სიცრუის თეორია (BODY LANGUAGE)

Lie To Me” ანუ “მომატყუე” ანუ “სიცრუის თეორია” – ეს არის სერიალი რომელიც, დაფუძნებულია სიცრუის თეორიაზე, მიმიკების და ჟესტების დახმარებით მის ამოცნობაზე. მინდა გითხრათ რომ საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი სერიალია და რაც მთავარია თქვენ შეგიძლიათ ამ სერიალის მეშვეობით ისწავლოდ ადამიანის მიმიკის და ჟესტების მიხედვით ამოცნობა, ანუ როდის გატყუებენ, ნერვიულობენ, უხარიათ და ა.შ.

ამ სერიალის ყურების შემდეგ, მეც დამაინტერესა ამ სფერომ და გადავწყვიტე გუგლისთვის მიმემართა, ვნახე ბევრი საინტერესო მასალა, გავეცანი და გადავწყვიტე  ეს თეორია ქართულ ენაზე შემოგთავაზოთ. ამ თეორიაზე ინფორმაცია, რამდენიმე საიტზე ვნახე, ნაწილობრივ შევურევ ფილმიდან მიღებულ ინფორმაციას, აგრეთვე ფსიქოლოგიის კურსებზე ნასწავლ მასალას და ვფიქრობ საერთო ჯამში არცთუ ისე უინტერესო ამბავი გამოვა :) ალბათ გესმით რომ ეს თეორია საკმაოდ დიდია, იმისთვის რომ ერთ პოსტში დავატიო. ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ ცოტა უხეში თარგმანისთვის (ჯერ კიდევ ვსწავლობ) და ბოდიშს ვიხდი რომ ამხელა გამოვიდა :)

“სხეულის ენა არასდროს იტყუება, მაშინაც კი, როდესაც სხეული სამარეშია.”
ექიმი ლაითმანი – სერიალიდან “სიცრუის თეორია”

როგორც ვიცით დედამიწაზე, ორი ერთმანეთის მზგავსი ადამიანი არარსებობს, ყველანი განსხვავებულები ვართ.  სხვანაერად ვხედავთ, გვესმის, ვფიქრობთ და სხვანაერადაც ვიტყუებით, ამიტომაც არარსებობს სახელმძღვანელო, რომელშიც ჩამოწერილი იქნებოდა, ტყუილის ჟესტების სტანდარტული ნაკრები, რომლითაც შესაძლებელი გახდბოდა ადამიანის ტყულში გამოჭერა, თუმცა ასეთი წიგნიც რომ არსებობდეს, მასაც მოვატყუებდით :))) კარგით ახლა გადავიდეთ მთავარზე…

ტყუილი მაშინ არის შესამჩნევი როდესაც ის იწვევს ემოციას (ნერვიულობა, შიში ან სირცხვილი). ზუსტად ეს ემოციები გადმოსცემენ იმ ენას, რომელსაც მიმიკის და ჟესტების ენა ჰქვია. თუმცა სიცრუის დადასტურება უნდა მოხდეს მიმიკის, ჟესტებისა და მეტყველების ერთობლიობაში

ჭეშმარიტება სადღაც მარცხნივაა

ტყუილი მოითხოვს თვითკონტროლსა და დაძაბულობას. დაძაბულობა შეიძლება იყოს ღია ან ფარული, მაგრამ მისი შემჩნევა ძალიან ადვილია თუ დავაკვირდებით ადამიანის სხეულის მარცხენა ნაწილს, ის უფრო ცუდათ კონტროლდება ვიდრე მარჯვენა ნაწილი. ეს აიხსნება იმით რომ, სხეულის მარცხენა და მარჯვენა ნაწილს, ჩვენი ტვინს სხვადასხვა ნახევარსფერო მართავს. 

ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ჩვენს საუბარზე და გააზრებულ ქმედებებზე, მარჯვენა ნახევარსფერო კი პასუხიმგებელია ჩვენს ემოციებზე და მიმიკებზე. თუმცა როგორც ცნობილია მართვის ეს ხაზები იკვეთება, შესაბამისათ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება, ჩვენი სხეულის მარცხენა ნაწილზე, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა კი მარჯვენაზე.

ამიტომ ის რაც სხვებს გვინდა ვანახოთ, აისახება ჩვენი სხეულის მარცხენ მხარეს, მაგრამ რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ ის მარჯვენა მხარეს ჩანს .

მაგალითად თუ ადამიანი ცაციაა და საუბრის დროს მარჯვენა ხელით აკეთებს სხვადასხვა სახის ჟესტებს, ეს ნიშნავს რომ პიროვნება რომელიც გველაპარაკება გვატყუებს, მითუმეტეს მაშინ, თუ ის მარცხენა ხელს საერთოდ არ მოიხმარს. სხეულის ნებისმიერი ნაწილის  არაბუნებრივი ქმედება, მიგვანიშნებს იმაზე რომ, ეს ადამიანი რაღაცას გვიმალავს.

“ტვინი ისეა დაკავებული სიცრუის გამოგონებით, რომ სხეული კარგავს სინქრონულობას”
ექიმი ლაითმანი – სერიალიდან “სიცრუის თეორია”

სახე, ისევე როგორც სხეული, ერთდროულად ორ შეტყობინებას გვაწვდის – ის, რაც გვინდა რომ დავანახოთ და ის, რაც გვინდოდა რომ დაგვემალა, ასეთი დისჰარმონია მიგვითითებს წინაღმდეგობაზე, სიმეტრია ხომ ყოველთვის საუბრობს კეთილსინდისიერ ჩანაფიქრებზე.

მაგალითად თუ ადამიანი იღიმის და მისი პირის მარჯვენა კუთხე უფრო ნაკლებად არის ზემოთ აწეული, ვიდრე მარცხენა, ნათელია რომ მოსმენილი ინფორმაცია მას სულაც არ ახარებს ანუ მისი ღიმილი მხოლოდ სიმულაციაა და მეტი არაფერი. ისიც საინტერესოა რომ, ნამდვილი ემოცია სახეზე გამოიხატება თანაბრად, იმ დროს როცა უარყოფითი უფრო შესმჩნევია ადამიანის სხეულის მარჯვენა ნაწილზე.

ტყუილი გძაბავს

სახის ფერის შეცვლა ( სითეთრე, სიწითლე, ლაქები) და მისი პატარა კუნთების მოძრაობა (ქუთუთოები, წამწამები, წარბები) მიანიშნებს იმაზე რომ ადამიანი განიცდის სტრეს, აგრეთვე გვეხმარება სიცრუის დადგენაში.

დაძაბულობა რომელიც გამოხატება ხშირ ხამხამში, თვალების მოჭუტვაში, ან ქუთუთოების მოსრესვაში, ეს არის გაუაზრებელი მისწრაფება იმისკენ რომ, თვალი დახუჭო განვითარებულ მოვლენებზე. სრესვის ჟესტით, ჩვენი ტვინი ცდილობს დაბლოკოს გაჩენილი ეჭვები ან უსიამუვნო შეგრძნებები.

თუ რამდენად კომფორტულად ან არაკომფორტულად გრძნობს თავს მოსაუბრე, ამის გაგებაში დაგვეხმარება მისი თვალის გუგები. თუ თვალის გუგები შევიწროებულია, ეს ნიშნავს რომ ის უკმაყოფილოა და თუ პირიქით გაფართოებულია, მაშინ მოსაუბრე კმაყოფილია. აგრეთვე, თვალის მოძრაობებით ადვილად შეიძლება გავიგოთ, აპირებს თუ არა მოსაუბრე სიმართლის თქმას.

თუ ადამიანი საუბრის დროს თვალებს გარიდებს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას რომ, ის ცრუობს. ხშირად ბოლომდე მართლები არარიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თვალებში გიყურებენ და ცდილობენ ამით ილუზია შეგიქმნან თითქოს გახსნილები არიან.

ტყუილი ცხვირის წვერზე

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ მაგრამ, მატყუარა ადამიანი შეიძლება საკუთარმა ცხვირმა გამოააშკარაოს. როდესაც ადამიანი ცრუობს, ის თავისდაუნებურად იწყებს ცხვირის წვერის მოძრაობას.

იმ ადამიანის რომელიც მოსაუბრისგან სიცრუეს გრძნობს, აუცილებლად უფართოვდება ცხვირის ნესტოები, თითქოს იძახის “სუნი მცემს აქ რაღაც სუფთად არარისო…”.

საერთოდ ცხვირი ძალიან მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ტყუილს ეხება: ის  გეფხანება და ამავდროულად დიდდება (პინოკიოს ეფექტი). მეცნიერებმა დაადგინეს რომ, გააზრებული ტყუილი იწვევს სისხლის წნევის მატებას და ასტიმულირებს “კატეხოლამინის” გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანზე.

სისხლის წნევის მომატება,  ცხვირის ნერვულ დაობოლოებებზე ახდენს ზეგავლენას და გაწყებინებს ქავილს. ჟესტები ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებულია “სრესვასთან”, მაგალითად თუ ადამიანი თვალებს ისრისავს, ხელით ეხება ცხვირს ან კისერს იფხანს, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ეს ადამიანი გულახდილი არარის.

ხელები

როდესაც მოსაუბრე ხელებს იწყობს ჯიბეებში და მალავს ხელისგულებს, – ეს ჟესტი სიცრუეზე ან არაგულახდილობაზე გმიგვანიშნებს. ის რაღაცას მალავს ან ბოლომდე არ ამბობს. გაიხსენეთ ბავშვები, რომლებიც თუ რამეს აშავებენ, ჯიბეებში ან ზურგსუკან მალავენ ხელებს.

დამალული ხელისგულები შეგვიძლია შევადაროთ დახურულ პირს. გამოცდილი გამყიდვლები ყოველთვის უყურებენ მყდველის ხელისგულებს, როდესაც ისინი უარს ამბობენ რაღაცის შეძენაზე. მათ იციან რომ თუ ადამიანს ნამდვილად სურს, ან არ სურს რამე, ამას ის, გაშლილი ხელისგულებით იტყვის.

თუ ადამიანი ხელს პირზე აიფარებს, ესეიგი ცდილობს თავის შეკავებას, რომ შემთხვევით რამე ზედმეტი არ წამოცდეს. იმის შიშით რომ არ თქვას ის, რისი თქმაც საჭირო არარის, ადამიანი გაუაზრებლად ძაბავს ტუჩებს და იწყებს მის კბენას (კვნეტას). დააკვირდით თქვენს მოსაუბრეს, თუ მისი ქვედა ტუჩი პირისკენ არის შეწეული, ეს მიგვანიშნებს იმაზე რომ, ის არარის დარწმუნებული თავისი სტყვიბის სიმართლეში.

ადამიანები თავისუფლად იტყუებიან პირით, მაგრამ ის სახე მიმიკა, რომელიც მათ ამდროს ააქვთ დაჭერილი, მაინც სიმართლეს ღაღადებენ.
ექიმი ლაიტმანი – სერიალიდან “სიცრუის თეორია”

ადამიანზე მისი ჯდომის მანერაც კი საუბრობს. თუ ის ირჩევს არაბუნებრივ პოზას და ვერ ჯდება კომფორტულად, ეს მიგვანიშნებს იმაზე რომ, ამ ადამიანს იქ არსებული სიტუაცია ან სასაუბრო თემა არმოწონს.

მატყუარა ადამიანები ხშირად მოძრაობენ (ხვანცალებენ), ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას, აჯვარედინებენ ფეხებს და ხელებს, ხშირად უშეშდებათ თვალები სხვადასხვა ნივთებზე. თუმცა, ადამიანები რომლებიც სიმართლეს ამბობენ, იშვიათად იცვლიან პოზას, ყოველთვის დგანან ან ზიან გამართულად ერთ ადგილზე და ისე პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.

გამონათქვამში “სიმართლე გითხრა” არავითარი სიმართლე არარის

ჩვენი საუბარიც არანაკლებ მოქნილია, როგორც ჟესტებისა და მიმიკების ენა. თუ პირდაპირ დასმულ კითხვაზე მიიღებთ არაპირდაპირ პასუხს, რომელსაც თან ახლავს გამონათქვამი “სიმართლე გითხრა…“, მაშინ ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს. გამართლებული იქნება რომ, ეჭვქვეშ დააყენოთ მისი გულახდილობა, მითუმეტეს თუ ის იყენებს ისეთ ფრაზებს როგორებიცაა:

  • უბრალოდ უნდა დამიჯერო…
  • დამიჯერეთ, სიმართლეს გეუბნები…
  • ხომ მიცნობ, მე ტყუილი არმიყვარს…
  • მე  ბოლომდე გულახდილი ვარ შენთან…

“თქვი ერთხელ – დაგიჯერე, გაიმეორე და ეჭვი შემეპარა, მესამეთ თქვი და მივხვდი რომ მატყუბდი”
ამბობდნენ აღმოსავლეთში ბრძენები

” ცრუ ნაამბობში უფრო მეტი პაუზაა, ვიდრე ნამდვილში”,ასეთი დასკვნა გააკეთა პროფესორმა რობინ ლიკლიმ. ძალიან დეტალურად მოყოლილი ისტორიაც საეჭვოა – ზედმეტი დეტალები მხოლოდ ქმნიან სიმართლის ილუზიას.

სიცრუის გამოააშკარავება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც ადამიანი ლაპარაკის დროს, ან ხმის ტემბრს ცვლის, ან საუბრის რიტმს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს, ჟესტებით მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს ემოციას. მიმიკა და ჟესტი ყოველთვის ემთხვევა ლაპარაკის ტემპს. ჟესტები რომლებიც არ ჯდება საუბრის ტემპში, მიგვანიშნებს იმაზე რომ, ადამიანი რომელიც საუბრობს, წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც რეალურად ფიქრობს, ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გვატყუებს.

თუ თქვენ ფიქრობთ რომ მოსაუბრე ცრუობს:

  • ისეთივე პოზა დაიჭირეთ როგორიც თქვენ მოსაუბრეს უჭირავს, გაიმეორეთ მისი მიმიკები და ჟესტები. ამ “სარკის ეფექტით” თქვენ მოიპოვებთ მის ნდობას, ასე უფრო მეტად გაურთულდება ტყუილის თქმა.
  • არ გამოააშკარაოთ მისი ტყუილი და არ დაიწყოთ მისი დადანაშაულება. მოიქეცით ისე თითქოს კარგად ვერ გაიგეთ რა მოჰყვა და სთხოვეთ გაიმეოროს. მიეცით მოსაუბრეს კიდევ ერთი შანსი რომ თქვას სიმართლე.
  • უმეტესად დაუსვით პირდაპირი და მოკლე კითხვები. აქტიურად გამოიყენეთ მიმიკები და ჟესტები, რაც მოსაუბრეში საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.

საინტერესო ფაქტები, იმის შესახებ თუ როგორ ვცრუობთ

კორნელის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორმა, ჯეფრი ხენკოკმა, ერთი კვირის განმავლობაში კოლეჯის 30 სტუდენტზე დაკვირვებით, გამოიკვლია რომ, ადამიანები ყველაზე ხშირად ტელეფონის საშუალებით იტყუებიან.

ტელოფონით საუბრისას ადამიანები 37% შემთხვევაში იტყუებიან. შემდეგ მოდის პირადი საუბრები (27%), ინტერნეტ და მესენჯერები (21%), ელექტრონული ფოსტა კი (14%), დაწერილზე ადამიანი უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე ნათქვამზე.

კონტაკტური ადამიანები უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები. ცნობილია რომ ქალები და კაცები ერთნაირი სიხშირით იტყუებიან. ქალები იტყუებიან იმიტომ რომ, მოსაუბრეს თავი უფრო კომფორტულად აგრძნობინოს, კაცები კი იტყუებიან, რათა საკუთარი თავი, უფრო კარგად წარმოაჩინონ.

მეცნიერებმა დაადგინეს რომ, ადამიანები ტყუილის თქმას მაშინ იწყებენ, როდესაც მათი აზროვნება გარკვეულ განვითარების დონეს აღწევს, საორიენტაციოთ ეს ხდება 3-4 წლის ასაკში.

ჩემი რჩევა იქნება თუ ჯერ კიდევ ნაანხი არგაქვთ, უყუროთ სერიალს Lie To Me და ფილმს The Invention of Lying ბევრ საინტერესო და სახალისო ამბავს გადააწყდებით :)

 

Prev პეპლები (Butterflies) – ფოტოსერია
Next მოგზაურობა მალაიზია-სინგაპურში

19 Comments

  1. admin am teoriis gagrdelebas tu naxav ufro dawvrilebit rom ikos agwerili kacurad dade ra

  2. მიყვარს სიცრუის თეორიაზე :) გმადლობ საინტერესო და საჭირო პოსტისთვის.

  3. მიყვარს ”სიცრუის თეორია” :) გმადლობ საინტერესო და საჭირო პოსტისთვის.

  4. როდესაც ადამიანები რაღაცას გვიმალავს ხშირ შემთხვევაში თითები მიაქვს ტუჩთან

  5. ვერ ვიტან სერიალს სახელად სიცრუის თეორია, მაგრამ მეც მინდა ვიყო იმ კაცის ნაირი და ამოვიცნო ვინ იტყუება და ვინ არის მართალი:D:D:D:D:D:D:D:D

  6. შენ რამდენჯერ მოგვატყუე ეხლა? :D:D

  7. ადმინ როუზ როუზტრის რამეს ტუ მოიზიებ და დადებ ცუდი მემგონი არ იქნება, წინასწარ მადლობ

  8. მოგესალმებით და დამიჯერეთ რომ ჯობია რო გამოიცნო ადამიანი გატყუებს თუ სიმართლეს გეუბნება დამმიჯერეთ ეგ ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს თავის გამომხატველი ჟესტები აქვს ამიტომ ყველა ვისაც ესაუბრები უნდა დაუკვირდე ვინ რა დროს რას აკეტებს სწავლით ამას ვერ ისწავლი ბუნებრივად უნდა გქონდეს

    • უბრალოდ უნდა დამიჯერო…
      დამიჯერეთ, სიმართლეს გეუბნები…
      ხომ მიცნობ, მე ტყუილი არმიყვარს…
      მე ბოლომდე გულახდილი ვარ შენთან…

      :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

  9. და თუ დაუკერებთ ამას ბევრ რამეში შეცდებით რჩევა ჩემგან

  10. მაილზე ika3745@mail.ru არ სჰეგიზლიატ ამ ფილმების ლინკები მომცეროტ?

  11. ნაკლებად უყურეთ სერიალებს.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.