გასაუბრება და ფსიქოლოგია

ალბათ  ყველას თავის დროზე უჩნდება მოთხოვნილება ჰქონდეს საკუთარი ფული, შესაბამისად უნდა რომ ჰქონდეს სამუშაო და იყოს წარმატებული ადამიანი, თუმცა წარმატების ფორუმლა ყველა ადმიანისთვის ინდივიუალურია და ამას ვერავინ გასწვალით და ვერც ვერსად წაიკითხავთ.

ხშირად შეხვდებით ისეთ ადამიანს რომელიც თავის პროფესიით არ მუშაობს, უფრო მეტიც, ეს სამუშაო მისი ხასიათთანაც კი არარის ახლოს, თუმცა ის ამ საქმეს მაინც აკეთებს. რისი ბრალია ეს? გაუნათლებლობის? უიღბლობის? სიზარმაცის თუ უბრალოდ ინტერესის? ნებისმიერი ამ მიზეზთაგანი შეიძლება იყოს, ერთი-მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა ყველა ადამიანს უნდა რომ იმ პროფესიით იმუშაოს რომელსაც მთელი 4 ან 5 წლის მანძილზე სწავლობდა და რომლისთვისაც ასე ემზადებოდა, მაგრამ ხანდახან, ცხოვრების ბორბალი უკუღმა იწყებს ტრიალს და შეიძლება სხვა ადგილას ამოვყოთ თავი, თუმცა არარის გამორიცხული ეს ადგილიც მოგვეწონოს  და დავრჩეთ კიდეც :)

კარიგი, ვთქვათ ხარ განათლებული, ნიჭიერი ახლაგაზრდა, საკმაოდ იღბლიანი, თუმცა სამსახურის ნახვა მაინც გიჭიირს. ხედავ რომ გასაუბრების შემდეგ აღარ გირეკავენ და ამის გამო იკარგება ეს შენი ნიჭი და განათლება. უნდა ითქვას რომ დღევანდელი გასაუბრების მეთოდები გაცილებით სხვაგვარია ვიდრე 5 ან 10 წლის წინ იყო. ა

ხლა სხვაგვარი მეთოდით ხდება ახალი კადრების აყვანა, უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ფსიქოლოგიური სტილის გასაუბრებებს, ხანდახნ გისვამენ გაურკვეველ კითხვებს და სანამ უპასუხებთ თვალებში გაშტერდებიან, ესეც ერთგვარი ტესტია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თქვენ ხელს გიშლით პასუხის მოფიქრებაში. კარგია როდესაც ხასიათით მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ხართ, უფრო უკეთესია თუ მზგავსი გასაუბრების დროს ნერვიულობა არ გემჩნევათ გარედან და ის ხელს არ გიშლით აზროვნებაში, რაც აუცილებელია გასაუბრების დროს,

მერწმუნეთ თითოეული დეტალი, რომელიც, რაიმე გზით აისახება თქვენზე გარედან, იქნება ეს ხელის მუდმივი მოძრაობა ან მოუსვენრობა, მას კადრების განყოფილების მენეჯერი აუცილებლად შეამჩნევს და გაითვალისწინებს მომავალში. ასე რომ მაქსიმალურად მოუწოდეთ საკუთარ თავს სიმშვიდისკენ.

ახლა  კი შემოგთავაზებთ რამდენიმე  რჩევას კომპეტენტური ფსიქოლოგების მიერ შედგენილს, აგრეთვე რამდენიმეს პირადი გამოცდილებიდან თავად დაუვუმატებ :)

1. სამზადისი

აუცილებელია სანამდე მიხვალთ ამა თუ იმ კომპანიაში გასაუბრებაზე,  წინასწარ გქონდეთ მოძიებული ინფრომაცია ამ კომპანიაზე, რადგან თუ მოულოდნელად გკითხავენ მათი კომპანიის შესახებ რამეს, თქვენ არ დაიბნეთ და თავდაჯერებულმა უპასუხოდ! აგრეთვე გაითვალისწინეთ რომ თავდაჯერებულობა აუცილებელი დეტალია, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ გასაუბრების დროს.

2. გარეგნობა

აგრეთვე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ცაცმულობა ანუ როგორ ფორმაში მიდიხართ გასაუბრებაზე. ეცადეთ კომპანიის საქმიანობის შესაფერისათ განსაზღვროტ თქვენი ჩაცმულობდა და ყველა კომპანიაში ერთიდაიგივე სტილის ჩაცმულობით ნუ მიხვალთ.

3. პირველი შეხვედრა და “Body Language”

არსებობს სამი მთავარი წესი, რომელიც აუცილებელია იცოდეთ, როდესაც მოხვდებით გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთხაში კადრების მენეჯერთან:

  • როდესაც წარუდგენთ საკუთარ თავს, გარკვევით წარმოთქვით თქვენი სახელი და გვარი
  • ეცადეთ თვალები არ მოარიდოთ როდესაც კადრების მენეჯერი თავად შემოგხედავთ თვალებში
  • ძლიერად ჩამოართვით ხელი და აუცილებლად შეამოწმედ მანამდე ოფლიანი ხომ არ გაქვთ ხელის გული, მაინც ყოველი შემთხვევისთვის იქონიეთ ხელსახოცი და სანამდე ხელს ჩამოართმევტ ჯერ გაიწმინდეთ ხელები და შემდეგ ჩამოართვით

4. ჩვეული შეკითხვები

გასაუბრებაზე ყოველთვის ყველა კანდიდატისთვის არსებობს სტანდარტული შეკითხვები რომელიც სხვადასხვა ფორმულირებით მაგრამ აუცილებლად გაიჟღერებს ხოლმე. ეს შეკიტხვები ასე გამოიყურება:

  • ამ თანამდებობაზე მუშაობის რამდენხნიანი გამოცდილება გაქვთ?
  • რატომ უნდა აგიყვანოთ ჩვენ ამ თანამდებობაზე კონკრეტულად თქვენ?
  • სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?
  • დაასახელეთთუნდაც ერთი თქვენი სისუსტე
  • რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
  • რამ მოგიყვანათ ჩვენ კომპანიაში?

ეცადეთ ყველა ამ კითხვას უპასუხოთ თავდაჯერებულად და რაც მთავარია არ იჩქაროთ, ჯერ კარაგდ დაფიქრდით და შემდეგ უპასუხეთ! აგრეთვე ნურასოდეს წარმოიდგენთ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს ადგილი უკვე თქვენია, რადგან შეიძლება ამაში გამოგიჭირონ, თუნდაც სპეციალურად გაგრძნობინონ რომ თქვენ უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხართ სხვა კანდიდატებთან შედარებით, სინამდვილეში კი ასე არ იყოს, ამიტომ ბოლო წუთამდე თავი გეჭიროთ როგორც კანდიდატს :)

ადრე მეგობართან შემთხვევით ვნახე ერთ საინტერესო წიგნს, სახელი არ მახსოვს მაგრამ პატარა მონაკვეთი ამოვიწერე ფურცელზე რომელსაც აქ გადმოვიტან ახლა და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს გამოადგება. ეს არის ის კითხვები რომელსაც გასაუბრების დროს კადრების განყოფილების მენეჯერი დაგისვამთ და ეს წიგნი როგორც მახსოვს მათთვის არის განკუთვნილი, რადგან პასუხების დროს ამოიკითხონ ამა თუ იმ პიროვნებაში ის თვისებები რომელიც მათ სჭირდებათ. ასე რომ ეს კითხვები და მისი ახსნებიც თქვენთვის, როგორც პოტენციური კანდიდატისთვის კარგი რჩევები ქინება…

1. მიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ.

პასუხის დროს ყურადღება მიაქციეთ თუ რაზე აკეთებს კანდიდატი აქცენტს. იწყებს მოყოლას ტავისი ბიოგრაფიის თუ პირადიპრ იწყებს “კოზირების” ჩვენებას და ამბობს თუ რატომ უნდა იყოს კონკრეტულად ის ამ თანამდებობაზე. მისი საუბრიდან აქცენტები გააკეთეთ მთავარზე, ანუ საუბრობს თავის გამოცდილებაზე, პასუხისმგებლობაზე, ინტერესებზე, შრომისუნარიანობაზე და წესრიგზე თუ მოყავს თემისგან შორსმდგარი მაგალითები, პასუხები მოკლე და ზოგადი აქვს, თავდაჯერებულად გპასუხობთ თუ გაფანტულია და ა.შ.

2. როგორ უყურებთ ცხოვრებას: რა სირთულეებს ხედავთ მასში და როგორ უმკლავდებით მათ?

ზოგიერთი იწყებს საუბარს რომ  ეს ცხოვრება ძალიან რთულია და შეუძლებელია თვითრეალიზება, უამრავი პრობლემაა რომლის გადაჭრა ყოველთვის შეუძლებელია, ამბობენ რომ ხალხი ძალიან ბოროტია და რომ ამ ცხოვრებაში ბედნიერბა და სიხარული ძალიან ცოტაა, ყველაფერს ბედი უნდა და ა.შ. ესეიგი თქვენს წინაშიეა არასტაბილური და არამიზანდასახული ადამაინი, რომელიც გამოირჩევა თავისი პესიმისტური დამოკიდებულობით (ანუ ლუზერი). ზოგიერთი ადამიანი კი ცხოვრებას დადებითად უყურებს: ამბობს რომ ცხოვრება პრობლემების გარეშე არარსებობს და ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია თუ მოინდომებ, იძახის რომ ადამიანის ბედი და კარიერა მისივე ხელშია, ანუ ეს ადაამიანები არიან რეალისტები. ასეთია ადამიანიები ძალიან აქტიურები და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, აქვთ მიზანი და ისწრაფიან მისკენ.

3. რამ მოგხიბლათ რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მოცემულ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება?

ცუდია თუ ამ კითხვაზე კანდიდატი გპასუხობთ, რომ მას აინტერესებს კარიერული წინსვლა, ის რომ სოლიდური კომპანია და საინტერესო სამუშაოა… აუცილებელია რომ მან გიპასუხოთ უფრო კონკრეტულად და ამომწურავად  მაგ.: უნადა რომ თავის შესაძლებლობები გამიყენოს იქ სადაც ეს მოიტანს უფრო მეტ სარგებელს და იქნება დაფასებული როგორც საჭიროა, აგრეთვე სურვილი აქვს კარგ და გამოცდილ გუნდში მუშაობის.

გავაგრძელებ შემდეგ პოსტში თუ დაინტერესდით….

[polldaddy poll=4780672]

Prev Sex For Two Person
Next შავი იუმორი (მოკლემეტრაჟიანი ფილმები)

16 Comments

  1. გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა კადრების მენეჯერი ერთი და იგივე ტიპის ადამიანი არაა. წინასწარ ვერ გათვლი ვის რა მოეწონება. შეიძლება იმ დეპრესიული პასუხით მის “მაზოლს” დააჭირო და ერთიორად აიმაღლო თავი. შეიძლება პირიქით. ეს ყველაფერი საინტერესოა, თუმცა მათი დაზეპირებით ვერაფერს გავხდებით. მთავარია ვიყოთ ის, რაც ვართ :)

    • გეთანხმებით… ყველამ თავისი თავი უნდა ითამაშოს … ბევრი რამ აქ გასათვალისწინებელია,თუმცა ყველაფრის ზეპირად სწავლა სისულელეა

  2. დემეტრე +100500. აჯობებს ეს თვისებები ჯერ შევიძინოთ და შემდეგ წავიდეთ გასაუბრებაზე, რათა შემდგომში არ გაგვიჭირდეს და ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა. გმადლობთ სტატიისთვის.

  3. ის რაც ვართ.ზემოთ დასმულ კითხვებზე გავცეთ ის პასუხი როგორსაც გავცემდით მარტო საკუთარ თავთან დარჩენილები

  4. ფიქოლოგტან მინდა გასაუბრება და თქვენი საიტის მეშვეობით ამას შევძლებ?

  5. კარგი რჩევებია გმადლობთ

  6. კონკრეტულ ვაკანსიაზე ვიცი ტესტირებაზე დამიბარებენ და ჩავაბარებ კიდეც მაგრამ გასაუბრების რა მოგახსენოთ ხომ ვერ მირჩევდით რამეს?

  7. me getanxmebit batono Demetre tqvens komentarze martlia unda vikot is rac vart magram amis dasepireba namdvilad araa sajiro ubralod es unda gaiasro da ise unda gamoikeno adamiaanma, imasc vetanxmebi rom dges- dgeobit dzalian bevri adamiania pesimisturad ganckobili ubralod rac ar unda rutuli ikos cxovreba unda optimisturad shexado mas da kvelaferi gamogiva tu moindomeb ….

  8. ზუსტად ასე მიმდინარეობს გასაუბრება ჩემს შემთხვევაში, მაგრამ არა მოსაჩვენებლად არამედ ბუნებრივად მახასიათებს დამსაქმებლისათვის მოსაწონი პასუხები, სადაც ვიყავი გასაუბრებაზე შედეგიც დადებითი იყო ბოლოს. თუ ბუნებრივად შეიმუშავებთ ამ მეთოდს გასაუბრებისას დამერწმუნეთ ბედიც გაგიღიმებთ. პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობები უნდა შეაფასო და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ სამუშაოზე სურვილის გამოსახატად. ასევე გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურის პუნქციებს უნდა გაეცნო, თუ რამდენად შეძლებ დაკისრებულ პასუხისმგებლობას გაართვა თავი.

  9. კარგი პოსტია და გააგრძელე

  10. cemi interesia politika da biznesi chems mshoblebs ar sjerat rom, me es profesia mainteresebs. mishlian xels, meubnevian davanebo am profesiaze fiqri.iqneb damexmarot tu rogor davartmuno chemi mshoblebi rom es profesia chemi ocnebaa.