ინტერვიუ Eastern Promotion-თან (+გამოკითხვა)

03/03/2010

ალბათ ყველამ შეატყო, რომ ჯაზ კონცერტებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი ჯაზ შემსრულებლები, ეწყობა ჯაზფესტივალები, როგორც თბილისში ისე ბათუმში, ერთი სიტყვით საქართველო, გემოვნებიანი მუსიკის საღამოების ეპიცენტრშია, სადაც ყველა  ჯაზ მსმენელის და არამარტო მათი ოცნებები სრულდება და ცოცხლად უსმენენ მაღალი კლასის მუსიკას. მოგეხსენებათ რომ ამ კონცერტების ორგანიზება, ოდიდგანვე კომპანია „Eastern Promotion“–მა ითავა და დღემდე შესანიშნავად ართმევს თავს! მათი ორგანიზებით საქართველოს მრავალი  პოპულარული ჯაზ შემსრულებელი ესტუმრა და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.

მათ ჩამოყავთ ისეთი დონის მუსიკოსები როგორებიც არიან: Ray Charles, James Brown, George Benson, Al Jarreau, Bobby McFerrin, Maceo Parker, The Manhattan Transfer, Take 6, Roy Ayers, John McLaughlin, Joe Zawinul, Herbie Hancock, Chick Corea, Garry Barton, Jamiroquai, Shakira, Joe Cocker, Marcus Miller, James Caarter, Kool & The Gamg, და ა.შ. უბრალოდ ძალიან ბევრია კიდევ და ამიტომ სჯობს თავად იხილოთ დანარჩენი მათ ვებ–გვერდზე http://www.easternpromotion.com/archive.html ასევე უნდა ითქვას, რომ „Eastern Promotion“–ის დახმარებით ქართველმა მელომანებმა გაიგეს და აღმოაჩინეს სხვადასხვა ჯაზ შემსრულებელი. სულ ახლახანს საქართველოში “ჯაზ სეზონი” დაიწყო, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და უმასპინძლებს მაღალი კლასის პოპულარულ მუსიკოსებს, ერთი სიტყვით პირადათ მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ხდება თბილისში და შემდეგ უკვე გადაინაცვლებს ბათუმშიც. კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად გადავწყვიტე პატარა ინტერვიუ ჩამეწერა კახა კანდელაკთან, რომელიც გახლავთ  „Eastern Promotion“–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

კითხვა: გამარჯობათ ბატონო კახა მადლობა, რომ ასეთ დატვირთულ გრაფიკში გამონახეთ ამ ინტერვიუსთვის დრო. პირველ რიგში მაინტერესებს ამ ორი წლის მანძილზე როგორ შეძელით, რომ საქართველო დაემზგავსა ჩიკაგოს ან ნიუ იორკს, სადაც ძალიან ხშირად მოვისმენთ ამა თუ იმ ცნობილი ჯაზმენის და არა მარტო ჯაზმენის კონცერტის შესახებ? ზუსტად ასე ხდება საქართველოში ახლა. იქნები უფრო კონკრეტულად გვიამბოთ თქვენი მიზნების შესახებ?

პასუხი: ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ ჯაზ კონცერტებს და ფესტივალებს, თუმცა იმის შემდეგ რაც ფილარმონიის მენეჯმენტი ჩვენ თავზე ავიღეთ, გადავწყვიტეთ გაცილებით ხშირად შეძლებოდათ ქართველ მსმენელებს ჯაზ კონცერტებზე დასწრება და ჭეშმარიტად გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა. ადრე თუ 5–10 წლიანი ინტერველი იყო ერთი ფესტივალიდან მეორემდე, ახლა უკვე თითქმის ყოველ თვე შეგიძლია მოხვიდეთ „თბილისის ივენთ ჰოლში“ და მოუსმინოთ ისეთი კლასის შემსრულებლებს, რომლებიც გრემზე არაერთხელ ყოფილან ნომინირებულები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფასებს. როგორც ადრე, ახლაც ჩამოგყავს ცნობილი შემსრულებლები, თუმცა მათთან ერთად ისეთებიც რომლებიც საქართველოში მეტ–ნაკლებად იციან, ან საერთოდ არ გაუგიათ და პირველად ჩვენთან კონცერტზე მოუსმენიათ, რის შემდეგაც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ხოლმე. ყველანაერად ვცდილობთ რომ სპონსორების დახმარებით კონცერტის ბილეთები ყველასათვის ხელმისწავდომი გავხადოთ, რათა უფრო მეტმა მელომანმა შეძლოს კონცერტზე დასწრება. ვფიქრობ გასული 2009 წლის ჯაზფესტივალი ამის შესანიშნავი მაგალითი იყო.

კითხვა: თქვენ ახსენეთ  რომ  „თბილისის ივენთ ჰოლში“ თითქმის ყოველ თვე იმართება ჯაზ საღამო, ალბათ საუბარი გაქვთ „ჯაზ სერიაზე“, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო და უკვე მთელი თბილისი ლაპარაკობს. საიდან გაჩნდა „ჯაზ სერიის“ გაკეთების იდეა და რამდენად პერმანენტული სახე ექნება მზგავს საღამოებს „თბილისის ივენთ ჰოლში“?

პასუხი: უკვე კარგახანია თბილისში ჯაზ კლუბის იდეა ჰაერში ტრიალებს, სულ მესმის ხოლმე გააკეთეთ ერთი „ბლუ ნოტი“ და მზგავსი თხოვნები, რომელიც ძირითადათ იმ ხალხისგან მესმის ვინც მუდმივად  სტუმრობს ჯაზფესტივალებს, ხოდა გადავწყვიტეთ ექსპერმიენტის სახით გაგვეკეთებინა ჯაზ კლუბი  და ამისათვის გამოვიყენეთ თბილისის საკონცერტო დარბაზის ჰოლი, რომელიც ახლა „თბილისის ივენთ ჰოლად“ არის ცნობილი და ზუსტად აქ ტარდება თქვენს მიერ ნახსენები „ჯაზ სერია“. ამ ჯერად კონცერტები ჩატარდება თვეში ერთხელმ. რაც შეეხება თავად „ჯაზ სერიის“ გაკეთების იდეას ის  საქართველოში ჯაზ კლუბის კულტურის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯებია, რომელმაც წარმატებით აიღო სტარტი 20 თებერვალს და გაგრძელდება 14 მაისამდე. ეს ოთხ თვიანი „ჯაზ სერია“ კეთდება საქართველოს ბანკის და ამერიკან ექსპრესის ხელშეწყობით. ამ ოთხი თვის მანძილზე საქართველოს ესტუმრებიან:  20 თებერვალი „Frank McComb Trio“ 22 მარტი „Jojo Mayer & Nerve“, 27 აპრილი „JOHN McLAUGHLIN 4th DIMENTION“, 14 მაისი Erik Truffaz Quartet“,  როგორც ხედავთ ჩამოდიან საქართველოში ცნობილი და მეტნაკლებად ცნობილი  შემსრულებლებიც, ახლა ისეთი ტენდეცია მოდის რომ ვისაც არ იცნობენ იმაზე უფრო დადის ხალხი, მიგვაჩნია რომ ასეც სჯობს, რადგან ვინც უკვე ცნობილი იყო, 90% პროცენტი უკვე ჩამოვიყვანეთ, ვფიქრობ დროა ქართველ მსმენელებს გავაცნოთ მათთვის უცნობი და მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი შემსრულებლები, დანარჩენი მათ გემოვნებაზე და ინტერესებზეა დამოკიდებული.

კითხვა: როგორც ვიცი სულ ახლახანს იმყოფებოდით ამერიკაში გრემის დაჯილდოვების რიგით 52-ე ცერემონიალზე, თუ შეგიძლიათ გვიამბეთ თქვენი ამერიკაში ვიზიტის  შესახებ ერთ–ორი სიტყვით.

პასუხი: მოსაყოლი ნამდვილად ბევრია, თუმცა ვეცდები მოკლედ გითხრათ ჩემი ამერიკაში ვიზიტის შესახებ. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ,  გრემი აიღო ბატონმა კურტ ელინგმა ნომინაციაში Best Jazz Vocal Album, (Dedicated To You: Kurt Elling Sings The Music Of Coltrane And Hartman) მოგეხსენებათ რომ სულ ახლახანს იგი ზუსტად ამ პროექტით ჩამოვიყვანეთ თბილისის ჯაზფესტივალზე და ვინც მის კონცერტს დაესწრო ალბათ იცის თუ რა დონის შემსრულებელია და ამავდროულად  როგორი კარგი შოუმენიც, თქვენ წარმოიდგინეთ გრემის დაჯილდოვების ცერემონიალიც თავად ბატონ კურტ ელინგს მიჰყავდა. მოვინახულეთ არაერთი ჯაზ კლუბი და მინდა გითხრათ რომ ივენთ ჰოლი და იქ შექმნილი გარემო არაფრით  ჩამოუვარდება ამერიკულ ჯაზ კლუბებს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, იმიტომ რომ  ჩვენი მიზანია რასაც ვაკეთებთ ხარისხიანად  ვაკეთოდ. როდესაც დავბრუნდით თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყო „ჯაზ სერია“ და  თავი ისევ ამერიკის ჯაზ კლუბში მეგონა, თითქოს არც დავბრუნებულვარ საქართველოში ისეთი შეგრძნება მქონდა,.

კითხვა: არ შემიძლია არ დაგისვათ ეს ტრადიციული კითხვა, რაარის თქვენთვის ჯაზი და რატომ გადაწყვიტეთ ეს საქმე გეკეთებინათ?

პასუხი: ერთს ვიტყვი რომ ეს არარის ჩემთვის მხოლოდ საქმე, ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ვერაფერი.  მინდა რომ სხვაც ეზიაროს ამ სამყაროს, რასაც ჯაზი და ჭეშმარიტი მუსიკა ჰქვია! საბედნიეროდ მე ბავშვობიდან ვესწრებოდი ჯაზ კონცერტებს რომელსაც მამაჩემი გაიოზ კანდელაკი და მისი მეგობრები აკეთებდნენ თბილისში, ჩამოჰყავდათ ასევე მაღალი დონის მუსიკოსები. მე ბედნიერი ვარ რომ ამ გზას გავყევი ბოლომდე. დღესაც ხშირად ვესწრები სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ჯაზ კონცერტებსა თუ ფესტივალებს, უბრალოდ სხვანაერად ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო!

კითხვა: „ჯაზ სერიის“ დასრულების შემდეგ, ჯაზ კონცერტების სერია გადაინაცვლებს  ბათუმის ჯაზფესტივალზე, იქნებ ნაწილობრივ მაინც თქვენი  გაგვანდოთ გეგმების შესახებ, თუ ვინ ესტუმრება „BLACK SEA JAZZ FESTIVAL“?

პასუხი: რათქმაუნდა ტრადიციულად იქნება ისეთი მუსიკა რომელიც მოუხდება ზღავს და სანაპიროს!  იქნება უამრავი სიახლე და დაუვიწყარი საღამოები. რაც შეეხება შემსრულებლებს გეტყვით რამდენიმე მათგანის ვინაობას: The Brand New Heavies, MIKE STERN GROUP feat. Randy Brecker, Dave Weckl  უკვე სრულ სიას ცოტა მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ, ასე რომ დაელოდეთ სიახლეებს Eastern Promotion–სგან.

ავტორი: ლევან გიორგაძე

2493 სულ 1 დღეს

    3 Comments

  • alf1 03/26/2010
    Reply

    ბიჭო სკაიპში მომწერე რაა რო მოხვალ საქმე მაქვს და ნუ შეგვიკალი ამ შენი ჯაზით კიდე :D :D

  • Butterfly 09/17/2011
    Reply

    ჯაზი ჯაზი და კიდევ ერთხელ ჯაზი : ))^^

  • Reply

    ეს კედლებიც კი ჯოჯოხეთური ჯაზითაა გაჟღენთილი :) (ზაზა ბურჭულაძე- “მინერალური ჯაზი”

  • Leave a comment

    This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.