ბლოგი მოგი ხალხი და ექსკურსიები

ესეიგი რამდენიხანი პოსტი არ დამიწერია…. ძალიან, ძალიან დიდიხანია მაგრამ, ახლა შევუდექი წერას და ვერაფერი გამაჩერებს, ვერც წვიმა, ვერც ქარი და ვერც მიწისძვრა :)  ახლა მინდა დავწერო თემაზე, რომელიც ამ ერთი თვის მანძილზე ჩემს ყოველდღიურ განრიგში აქტუალური იყო. ეს ბოლო ერთი თვეა თითქმის ყოველდღე ვხვდებით ბლოგერები, გავურბივართ ქალაქის სიცხეს და აურზაურს, ხანაც უბრალოდ ვზივართ სადემე გარე კაფეში და ვსვამთ ლუდს, თუმცა ამ შეხვედრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ბლოგერების პირველი ექსკურსია იყო, რომელიც მანგლისში მოეწყო.

ექსკურსიამ ჩაიარა შესანიშნავად ყველა ბლოგერი ვინც წამოვიდა ძალიან, ძალიან კმაყოფილი დარჩა და რათქმაუნდა ეს ფაქტი მახარებს მე, რადგანაც ორგანიზატორის ამპლუაში ყოფნა საერთოდ ძალიან ძნელია და პასუხისმგებლობაც დიდია! იმედია გავართვი თავი და მადლობა ყველას რომ მიძლებდით და მომავალში გამიძლებთ :D  როგორც პირველი ექსკურსიაზე ვთქვი ამ გასვლას უფრო გაცნობითი დატვირთვა ჰქონდა. ალბათ ექსკურსიების პირველი სეზონი მთლიანად დაეთმობა ერთმანეთის გაცნობას და დამეგობრებას :) რათქმაუნდა გართობას, დასვენებას და აგრეთვე შემეცნებასაც :)  მინდა რომ ვნახოთ საქართველოს ულამაზესი და ისტორიული მხარეები,  ორ კვირაში ერთხელ თავს მივცეთ საშუალება დასვენებისა და გართობის :) რაღაცა დროის მერე მოვაწყობთ ორ დღიან ექსკურსიასაც, მერწმუნეთ პირველი ორდღიანი გასვლა იმდენად შთამბეჭდავია ხოლმე რომ, შემდგი ერთი თვე ყველა მონაწილე ამ ექსკურსიაზე ფიქრით არის გართულები ხოლმე :D (საკუთარი გამოცდილებიოდან ვამბობ).

აქვე არ შეიძლება ამინდებზე არ ვთქვა ორიოდე სიტყვა. ძალიან ხშირად ისეთ ამინდში ვყოფილვარ ექსკურსიაზე, რომ შეილება ბევრს უარიც კი ეთქვა, მაგრამ ასეთ ამინდს თავისი ხიბლი აქვს ანუ წვიმას, თოვლს, ქარს და ა.შ. უფრო მეტი ექსტრიმია და ბევრი საინტერესო მომენტიც, რაც იწვევს იმას რომ, ეს დღე ძალიან გამახსოვრდება და საღამოს სახლში დაბრუნებული, საწოლზე წამოგორებული და სიამუვნებისგან დაღლილი, იმდენად კარგად გრძნობ თავს რომ მზად ხარ მეორე დღეს იგივე გზა გაიარო!  დამიჯერეთ ამასაც საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით :) მოკლედ გირჩევთ რომ ეცადეთ არ გამოტოვოთ მზგავსი ექსკურსიები :)

ახლა კიდე მინდა ვისაუბრო იმ ბლოგერებზე, რომლებიც ამ ერთი თვის მანძილზე აღმოჩნდნენ ჩემს გვერდით და გავიცანი უფრო ახლოს ან უკვე ვიცნობდი :) საერთოდ ადამიანს გარშემო როდესაც ტრიალებენ განსხვავებული აზროვნების და ბუნების მქონე ადამიანები კარგად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ერთფეროვნება არ გაწუხებს და მუდამ მრავალფეროვანია,  რაც დამეთანხმებით რომ  უფრო საინტერესოა. თითოეული ბლოგერი რომელიც მე გავიცანი, ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ეს უფრო კიდევ საინტერესოს ხდის ურთიერთობას. თითოეულ მათგანს აქვს ის “იზუმინკა” რომელიც მას ხდის განსხვავებულს მეორესგან და ა.შ.

საერთო ჯამში კი გამოდის რომ ყოველი დღე, ყოველი შეხვედრა სულ მრავალფეროვანი საუბრებითაა გაჟღენთილი და მოწყენის დრო არ რჩება :) ხან ერთს მოუვა რაღაც საინტერესო ან სახალისო აზრი, ხან მეორეს, მერე ერთი დააბრეხვებს რაღაც სისულელეს და მეორე მოკვდება სიცილით, მესამე კიდევ გააღრმავებს ამ აზრს, მეოთხე და მეხუთე ჭკვიანური აზრით შეცვლიან ან უფრო სისულელეს იტყვიან  :D ხანაც ისეთ საინტერესო თემაზე ჩამოვარდება საუბარი რომ ყველა ვზივართ და გეგმას ვაწყობთ სამომავლო განხორციელებისთვის.ალბათ ამ მონაყოლიდან მიხვდით თუ მრავალფეროვნებაში რას ვგულისხმობდი.. ასე გრძელდება ხოლმე დღის ბოლომდე.  მინდა ვთქვა რომ თითეულმა მათგანმა ძალიან შემაყვარა თავი :)

მოკლედ ჩვენთან ბევრი საინტერესო ამბები, ბევრი იუმორი, ბევრი ხალისი და სიკეთეა.. ასე რომ არ მოიწყენთ და შემოგვიერთდით  :) ხვალ რიგით მეორე ექსკურსია, რომელიც ჩარგალში იქნება და ახლა გაცილებით მეტი ხალხი შევიკრიბეთ ვიდრე წინაზე, იმედია მესამე ეკსკურსიაზე ორი სამარშუტო ტაქსით წავალთ :D ვინც ვერ მოდის “აჰ ჟალ” და ვინც მოდის წინ კაი დროს ტარება გელოდებთ!  მიყვარხართ ყველა თქვენი ლეონსიო!

Prev თითქმის დაუჯერებელი
Next როგორ ამოვიცნოთ ადამიანი სახის ნაკვთებით

6 Comments

  1. ბევრ ბლოგერს ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ვინც გავიცანი ყველას გაცნობით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია სხვებიც ასეთი საინტერესო და კარგი ხალხი იქნება (შენც მათ შორის)…

    ხოდა ხვალაც ვერ მოვდივარ ექსკურსიაზე, მედია კონფერენციაა და იქ მივდივარ, მგონი გაბოც მოდის და ვისაუბრებთ თქვენზე და შეგვშურდება თქვენი :) კარგი დროის გატარებას გისურვებთ ;) მშვიდობიანად გევლოთ!!! :)

  2. ახ ლეონსიო ( გაიშნიკო) აბა ყველას ცალ-ცალკე დაგახასიათებთო ? : ( სირცხვილი შენ :* პ.ს. ეს ახალი დიზიანია ხო ? მომეწონა ძალიან….

  3. ჩვენც ჩვენც გვიყვარხარ! :* ძალიან კარგად მახსენდება თითოეული ერთად გატარებული დღ ^_^

  4. აიტ, მეც მოვედი შენს ბლოგზე :D
    მე და შენ რომ საუკეთესო მაფიოზები ვართ, ამაზე რატომ არ წერ? : )))))

  5. @ LiLaC:

    აჰა ესეიგი შენი მაუსი და კლავიატურა ჩემს ბლოგზეც მოინათლა :D
    ეგ რო დამეწერა დაგვიჭერდნენ :D
    ახლაც საშიშია უკვე :D

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.