Parov Stelar Band – რეპორტაჟი

არვიცი ამ ახალ წელს ვინ სად შეხვდა ან როგორ, მაგრამ მე სასწაულად მაგარ გარემოში ავღმოჩნდი. მოკლედ ახალი წლის ღამეს Tbilisi Event Hall–ში გაიმართა ცნობილი და პოპულარული Parov Stelar Band–ს კონცერტი. რომელიც დაიწყო პატარა გათამაშებით. გათამაშდა Parov Stelar–ის ალბომები და ერთი მთავარი პრიზი John McLaughlin & The 4th Dimension–ზე 27 აპრილს აგრეთვე Tbilisi Event Hall–ში დასასწრები 2 ბილეთი.

ამის შემდეგ დაიწყო კონცერტი რომელიც დამიჯერეთ იქ მყოფ საზოგადოებას და მათშორის მეც არასოდეს დაგვავიწყდება. ეს იყო ნამდვილად რომ ახალი წლის ჯადოსნური ღამე, სადაც ისეთი მუსიკა უკრავდა რომ ყველა ასაკის ადამიანი წინ გამოსულიყო და ცეკვავდა! საქსაფონი, გიტარა, დრამი, შესანიშნავი ვოკალი და რაც მთავარია თავად ფარვო სტელარი . მოკლედ სასწაული მიქსი იყო ალბათ ერთ–ერთი საუკეთესოც კი ამ დროში… სცენიდან იმხელა მუხტი და ენერგია მოდიოდა რომ  გული 10–ჯერ და 20–ჯერ ჩქარა ფეთქავდა… 3 საათის განმავლობაში მაგიდასთან არავინ დაბრუნებულა ყველა ფეხზე იყო და ცეკვავდა შეუსვენებლივ. პირველი საახალწლო საღამო Tbilisi Event Hall–ში და ისიც 100%–ით წარმატებული! ამაზე ისიც მეტყველებს რომ ხალხის მოთხოვნით დაინიშნა მეორე კონცერტი რომელიც ჩატარდა მეორე დღეს ანუ ვინც ახალი წლის ღამეს ვერ მოასწრო ბილეთის დაჯავშნა მეორე ღამეს ბედობას ისევ Parov Stelar Band – თან ერთად შეხვდნენ! აქვე გთავაზობთ მათ მოწერილ წერილს, როდესაც სახლში დაბრუნდნენ

Thanks for the perfect cooperation. Also Parov Stelar really enjoyed
performing at your event. All artists asked me to send you their
greatings and that they really appreciated your concern.
I wish you all the best for the new year.
take care.
Stefan

Line Up
Parov Stelar: Programming & DJ
Markus Ecklmayr: Sax
Stefan Hölzl: Bass
Beate Baumgartner: Vocals
Hans-Jürgen Bart: drums

ამ ბენდის ბიოგრაფია და დისკოგრაფია ნახეთ ჩემთან ბლოგზე ადრე დავწერე, აგერ ლინკიც :) Parov Stelar Band in Tbilisi (31.01.10)
პ.ს. აგრეთვე შემოგთავაზებთ არასრულ ფოტორეპორტაჟს. დასრულებულს კი ნახაეთ  www.LiveinJazz.Ge – ზე
პ.ს.ს ერთ-ერთ ფოტოზე თქვენი მონამორჩილიცაა Beate-სთან ერთად… ისეთი დავლიეთ ერთად რომ მე ავსტრიულად ვლაპარაკობდი ეგ კიდევ ქართულად :D

Prev ახალი წლის სული და უცნაური ტრადიციები
Next სექსუალური ქართველი ქალები (გამოკითხვა)

One Comment

  1. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე:) გილოცავ. ლილია ლამაზია. მომწონს ასეთი ქალები,ოდნავ ბიჭურები, მაგრამ მაინც ქალურები. წარმატებულ წელს გისურვებ

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.