ინტერვიუ სიყვარულთან

მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე.

Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?

სიყვარული: რას ამბობ… პირიქით ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება ცხოვრებაში პირველად (სხვა შემთხვევა არ მახსენდება) ჩავწერო ინტერვიუ და ამისთვის დიდი ამდლობა შენ! რაც შეეხება იმას თუ როგორ ვარ, გეტყვი რომ ისევ ძველებურად, რათქმაუნდა არის გარკვეული სიახლეები რომანტიკის, პაემნების და დაოჯახების სფეროებში, როგორც კარგი ისე ცუდიც, მაგრამ ძირითადათ პატარ-პატარა სიახლეებზე საუბარი, თუმცა ვისთვის როგორ (იცინის). სხვათაშორის იმდღეს ერთი საინტერესო და სახალისო სიახლე შეემატა ჩემს ცნობიერებას, მოკლედ ეს კვირის პალიტრის პაემნები ხალხს სულ გადარევს რა… (იცინის) ხოდა ერთ-ერთ ასეთ პაემანზე ვხედავ რომ  ტრადიციულად რუსთაველის მეტროსთან ბიჭი გოგოს ხვდება, თითქოს ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, მაგრამ კარგად დავაკვირდი და დავინახე რომ ბიჭს სახეზე ბაყაყის ნიღაბი ეკეთა გოგოს კი პრინცესის და ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბიჭს ხელში დამატებით ეჭირა უფლისწულის ნიღაბი, თავიდან ვიფიქრე რომ “მასკარადზე” მიდიოდნენ მაგრამ მთელიდღის თვალთვალის შემდეგ ვნახე რომ მზგავსი არც არაფერი ჰქონდათ ჩაფიქრებული, პირადათ მე კი ამ ყველაფერმა ძალიან ჩამაფიქრა… ბოლოს უფრო საოცარი რამ მოხდა, თუ არ ვცდები “ალექსანდროვის ბაღში” გოგომ და ბიჭმა ისე რომ ნიღბები არ მოუხსნიათ ერთმანეთს აკოცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ბიჭმა მოიხსნა ბაყაყის ნიღაბი, ვიფიქრე გვეშველამეთქი მაგრამ ნურასუკაცრავად იმწამსვე იშიშვლა უფლისწულის და ისევ გაიკეთა სახეზე. მოკლედ როგორც ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ეს ორი ახალგაზრდა კვირის პალიტრის მეშვეობით შეხვდენენ ერთმანეთს, სადაც ბიჭმა წაიკითხა გოგოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, გოგო წერდა: გავიცნობ  ნებისმიერი გარეგნობის ბიჭს 20-დან 25 წლამდე, რომანტიული დღის გასატარებლად. აუცილებელია ბიჭმა თან იქონიოს სახეზე მწვანე ბაყაყის ნიღაბი და დამატებით უფლისწულის! მე კი მიცნობს იმით რომ სახეზე მეკეთება პრინცესას ნიღაბი. შეხვედრის ადგილი რუსთაველის მეტრო 12:00 საათი. ამ ამბის მერე იმდენი ვიცინე რომ 300 000 000 წლის სიცოცხლე მომემატა (იცინის).

Leonsio: საოცარი და  ამავდროულად ძალიან მხიარული ამბავი იყო … მოდით ახლა ვისაუბროთ ვალენტინობაზე, დღესასწაულზე რომელსაც თითქმის მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. საინტერესოა როგორ ხვდებით ამ დღეს თქვენ? როგორი ისტორია აქვს და რა ტრადიციის მატარებელია საერთოდ ეს დღე?  როგორც მსმენია საზოგადოებაში ამ დღესთან დაკავშირებით დიდი მითქმა–მოთქმაა, ზოგს ჯერა წმინდა ვალენტინის არსებობის, რომელიც ვინმე ბერი ყოფილა ეკლესიიდან განკვეთილი, ზოგი კი ამტკიცებს რომ ამერიკელების მიერ მოგონილი დღეა კომერციის გასაჩაღებლად და მერე ხალხის ატაცებულიო. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს და რამდენიმე მათგანს განახებთ, რომლებიც სხვადასხვა საიტებზე ამოვიკითხე ( ვარიანტი #1; ვარიანტი #2 )

სიყვარული: იცით პირადათ მე მიმაჩნია რომ ჩემთვის აუცილებელი არაა იყოს რაიმე ღირშესანიშნავი თარიღი რომ ვინმეს ვესტუმრო. მე იმთ  ვარ ცნობილი რომ მოულოდნელად მიყვარს ვიზიტი. 14 თებერვალი ეგრეწოდებული “ვალენტინობა” ჩემთვის კიდევ ერთი მორიგი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც ასევე განსაკუთრებული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი წყვილისთვის როგორც 15 16 17 თებერვალი და ა.შ. კიდევე ერთხელ გავემეორებ რომ ეგრეწოდებული “ჩემი დღეობის” აღნიშვნა, წელიწადში ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მთავარია იმ ორ ადამიანს შორის იყოს ამის სურვილი, მონდომება და  გულწრფელი ურთიერთობა, რომლის სიმაგრეს და სიმტკიცეს მე აუცილებლად ვუზრუნველყოფ. გავეცანი თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს ამ დღესთან დაკავშირებით და  სიმართლე გითხრათ “ვალენტინობის”  ანუ ამ ეგრეწოდებული დღესასწაულის ისტორიას არასოდეს ჩავძიებულვარ, უბრალოდ ერთი რაც შევამჩნიე ამ დღეს, სხვა დღეებთან შედარებით უფრო ბევრ ადგილას მიწევს ყოფნა, შესაბამისად ამ დღეს უფრო მეტი წყვილი იყრის თავს : ) მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეს დღე ხალხის გამოგონილია და მათივე ატაცებული, თუმცა ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს მის არსებობაში და ასეთი ფორმით აღნიშვნაში.
პ.ს. მაპატიეთ თუ ყველაფერს ვერ გეუბნებით იმიტომ რომ ცოტა მიჭირს საკუთარ თავზე ახლა საუბარი ალბათ გესმით რატომაც.

Leonsio: მადლობა ასეთი ლაკონური და ამომწურავი პასუხისთვის. მინდა გთხოვოთ რომ თუ შეგიძლია გვიამბოთ ცნობილი სასიყვარულო რომანებზე, რომლებმაც სიყვარულის და არამარტო სიყვარულის ისტორიაში, თავისი  კვალი დატოვეს და იქნებ პარალელებიც გაგევლოთ დღევანდელობასთან.

სიყვარული: ძალიან ბევრია ასეთი რომანი თუ ისტორია რომელიც შეიძლება რომ გავიხსენო, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. მოდით რამდენიმე მათგანს გეტყვით: კლეოპატრა და ცეზარი, რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, აბესალომ და ეთერი, ტარიელი და ნესტან–დარეჯანი. ქეთო და კოტე მოკლედ კიდევ ძალიან ბევრია და ამაზე შევჩერდები. თითოეული რომანი თუ ნამდვილი ისტორია დღემდე უკვდავია და ბევრისთვის სამაგალითოც. გარდა ამისა თითოეული შეყვარებული წყვილი რომელიც ახსოვს ამ სამყაროს თავისთავად მონაწილეა ამ ისტორიის შექმნისა. დღეს ცოტა სხვაგვარი შეხედულებაც გაჩნდა ჩემზე, ხშირად არის რომ ჩემი სახელით ბოროტად სარგებლობენ ! იმდენჯერ მახსენებენ რომ ლამისაა უკვე ავადსახსენებელი გავხდე! მერე რა უბედურება  ეს “სიყვ” როდესაც მქვია “სიყვარული” მაგრამ გაზარმაცდა ხალხი და ეზარებათ “ამხელა” სიტყვის წარმოთქმა!  სიყვარულის ახსნა დღეს სასაცილო თემად იქცა, ბიჭი ეტყვის გოგოს მიყვარხარო, ისიც უპასუხებს კარგი მაშინ მეც მიყვარხარო, მერე ბიჭს მოჰყავს ცოლად გოგო და იქმნება მოკლემეტრაჟიანი  დოკუმენტური ოჯახი, (გაგვეცინა) მაგრამ როგორ ფიქრობთ დიდხანს გასტანს ეს ოჯახი?  რომელიც სულ რაღაც ორ დღიან ნაცნობობაზეა დაფუძნებული… რათქმაუნდა რომ ისევ 2 დღეში ეს ოჯახი დაიშლება, გოგოც და ბიჭიც უკეთეს შემთხვევაში საწყის მდგომარებოას დაუბრუნდებიან და თავის შეცდომებზე დაფიქრდებიან, უარეს შემთხვევაში იგივეს გაიმეორებენ! კარგით გყვეყოფა ნეგატივი…. უბრალოდ ჩემი პირველი ინტერვიუა და რასაც ვერ ვამბობდი აქამდე ეხლა თქვენთან გავამხილე. იმედია არავინ მიწყენს, მესმის რომ რეალობა შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია!

Leonsio: ძალიან  დიდი მადლობა იმისთვის რომ დრო ნახეთ და გამესაუბრეთ! მესმის რომ ეხლა გეჩქარებათ და ამიტომ ბოლო ტრადიციულ კითხვას დავსვამ: რას უსურვებდით სრულიად სამყაროს!

სიყვარული: ერთსაც ვიტყვი რომ გახსოვდეთ, სიყვარული უდიდესი გრძონობაა რომელსაც ამ ცხოვრებაში შეიცნობ და ეცადეთ თუ შეგიყვარდათ ვინმე, შეიყვარეთ ჭეშმარიტად და შეიყვარეთ გულით! ოჯახის შენება კი საძრკველის გამაგრებით დაიწყეთ :) მიყვარხართ ყველა თქვენი “სიყვარული”!

ამ შესანიშნავ ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ და გითხრათ რომ შემდეგში კიდევ იქნება ამდაგვარი ინტერვიუები. აუცილებლად. ასე რომ იყავით ჩემთან ერთად! :)

პ.ს. ცოტა მშრალი გამოვიდა მაგრამ საერთოდ ეხლა რო შევძელი ამის დაწერა ძალიან მიკვირს :)

Prev ფოტოთი ნათქვამი ამბავი (ჩანახატი)
Next Gregory Colbert – ბიოგრაფია და შემოქმედება

6 Comments

  1. ძალიან სახალისოა… :)
    “მდენჯერ მახსენებენ რომ ლამისაა უკვე ავადსახსენებელი გავხდე!” ეს სიტყვა სამწუხაროდ გაცვდა…. და იმის გამოსახატად, რომ ვინმე მთელი სულითად და გულით გიყვარს(არდა ამ “სულითა და გულით” დამატება წესით საჭირო არ უნდა იყოს) გიყვარს უნდა გამოიყენო, მაგალითად ასეთი ტერმინი: “ეგზისტენციის კვიტესენცია და არა უბრალოდ ეგზისტენციის კვინტესენცია, არამედ დუალისტური ეგზისტენციის კვინტესენცია” :D

  2. და გარეგნულად როგორი იყო სიყვარული, აღგეწერა, ან ფოტოები მაინც დაგედო :D

  3. ძალიან საყვარელ სიყვარულთან გისაუბრია.. მომეწონა მისი ნააზრევი.. P.S. ანუ შენი ნააზრევი არაა? :D:D

  4. @ ნიმფა:
    გარეგნულად სიყვარული მგონი ინდივიდუალურია არა? ვისაც როგორის დანახვა შეუძლია ისეთად წარმოუდგება.. მე ასე ვფიქრობ.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.