Monthly:November 2009
მოგესალმებით ჩემს სახლში ანუ ჩემ ყველაზე ფერად ბლოგზე! როგორც იტყვიან შენ მოდი და ბლოგი აქარისო :D ხოდა ჩემი ბლოგიც აწი სულ აქ იქნება ხო იუმორი და ამბავი იქეთ იყოს და ვეცდები მაქსიმალურად ხშირად და აქტიურად დავწერო სხვადასხვა სახის სიახლებზე… ვნახოთ რა გამომივა მე ახალბედა ბლოგერს :D იმედია თქვენც თანადგომას გამომიცხადებთ :D ბლოგერებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
მოკლედ ბოლო ორი კვირაა ქალაქში მომრავლდნენ პირბადიანი ადამიანები რომლებიც თავს იცავენ ღორის გრიპისგან, თუმცა ერთისმხრივ ზოგიერთნი პირბადეს სულ სხვა დანიშნულებისამებრ იყენებს მაგალითად “ლამაზი” სახის დასაფარათ, ზოგიერთი ტანისამოსსაც უხამებს… დღეს უკვე ვერ გაარჩევ ექიმს და ჩვეულებრივ მოსიარულეს ერთმანეთისგან:D მოკლედ ღორის გრიპმა საქართველოში ახალი მოდა ჩამოაყალიბა მოდა სახელად “21-ე საუკუნის ნინძები” ალბათ ჩათვლით რომ ეს ცინიზმია და მეტი არაფერი თუმცა დამიჯერედ სინამდვილესთან ახლოსაა… მე არ ვამბობ ყველა ადამიანი ამ მიზნით იკეთებს პირბადეს თუმცა, უმრავლესობა მათგანი ზუსტად ამიტომ.