Monthly:November 2014
ერთი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე პორტუგალიაში, კერძოდ კი პორტუში, რომელიც დამამახსოვრდა და მინდა გაგიზიაროთ. დავიწყებ იმითი რომ გეტყვით, პირადათ მე, ჰარი პოტერის დიდი “ფანი” არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ მაგრამ, ამავე სახელწოდების ფილმის ყველა სერია ნანახი მაქვს, თუმცა არცერთი ნაწილი არ წამიკითხავს. მოკლედ პორტუგალიაში ყოფნისას, კონკრეტულად კი პორტუში, ქალაქის ღირშესანიშნაობების თვალიერებასთან ერთად შევნიშნე აი ასეთ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდები (იხილეთ ფოტო) პირველად მაშინ შევამჩნიე როდესაც მატარებელს ველოდებოდი, მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა, კარი გაიღო და ვხედავ რომ, ამ ფორმაში გამოწყობილი 3 ახალგაზრდა გამოვიდა, თავიდან მეგონა რომ სადმე ჰარი პოტერის “ფან-კლუბის” […]
დიდიხანია მინდა დავწერო ეს პოსტი, ჯერ კიდევ შარშან, აგვისტოში რომ ვიმოგზაურე, იქიდან მოყოლებული, თუმცა ვერა და ვერ მოვაბი თავი და ახლა იმედია, ბოლომდე მივიყვან ამ პოსტს. ბოლო ორი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრიჯერ გადავკვეთე ქვეყნის საზღვრი, შარშან 2013 წლის გაზაფხულზე მალაიზია და სინგაპური, შემდეგ ამავე წლის ზაფხულში იტალია და ესპანეთი მოვინახულე, წელსაც აგვისტოში იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიას ვესტუმრე. ამ მოგზაურობის შესახებ შემდეგ პოსტში დავწერ. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ერთ საინტერესო და სასრგებლო საიტზე, რომელიც ძალიან გამოადგებათ მოგზაურობის მოყვარულებს. შეიძლება ვიღაცამ იცის კიდეც, მაგრამ ბევრმა […]