Tag:Jazz
ამასწინად დამთაგეს ამ პოსტზე და ახლა როგორც გავარკვიე მეც უნდა დავწერო 5 რამ რაც მიყვარს. მაშ ასე დავიწყებ: 1. უკვე ექვსი წელია რაც მიყვარს ჯაზი და ვუსმენ თითქმის ყოველდღე :) ეს ის მუსიკაა, რომელსაც ნებისმიერ განწყობაზე მოვუსმენ. პირველად ჯაზს რომ მოვუსმინე, ისეთი ემოციების ქვეშ მოვექეცი, რომ გადავწყვიტე რადიოში დამეწყო მუშაობა, (15 წლის ასაკში) მინდოდა ხშირად მომესმინა ამ მუსიკისთვის, მერე აღმოვაჩინე უამრავი ჯაზ შემსრულებელი და ასე ნელა-ნელა გავეცანი ჯაზს :) ჯაზის სიყვარულმა გამაკეთებინა ამ კომპანიაში! Eastern Promotions 2. ასევე ექვსი წელი […]
ალბათ ყველამ შეატყო, რომ ჯაზ კონცერტებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი ჯაზ შემსრულებლები, ეწყობა ჯაზფესტივალები, როგორც თბილისში ისე ბათუმში, ერთი სიტყვით საქართველო, გემოვნებიანი მუსიკის საღამოების ეპიცენტრშია, სადაც ყველა ჯაზ მსმენელის და არამარტო მათი ოცნებები სრულდება და ცოცხლად უსმენენ მაღალი კლასის მუსიკას. მოგეხსენებათ რომ ამ კონცერტების ორგანიზება, ოდიდგანვე კომპანია „Eastern Promotion“–მა ითავა და დღემდე შესანიშნავად ართმევს თავს! მათი ორგანიზებით საქართველოს მრავალი პოპულარული ჯაზ შემსრულებელი ესტუმრა და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.
დიდიხანია მინდა დავწერო პოსტი ფოტოგრაფიის შესახებ. სულ რაღაც 5 წელია დაინტერსებული ვარ ფოტოგრაფიით წლიდან-წლამდე ეს ხელოვნების მეტად საინტერესო დარგი უფრო მითრევს. როგორც ყველაფერს, ასევე ფოტოგრაფიას აქვს თავსი შემოქმედებითი ცხოვრების სტილი, წესები და კანონები, მიუხედავად ამისა ბევრი რამე მაინც შენს ხედვაზე და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. თუ გაქვს ხედვა, მერე უკვე შეგიძლია შეისწავლო ტექნიკაც, იმიტომ რომ ხედვა ჩემი აზრით უმთავრესია ფოტოგრაფიაში.
როგორც იცით ოქტომბრის 27, 28, 29, 30, 31, 01, რიცხვებში თბილისს ესტუმრნენ ჯაზ ლეგენდები / ვარსკვლავები და გამართეს ყველაზე ჯაზურ საღამოები ექვსი დღის განმავლობაში, განახლებულ თბილისის დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში. კიდევ ერთი დაუვიწყარი ჯაზფესტივალი, რომელიც Eastern Promotion აჩუქა ქართველ ჯაზ მსმენელებს და ყველას ვისაც უყვარს გემოვნებიანი მუსიკა. მე კი ვიღებდი ამ ჯაზ ფესტივალს ყველა კონცერტს, ვეცადე არ გამომრჩენოდა ამ სენსაციური ფესტივალის არცერთი წუთი და არცერთი მომენტი, თითქმის დაუჯერებელია მაგრამ, ეს საქართველოში ხდებოდა :D კონკრეტულად კი TBILISI JAZZ FESTIVAL 2009-ზე
შეიძლება სათაურმა არასერიოზული პოსტის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე ნამდვილად არარის და ამაში დარწმუნდებით თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავთ. მოკლედ დღეს გამოვედი სახლიდან ჩავჯექი 21 ნომერ ავტობუსში და ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე. რათქმაუნდა ჟღერდა მხოლოდ ჯაზი და ნასიამუვნები სახით ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ ქუჩაში სადაც ხალხი სიცივისგან მობუზული დადიოდა, ზოგს გაუმართლა და მეწყვილესთან (საპირისპირო სქესთან) ჩახუტებით ითბობდა თავს.