე 24 საათს, თუ ამ დროის მანძილზე თქვენ, საიტის მეშვეობით, უკან არ გამოითხოვთ გადახდილ თანხას, ანუ არ ისარგებლებთ ღილაკით “Cancellation” , ის ავტომატურად ჩაერიცხება სახლის მეპატრონეს, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ კმაყოფილი ხართ ამ ბინით და აპირებთ დარჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ გადახდილი თანხა თითქმის სრულად, მხოლოდ 24 საათის გასვლამდე. თითქმის სრულად იმიტომ დავწერე რომ Airbnb-ი იღებს გადახდილი თანხის 6%-დან 12%-მდე, ეს ანგარიშდება დღეების მიხედვით, ანუ რაც უფრო დიდხნით ქირაობთ ბინას მით უფრო პატარაა საერთო თანხის პროცენტი და პირიქით. ზუსტი პროცენტის ნახვა თქვენ, ბინის ქირაობამდე შეგიძლიათ. თუ კი ჩასვლისას, ბინა ან მისი მეპატრონე არ მოგეწონათ და ამ 24 საათში გადაწყვიტეთ თანხის უკან დაბრუნება, Airbnb-ი თავის პროცენტს იტოვებს დანარჩენ თანხას კი გირიცხავთ უკან ანგარიშზე თითქმის მომენტალურად.

ბინის დატოვების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ Airbnb-ზე, ამ სახლის გვერდზე დაწეროთ “რევიუ”, აგრეთვე როგორც მოგზაურს “რევიუს” თავად ბინის მეპატრონეც დაგიწერთ, ეს კომენტარები მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როდესაც “რევიუს” ორივე მხარე წერს.

აქვე უნდა ითქვას რომ შარშან ამ საიტს არ ჰყავდა ქართველი მომხმარებელი ისე, როგორც ახლა ჰყავს. მათ შორის არიან მოგზაურები და ისევე ბინის მეპატრონეები, რომლებიც აქტიურად აქირავებენ თავიანთ სახლებს უცხოელებზე. რაც მინდა გითხარათ რომ, საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროა!  ასე რომ, თქვენც გირჩევთ შემოუერთდეთ ამ საიტს თუ გიყვართ მოგზაურობა ან უბრალოდ გაქვთ ზედმეტი ოთახი გასაქირავებლად.

ამაზე უფრო დეტალურად ვისაც აინტერესებს ამ საიტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თავად საიტის “HELP” ინგლისურ ენაზე ან “Помощь” რუსულ ენაზე, აგრეთვე შეგიძლიათ მკითხოთ მე კომენტარის სახით, მე ჩემის მხრივ კი ვეცდები რომ, მაქსიმალურად მალე გიპასუხოთ ხოლმე.

გისურვებთ ბევრ და კარგ მოგზაურობას!

4447 სულ 1 დღეს