მოგზაურობა მალაიზია-სინგაპურში

მოგზაურობა ეს არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს მიჩვევას, ეს არის თავბრუდამხვევი თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით აღსავსე გზა, გზა რომელსაც სიამუვნებით გადიხარ და ყოველი გადადგმული ნაბიჯი წაუშლელ კვალს ტოვებს შენს მეხსიერებაში.

მალაიზია და სინგაპური, 10 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც ახლა ყველაზე ფერადათ არის ჩემს მეხსიერებაში და ფირზე აღბეჭდილი. ეს არის მხარე რომელიც თავისი ეგზოტიკით, კონტრასტებითა და საოცარი სუბკულტურით ბევრი ქვეყნისგან გამოირჩევა

მალაზიაში მოსახვედრად საკმაოდ დიდი გზის გავლა მომიწია, პირველი რაც ყველაზე მკაფიოდ ვიგრძენი სიცხეა! გაიღო თუ არა აეროპორტის კარი სუნთქვა შემეკრა, მეგონა მარსზე ამოვყავი თავი, სადაც ჟანგბადი საერთოდ არარის… მერე ნელა-ნელა შევეჩვიე და ასე მძაფრად აღარ მიგვრძნია ტროპიკული კლიმატი, რომელიც მალაიზიაში მთელი წლის მანძილზე თითქმის უცვლელად მძვინვარებს, აქ მხოლოდ ერთი სეზონია და ეს არის ზაფხული, წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე მერყეობს, ამ კლიმატს განაპირობებს მალაიზიის ადგილმდებარობა, რომელიც ზუსტად ეკვატორზეა და შესაბამისად გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი აქ არარსებობს.

მეფის სასახლე
მეფის სასახლე

პირველი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურიში გავჩერდი. რომელიც მდიდარია კულტურული ძეგლებით, ნაციონალური კერძებით, მაღალი ცათაბრჯენებით და სხვა მრავალი ღირშესანიშნაობებით. კუალა ლუმპურში 9 მილონამდე ადამიანი ცხოვრობს, აქ არიან ჩინელები, ინდოელები, ვიეტნამელები და თავად მალაიზიელები. დედაქალაქის დათვალიერება მისი გარეუბნებით დავიწყე, რადგან სწორად აქ ნახავთ ისტორიულ მუზეომებს, სხვადასხვა კულტურულ ძეგლებს და ძველ სასახლეებს, ისინი მალაიზიის ერთ-ერთ უმთავრეს ისტორიულ სიმდიდრეს წარმოადგენენ. პირველი წაგვიყვანეს მეფის სასახლესთან, დიახ მალაიზიას ჰყავს მეფე რომელსაც ირჩევენ სულთანები, თუმცა უმთავრეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც პრემიერ მინისტრი იღებს.

ამის შემდეგ ვეწვიე “ბატუ”-ს მღვიმეებს, სადაც ინდოელების უამრავი წმინდა ტაძარია განთავსებული. ამ მღვიმეებში ძველი ინდოელები სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ, მსხვერპლს წირავდნენ ღმერთებს და თითქმის მთელ დღეს ლოცვაში ატარებდნენ. მღვიმეს მთავარ კარიბჭესთან მისასვლელად თქვენ 272-ზე მეტი კიბე უნდა აიაროთ. სანამდე კიბეებს აივლით, აუცილებლად დაინახავთ “ბუდას” უდიდეს ძეგლს, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილი თავის სიდიდით. აგრეთვე გაითვალისწინეთ რომ ამ ტერიტორიაზე უხვად არიან თავისუფალი და ონავარი მაიმუნები რომლებიც გამოირჩევიან ქურდბაცაცობით, ასე რომ მოერიდეთ მათთან ახლო კონტაქტს და გაუფრთხილდით ჯიბეებს.

მღვიმე "ბატუ" და ბუდას ქანდაკება
მღვიმე “ბატუ” და ბუდას ქანდაკება

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ, მალაიზიელები ძალიან კონტაქტურები არიან, რაც მთავარია უმრავლესობა ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად, ასე რომ მათთან კონტაქტში შესვლა არ გამჭირვებია.
ქალაქში სეირნობისას აუცილებლად შენიშნავთ უამრავ მოპედს და მოტოციკლს, აქ ეს გადაადგილების საშალება ძალზედ პოპულარულია. ქალაქის ერთ ნაწილში, თითქმის ყველგან, აუცილებლად იგრძნობთ ადგილობრივი კერძების მძაფრ სუნს , ალბათ მათთვის ვინც პირველად არის ამ ქვეყანაში, ამ ფაქტმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, როგორც ჩემში, თუმცა ეს მხოლოდ პირველი 2-3 დღე, შემდეგ იმდენად ეჩვევი რომ საერთოდ აღარ რეაგირებ.

მოპედები და მოტოციკლები

როგორც უმეტესობა ქვეყნაში აქაც, ქალაქი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ, ძველი და ახალი . ძველ კუალა ლუმპურში არის ქუჩა სადაც ეგრეწოდებული “სთრით ფუდ” ქუჩის საჭმელი იყიდება, ვისაც გიყვართ ეგზოტიკური საჭმელები, ზღვის პროდუქტები და ტროპიკული ხილი, მაშინ გეტყვით რომ ეს ქუჩა თქვენთვის სამოთხეა. აქ უამრავი სახეობის საჭმელი ვნახე, მათ შორის: ჩინური, მალაიზიური და ვიეტნამური ნაციონალური კერძები.

IMG_7492
Street Food
IMG_7499
Street Food

რაც შეეხება ახალ კუალა ლუმპურს ეს იგივე დედაქალაქის ცენტრია, რომელიც ნამდვილი ლაბირინთია, დიდი შენობებით, უამრავი სავაჭრო ცენტრებით, კაფეებითა და სასტუმრობეით. თუ არ გყავთ ადგილობრივი მეგზური ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში არ გაქვთ “ჯიპიესი”, თავისუფლად შეიძლება დაიკარგოთ ქალაქის ქუჩებში. თითქოს დედაქალაქის ეს ნაწილი უფრო ცივილურად გამოიყურება, არვიცი ყოველშემთხვევაში ასე დავინახე მე.

მალაიზიაში ყველაფერი იაფია, (ამ შემთხვევაში ევროპასთან ვაკეთებ შედარებას). აქ თქვენ ნახავთ ყველა სახის სავაჭრო ცენტს, მათ შორის: ტანსაცმლის, სამკაულის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომობილის და ა.შ. თითოეული მათგანისთვის ცალკეა სავაჭრო ცენტრი აშენებული, რაც ერთის მხრივ უფრო გიადვილებს სასურველი ნივთის შეძენას.

გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ქალაქის ცენტრში მდებარე ეგრეწოდებული “თვინ თაუერი” რომელიც კუალა ლუმპურის კიდევ ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ორი, 88 სართულიანი, სრულიად იდენტური შენობა, რომელსაც ერთი პატარა ხიდი აერთიანებს, იგი ქალაქში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. შიგნით განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და კაფე-ბარები. გარშემო კი ულამაზესი მოცეკვავე, ფერადი შადრევანი ამშვენებს. ეს შენობა თავის შადრევანთან ერთად განსაკუთრებით ღამეა ლამაზი.

Petronas Twin Towers
Petronas Twin Towers

ღამის ცხოვრება კუალა ლუმპურში ძალიან საოცრად ვითარდება, კაფეები და ბარების ძირითადი ნაწილი 10 საათისთვის იხურება, თუმცა აქ არის ერთი ქუჩა რომელიც კუალა ლუმპურის ძველ უბანშია, აქ ღამის ხუთ საათამდე გრძელდება ღამის ცხოვრება. ამ ქუჩაზე თქვენ ნახავთ უამრავ კაფეს, რესტორანს, ტაილანდური მასაჟის სალონებს, მაღაზიებს და ისეთ სალონებსაც, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები თავს “ტაილანდური მასაჟის მცოდნეებათ ასაღებენ” აქვე ახლოს აუცილებლად გადაეყრებით მამაკაცებს, რომლებიც ეგრეწოდებული “სუტინიორობით” ირჩენენ თავს და გთავაზობენ არა ერთ, ან ორ ქალს, არამედ მთელ მენიუს, ფურცელზე დაწერილს თავის ფასებით და დამატებით მომსახურეობებით. ვიცოდი რომ ტაილანდში ეს კულტურა ძალიან პოპულარულია დღემდე, თუმცა როგორც ჩანს არც მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლუმპური ჩამოუვარდება მას ამ საქმეში!

"ნამდვილი" ტაილანდური მასაჟის სალონი
“ნამდვილი” ტაილანდური მასაჟის სალონი

მეორე დღეს ჩემმა გიდმა ქალაქ მელაკაში წამიყვანა, რომელიც ძირითადათ ჩინელებითაა დასახლებული, ამიტომ აქ ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ ჩინურ კვარტლებს, რესტორნებს, მუზეომებს და კულტურულ ძეგლებს. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ჩინური ნაციონალური კერძები, ან შეიძინოთ ძვირფასი და ძველებური ანტიკვარული ნივთები. ეს ქალაქი პატარა ჩინეთია მალაიზიაში. აქ ბევრი მოსაყოლი არც არაფერია ამიტომ პირადპირ გავაგრძელებ…

IMG_7343
კათოლიკური ტაძარი მელაკაში

მელაკას შემდეგ გავემგზავრე ქამერონ ჰაილენდში, მთების და ჩაის მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ ესტუმროთ ამ დაბას, ადგილი რომელსაც ჩაის სამოთხეს ეძახიან, ეს მალაიზიის ყველაზე მაღალი რაიონია, იგი კუალა ლუმპურიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1500 – 1800 მეტრზე მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, მოიწყოთ სამთო ტური და ნახოთ ულამაზესი ჩაის პლანტაცია. აქ ჩაის მხოლოდ შავი სახეობა ხარობს. იქვე პლანტაციებთან ახლოს აუცილებლად შენიშნავთ მაღაზიას, სადაც უამრავი სახეობის ჩაი დაგხვდებათ. გარდა ჩაის პლანტაციებისა ქამერონ ჰაილენდში უხვად არის მარწყვის პლანტაციებიც. ეგზოტიკის მოყვარულებს კი გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ იქ არსებული ტერარიუმი, სადაც სხვადასხვა სახეობის მწერი და ქვეწარმავალი დაგხვდებათ. კალიები, გველები, ხვლიკები და ხოჭოები – ეს იმ არსებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ამ ტერარიუმში იხილავთ. გამბედავ ადამიანებს კი მათი ხელში აყვანაც შეგიძლიათ, რათქმაუნდა მომვლელთან შეთანხმებით, რადგან ზოგიერთი მწერი თუ ქვეწარმავალი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს . ერთი სიტყვით ქამერონ ჰაილენდი პატარა თუმცა საკმაოდ ეგზოტიკური დაბაა, სადაც ნახავთ ჩაის პლანტაციებს, მთებს, ულამაზეს ჩანჩქერს, სხვადასხვა ეგზოტიკურ არსებებს, ასევე აქ დაგხვდებათ ძალიან ცვალებადი ამინდი, თუმცა სასიამოვნო კლიმატი და კარგი ჰაერი.

ჩაის პლანტაცია "ქამერონ ჰაილენდი"
ჩაის პლანტაცია “ქამერონ ჰაილენდი”
IMG_7872
მწერი სახეწდებით “ფოთოლა” დაახლოებით ასე ქვია :)))

მთიდან გეზი კუნძულისკენ ავიღეთ, პენანგი ასე ქვია კუნძულს რომელის დედაქალაქიც “ჯორჯ თაუნი” გახლავთ. კუნძული როგორც კუალა ლუმპურიდან ისე, ქამერონ ჰაილენდიდანაც საკმაოდ შორსა. 2008 წლიდან პენანგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეიტანილი. როგორც ადგილობრივებისგან გავიგე აქ დაახლოებით 1000-დან 2000-მდე აუცილებლად სანახავი კულტურულ-ისტორიული ძეგლია, რომელიც მთელს კუნძულზე მიმოფანტული. მათი ნახვა შეგიძლიათ როგორც ფეხით ისე ავტობუსით რომელსაც სახელმწიფო ტურისტებს უფასოდ სთავაზობს.

აუცილებლად უნდა მოინახულოთ: პენანგის ნაციონალური პარკი, ჩიტეპის პარკი სადაც დაახლოებით 800 სახეობის მფრინველი ბინადრობს, “გველის ტაძარი” რომელიც 1850 წელს აშენდა, ბუდისტი ბერი-მკურნალის ჩორ სუ კონგას საპატივცემულოდ. ეგრეწოდებული “ბირმანული ბუდისტური ტაძარი”, მოპირდაპირე მხარეს კი ნახავთ “ტალანდურ ბუდისტურ ტაძარს” რომელიც ძალიან ლამაზი და ფერადია, როგორც გარედან ასევე შიგნით. დღის მანძილზე ამ ტაძარებში ბევრ ბუდისტს ნახავთ, რომლებიც სალოცავად იკრიბებიან. ეს იმ კულტურული ძეგლების მცირე ჩამონათვალია რომელიც აქ უხვადაა.

IMG_8073
ბირმანული ბუდისტური ტაძარი
IMG_8085-copy
ტაილანდური ბუდისტური ტაძარი

კუნძულის ერთი მხარე ინდუსტრიულ ნაწილს წარმოადგენს მეორე კი კურორტია სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის და ისვენებს. ზოგადად კუნძულზე ბევრი სასტუმროა, ეტყობა ტურისტების რაოდენობის შესაბამისად. წყალი რომელიც კუნძულს გარშემო აკრავს ოკეანედან შემოედინება თუმცა ერთ მხარეს ძალიან ამღვრეული და დაბინძურებული, მეორე მხარე კი გაცილებით სუფთაა. აქ ზღვაში ბანაობას ბევრი ტურისტი უფრთხის, რადგან ადგილობრივები იქ არსებული მედუზებზე აფრთხილებენ, რომლის დასუსხვაც ძალიან საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის, თუ 24 საათში არ გაიკეთე სპეციალური აცრა, სიკვდილი გარდაუალია. ამის გამო ტურისტები ძირითადათ სასტუმროებში არსებულ საცურაო აუზებს ეძალებიან. (მედუზა ქვევით ვიდეოში ნახეთ)

IMG_8148
ერთ-ერთი სანაპირო დილით

პენანგზე უცილებლად უნდა ესტუმროთ “ღამის ბაზარს” როგორც მას ადგილობრივები ეძახიან. დაახლოებით კილომეტრზეა გადაჭიმული “ბაზარი” სადაც ყველაფერი იყიდება, თუმცა დედაქალაქთან შედარებით უფრო ძვირად, ანუ უხეშად რომ ვთქვათ კურორტის ფასებში, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის ტურისტებს, რომლებიც უხვად არიან “ღამის ბაზარზე” გამოსულები. პენანგი საოცარი კუნძულია აქ თქვენ ნახავთ ულამაზეს პარკებს, უამრავ კულტურულ ძეგლს და რაღათქმაუნდა დაისვენბთ ულამაზეს სანაპიროზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ რომ მალაიზიაში მოგზაურობის დროს კუნძულ პენანგის ნახვა აუცილებელია.

კუნძულ პენანგიდან დავბრუნდით კუალა ლუმპურში, თითქმის მთელი დღე გზაში გავატარე, ჩასვლისთანავე სასტუმროში მივედი და რამდენიმე საათში გამოვდეი გარეთ ქალაქის დასათვალიერებლა. იმდენი ვიარე და იმდენი რამ ვნახე რომ დრო როგორ გავიდა ვერც ვიგრძენი ასე საყვარლად დამათენდა კუალალუმპურში. (ფოტოებში ანხავთ ღამის კადრებს)

მეორე დღეს კი უკვე სინგაპურში გავემგზავრე. სანამ აეროპორტში შევიდოდი ჩვენმა გამცილებელმა გამაფრთხილა რომ სინგაპურში არ იყიდება საღეჭი რეზინა, აკრძალულია მისი ტარება და განსაკუთრებით მისი ქუჩაში დაგდება, თუმცა ტურისტებზე მხოლოდ მესამე წესი ვრცელდება, ანუ მე შემეძლო საღეჭი რეზინის სინგაპურში შეტანა, გამოყენება თუმცა ქუჩაში მისი დაგდება 300$-იანი ჯარიმით დამთავრდებოდა.

როდესაც სინგაპურში ჩასვლისას გიდს ამ წესის შესახებ ვკითხე მან მიპასუხა: სახელმწიფოს მიაჩნია რომ ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საღეჭ რეზინს ფრინველებისთვის, ასფალტისთვის რომლიდანაც მისი მოშორება ძალიან ძნელი, აგრეთვე ზიანს აყენებს სხვადასხვა მექანიზმების. მაგალითად კი ის შემთხვევა მოიყვანა რომლმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვრპლა ერთ-ერთ ქარხანაში სადაც საღეჭი რეზინი აგრეგატში მოხვდა და ამან აფეთქება გამოიწვია. გარდა ამისა მან სხვა ჯარიმების და წესების შესახებაც მიამბო. თურმე სახალხო ადგილებში მოწევისთვის ჯარიმა 1000 დოლარია, გზის არასწორ ადგილზე გადაკვეთაზე კი 500 დოლარი, გზის სავალ ნაწილზე ნაგვის დაყრაზე და გადაფურთხებაზე აგრეთვე 500 დოლარი, 300 დოლარით დაგაჯარიმებენ თუ საკვებს და სასმელს ისეთ ადგილზე მიირთმევ სადაც ეს აკრძალულია და ბოლოს მანქანაში ღვედის გარეშე თუ შეგნიშნეს 120$-ით გაჯარიმებენ. როგორც მალაიზიაში აქაც ძალიან ბევრს ჰყავს მოტოციკლი, თუმცა განსხვავებით მალაიზიისგან აქ გასაგებიცაა რატომ ჰყავს უმრავლეოსობას მოტოციკლი და არა მანქანა, რადგან თუ ავტომობილი გყავს, ვალდებული ხარ წლის განმავლობაში გადაიხადო ავტომობილის ღირებულების 140%-ი, გარდა ამისა მართვის მოწმობის აღება იმდენად გართულებულია და ისეთი ძვირია რომ უმრავლესობა თავს არიდებს ამ მეტად სახლაფორთო საქმეს. მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ ეს თემა, ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ ერთს დავამატებ რომ, ეს კანონი სინგაპურის სახელმწიფომ დაახლოებით 15-20 წლის წინ მიიღო, ქვეყანა იმდენად პატარა იყო რომ, ამდენ მანქანას ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ გადაწყვიტეს წელიწადში ავტმობილების მატება ქვეყნის მაშტაბით, მხოლოდ 3%-ით ყოფილიყო დასაშვები, რამაც ქვეყანაში მოტოციკლეტების პოპულარიზაცია გამოიწვვია.

მიუხედავათ იმისა რომ სინგაპური 47 წლის წინ მალაიზიას ეკუთვნოდა და ახლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩასვლის თანავე მკვეთრად ვიგრძენი განსხვავება, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქით და ხალხით დამთავრებული. გეტყვით რომ სინგაპურის აეროპორტი მსოფლიოში მეორე ადგილზეა თავის სილამაზით, პირველ ადგილს კი, არ თმობს ჰონ-კონგის აეროპორტი. სინგაპური საოცარი კუნძულოვანი სახელმწიფოა რომელიც ტერიტორიულად ძალიან პატარაა და სიგრძეში სულ რაღაც 42, სიგანეში კი 23 კილომეტრია.

აუცილებლად მინდა ერთი ორი სიტყვით შევეხო სინგაპურის ეკონომიკას და გითხრათ რომ 2009 წელს, 134 ქვეყნიდან 3-ადგილი აიღო როგორც ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადმა ქვეყანამ. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს სინგაპურის ადგილმდებარეობა რუკაზე, რომელიც სატვირთო გემებისსთვის ჰაერივით საჭიროა… აქ არის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მსოფლიოში, სადაც დღეში უამრავი გემი ჩერდება.

სინგაპურში ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის სასმელი წყალიც, ადგილობრივად თითქმის არაფერი მზადდება, რის გამოც მალაიზიისგან განსხვავებით აქ ყველაფრის ფასი გასამაგებულია, თამამად შეიძლება ითქვას რომ სინგაპური ძვირიანი ქვეყანაა, თუმცა ამართლებს ყველა მოლოდინს.

სინგაპურის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება ქალაქის არქიტექტურა, აქ ძალიან ლამაზად არის ერთმანეთან შერწყმული თანამედროვე შენობები ძველთან, აქ თქვენ ნახავთ ულამაზეს სასტუმროს “მარინა ბეი”-ს რომელიც სამი შენობისგან შედგება, თავზე კი გემის ფორმის ნაგებობა ადგას, სადაც პალმები, საცურაო აუზები და კაფე-რსტორნებია განთავსებული. შენობას გარშემო შუშის ულამაზესი ხეები ამშვენებს, რომელიც საღამოს ისე ანათებს რომ, ტურისტები ღამის პეპლებივით ეხვევიან.

სასტუმრო "მარინა ბეი"
სასტუმრო “მარინა ბეი”

აუცილებლად ესტუმრეთ სინგაპურის ზოოპარკს რომელიც პატრა ჯუნგლებია. აქ ცხოველები იმდენად თავისუფლად სეირნობენ ადამიანების გვერდით რომ, თავი სამოთხეში გეგონებათ სადაც ჯერ კიდევ მეგობრობენ მტაცებელი ცხოველები ადამიანებთან. ეს ძალიან საოცარი და დაუვიწყარი შეგრძენბაა, როდესაც ლომი, ვეფხვი და სხვა ცოხველები შენგან მხოლოდ 5-10 მეტრით არიან დაშორებულები და არც არაფერი აკავებთ რომ თავს დაგესხან, თუმცა არც კი უჩნდებათ ამის სურვილ. არვიცი რატომ, ან როგორ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ ზოოპარკში ცხოველები და ადამიანები იმაზე ახლოს არიან ერთმანეთთან ვიდრე ეს ზოგადად წარმოგიდგენით, ამიტომ თუ მოხვდებით სინგაპურში ჩემი რჩევა იქნება რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს “სამოთხე”.

IMG_8780
ლომი სინგაპურის ზოოპარკში
IMG_8724
გორილა სინგაპურის ზოოპარკში

ჩემი ბოლო დღე სინგაპურში ნამდვილად შესანიშნავი დაგვირგვინება იყო 10 დღიანი მოგზაურობისა. ამ დღეს მე წავედი კუნძულ “სენტოსაზე”. სადაც შესვლა 24 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ, (1 ამერიკული დოლარი = 1.23 სინგაპურული დოლარის) შესვლისას არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი რუკის აღება რომელიც გზას გაგიადვილებთ. აქ ყველაფერი იმისთვის არის შქმნილი რომ გაერთო და დაისვენო, თავი იგრძნო ყველაზე კომფორტულად. აქ ნახავთ “უნივერსალ სტუდიოს” თავისი ლეგენდარული გმირებით, ეს სიამუვნება სადღაც 70 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ, ამ კუნძულზე ნახავთ უამრავ მაღაზიას სადაც ყველაფერს იყიდით რაც კი ოდესმე გიოცნებიათ, დამიჯერეთ გულგრილად ვერ ჩაუვლით იმ ატრაქციონებს რომელიც უხვად არის აქ.

IMG_8571
კუნძული “სენტოსა” უნივერსალ სსტუდიო და მე
IMG_8545
კუნძული სენტოსა

აგრეთვე შეგიძლიათ გაირუჯოთ და ითამაშოთ “ფრენბურთი” ოქროსფერ სანაპიროზე, იცუროათ ცისფერ კამკამა ზღვაში და თუ ესეც საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ შეგიძლიათ ესტუმროთ ადგილობრივ “კაფეს” და ქაფით სავსე საცურაო აუზში ჩახვიდეთ კოქტეილით ხელში გასაგრილებლათ. ეს არის ადგილია სადაც ყველაფერი გავიწყდება, დაძაბულობა გეხსნება, ემოციებისგან იცლები და ბედნიერი ბრუნდები სახლში. ასეთი ემოციებით დავბრუნდი ამ დღეს სასტუმროში მეც.

მეორე დღეს გამაცილეს აეროპორტში, სადაც კიდევ ერთხელ მოვასწარი მენახა სინგაპურის ულამაზესი აეროპორტი, ამასობაში კი ჩემი გამოფრენის დროც მოვიდა და ისევ შევუდექი გრძელ და საკმაოდ დამღლელ გზას, თუმცა ახლა უკვე სულ სხვა ემოციებით და ფიქრებით. მადლობა “კაპიტან +”-ს ამ დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და იმ თავგადასავლებისთვის რომელიც არასოდეს დამავიწყდება…

პ.ს. მალე ამ ვიდეობს დაემატება კიდევ ორი ფილმი (ორი სერია) რომელიც ასახავს ჩემს მოგზაურობას მალაიზიასი და სინგაპურში. იქიდან გამომდინარე რომ პოსტი ისედაც დიდი გამომივიდა გთავაზობთ ფოტოებს, (აქაც მაკლია 20-მდე ფოტო რომელსაც მერე დავამატებ) სადაც კარგად ჩანს ის  რაც ვნახე და რაც აქ დავწერე ან ვერ დავწერე.

Prev სიცრუის თეორია (BODY LANGUAGE)
Next აღმოაჩინე ქვეყანა

3 Comments

  1. რა სილამაზეა და რა საინტერესოა, მშურს შენი :)))

    • დიდი მადლობა ეკ… მეც მშურს ხანდახან ხოლმე სხვები რომ მოგზაურობენ… ხოდა ახლა ჩემიც შეგშურდეთ :დ