Monthly:February 2010
დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.
დიდიხნის წინ წავაწყდი ამ პიროვნების შემოქმედებას, რომელიც მიმაჩნია რომ შედევრია! ცხოველების და ადამიანების მეგობრობა და მათი დამოკიდებულება ამ ფოტოებში ძალიან კარგად არის გადმოცემული. ამვდროულად ძალიან ემოციური ფოტოებია და რაღაცნაირად გამშვიდებს ადამიანს! გთავაზობთ ამ პიროვნების მოკლე ბიოგრაფიას და რათქმაუნდა მის ფოტოებს. კომენტარებში ემოციები თქვენზე მომინდია, იმედია ამ უკანასკნელს არ დაიშურებთ და არ დაიზარებთ :)
მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე. Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?
ისევ მარტო ვართ მე და ოცნება ჩემი…
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სათაურის წაკითხვის შემდეგ რაც პირველად თავში გაგვიელვებს სერიალი “შუა ქალაქშია”. ალბათ დამეთანხმებით რომ ყველაზე პოპულარული, სადა იუმორითა და თავისი კარგი სცენარით გამორჩეული სერიალია, რომელიც ამდენიხნის მანძილზე გადის იმედის არხზე და პოპულარობას დღემდე არ კარგავს! საერთო ჯამში დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა კოლექტივმა ძალიან კარგი სატელევიზიო პროდუქტი შესთავაზა ქართველ მაყურებლებს ამ სერიალის სახით! ალბათ ერთადერთი ნაკლი რაც არის ამ სერიალის ცოტა არიყოს და იუმორის ჩახვევა ანუ რაღაცა გარკვეული ფრაზების და სიტუაციების რამდენიმე სერიაში გამეორება, რაც პირადათ უკვე მე […]