Gregory Colbert – ბიოგრაფია და შემოქმედება
დიდიხნის წინ წავაწყდი ამ პიროვნების შემოქმედებას, რომელიც მიმაჩნია რომ შედევრია! ცხოველების და ადამიანების მეგობრობა და მათი დამოკიდებულება ამ ფოტოებში ძალიან კარგად არის გადმოცემული. ამვდროულად ძალიან ემოციური ფოტოებია და რაღაცნაირად გამშვიდებს ადამიანს! გთავაზობთ ამ პიროვნების მოკლე ბიოგრაფიას და რათქმაუნდა მის ფოტოებს. კომენტარებში ემოციები თქვენზე მომინდია, იმედია ამ უკანასკნელს არ დაიშურებთ და არ დაიზარებთ :)
გრეგორი კოლბერტი 1960 წელს დაიბადა კანადაში, ტორონტოში. მის კარიერას დასაბამი 1983 წელს მიეცა პარიზში, სადაც თანამედროვე საზოგადოების სოციალური პრობლემების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ქუჩის გადაღებების შემდეგ ფოტოგრაფიამ მოხიბლა და 1992 წელს უკვე პირველი გამოფენაც ჰქონდა შვეიცარიაში. მომდევნო ათი წელიწადი, კოლბერტის ნამუშევრები არსად გამოფენილა. არც მისი ფილმები უჩვენებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში იმოგზაურა ბირმაში, შრი-ლანკაზე, ეგვიპტეში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, კენიაში, ტონგაში, ნამიბიასა და ანტარქტიდაზეც კი. 1992 წლიდან მოყოლებული, 40-ზე მეტ ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მთელი ეს ხანი იღებდა ადამიანებსა და ცხოველებს, მათ ამაღელვებელ და ზოგჯერ ძალიან რთულ ურთიერთობებს. სპილოები, ვეშაპები, წმინდა იბისები, წეროები, სამეფო არწივები, შევარდნები, მარტორქები, გეპარდები, ლეოპარდები, აფრიკული გარეული ძაღლები, სიასამურები, ბაბუინები, ანტილოპები, ორანგუტანები, ნიანგები _ ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია. 2002 წელს გრეგორი კოლბერტმა საზოგადოებას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი კულმინაცია, პროექტი “ფერფლი და თოვლი” (“ashes and snow”) წარუდგინა. პროექტი ცხოველთა სამყაროს უფლებებისადმი პოეტური მგრძნობელობით არის შესრულებული. ცხოველები წარმოდგენილნი არიან, როგორც ადამიანთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, წაშლილია ყოველგვარი ბარიერი მათსა და ადამიანებს შორის. პროექტი, გარდა ფოტოებისა, მოიცავს 60 წუთიან ფილმ ნოველას ეპისტოლარულ ჟანრში. ავტორის თქმით, ფოტოები კომპიუტერულად არ დამუშავებულა. მათი მოცულობაა 3,5 x 2,5 მეტრი. ფოტოებზე ნიშნებს ვერ იპოვით, რითაც ავტორი წარმოსახვის საშუალებას გიტოვებთ.
პროექტი გადაღებულია ფირზე, ფილტრების საშუალებით, გამჟღავნების მეთოდი საიდუმლოდ რჩება. გამოყენებულ იქნა იაპონური ხელით დამზადებული ბრინჯის ქაღალდი, ე.წ. encoustic მეთოდის გამოყენებით.ისიც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროქტი სტაბილურად რომელიმე ადგილას გამოფენილი არ არის. ავტორი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თან თავის ნამუშევრებსაც ატარებს. პროექტს თანდათან ემატება ახალი ცხოველები და ახალი ქალაქები. იქნება ეს ვენეცია თუ ნიუ-იორკი, სანტა-მონიკა თუ კალიფორნია, ტოკიო თუ მეხიკო.სიტყვები ზედმეტია, ეს საოცარი, ნათელი, ემოციური და სიცოცხლით აღსავსე კადრები სათქმელს თავად გეტყვიან. თავად კოლბერტი კი ცხოველებს ბუნების ცოცხალ შედევრებად მოიხსენიებს”.
8 Comments
Leave a comment Cancel reply
This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.
dzalian sainteresoa, da potoebic dzz momwona, emociit aris savse. da unakloa chemi azrit :)) warmatebebs vusurveb kolberts da iqneb ertxelac saqartveloshi chamovides da chveni qveyanac asaxos tavisebuli xedvit, rasakvirvelia.
გასაოცარი ფოტოები, სულ სხვა კუთხით დაგანახვებს ცხოველთა სამყაროს… ძალიან საინტერესო ხედვაა… :)
გეთანხმები! მაგიტომაც გადავწყვიტე მასზე აქ ჩემთან ბლოგზე დაწერა:)
veTanxmebi levanis sruliaddd mec ro wavawydi pirvelad erti 3 jer vuyure dgesac kompshi maqvs shenaxuli saimedod magram ratomgac misi am namushevaris garda sxva veraferi vipove tu icit rame mis sxva namushevrebtan dakavshirebit mitxarit raaa :)
შედევრია! ერთ-ერტი ყველაზე მაგარი ფოტოგრაფი, რომელიც ბოლო დროს აღმოვაჩინე
ძალიან კარგი ნამუშევარია,დიდი ხანია ასეთი ხარისხის სურათები არ მინახავს.მომეწონა!
ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია, მართლა უდიდესი ნიჭი დევს ამ ადამიანში <3
[…] წყაროები: http://dudana.kvirispalitra.ge და http://leonsio.ge/gregory-colbert/ […]