მე, ფოტოგრაფია და ჯაზი, ანუ ჩემი ცხოვრების სტილი

დიდიხანია მინდა დავწერო პოსტი ფოტოგრაფიის შესახებ. სულ რაღაც 5 წელია დაინტერსებული ვარ ფოტოგრაფიით წლიდან-წლამდე ეს ხელოვნების მეტად საინტერესო დარგი უფრო მითრევს. როგორც ყველაფერს, ასევე ფოტოგრაფიას აქვს თავსი შემოქმედებითი ცხოვრების სტილი, წესები და კანონები, მიუხედავად ამისა ბევრი რამე მაინც შენს ხედვაზე და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. თუ გაქვს ხედვა, მერე უკვე შეგიძლია შეისწავლო ტექნიკაც, იმიტომ რომ ხედვა ჩემი აზრით  უმთავრესია ფოტოგრაფიაში.

უნდა შეგეძლოს რეალობის სხვანაირად უფრო მხატრულად დანახვა და მისი ფოტოთი გადმოცემა, თორემ ღილაკზე თითის დაჭერა ყველას შეუძლია. ფოტოგრაფიას ერთ და ორ წელში ვერ ისწავლი, მითუმეტეს ხედვას  საერთოდ ვერავინ გასწავლის, ეს თანდაყოლილი უნდა გქონდეს ადამიანს როგორც ნიჭი. ეხლა მახსენდეა გურამიშვილის “დავითიანიდან” სიტყვები ” სწავლა სიბერემდეო” ფოტოგრაფია ამ სიტყვებს 100% ამართლებს იმიტომ რომ ყოველდღე, ყოველთვე და ყოველწელს სულ ახალს გაიგებ, ახალს გადაიღებ ან უკვე გადაღებულს ახლებურად დაინახავ, ეს უკვე ადამიანის ფანტაზიაზე და ხედვაზეა დამოკიდებული.

ფოტოგრაფია აპარატზე არსებული გადაღების ღილაკზე თითის დაჭერა მარტო არარის მერწმუნეთ, სანამ ღილაკს დააჭერ ფოტომოყვარული ან ფოტოგრაფი, მანამდე წამებში ხედავ კადრს, აწყობ კადრის კომპოზიციას, უყურებ კადრის წინა პლანს და უკანა პლანს, ნახულობ განათებას, აყენებ ექსპოზიციას და მეერ უკვე იღებ. აქ შეიძლება კიდევ რამე გამომრჩა ან ზუსტი თანამიმდევრობით ვერ დავწერე მაგრამ მერწმუნეთ მართლაც უამრავი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ ასე წამებში გადაღებას ჯერ კიდევ დიდიხნის პრაქტიკა უნდა და მე ველოდები იმ დროს, იმ დღეს როცა მე ამას სრულყოფიალდ შევძლებ.

საერთოდ ფოტოგრაფიას მუდმივი პრაქტიკა უყვარს იმისთვის რომ უფრო გაიწაფო ხედვა და ა.შ. მაგალითად მე კვირაში სამჯერ–ოთხჯერ თუ არ ავიღე აპარატი და არ გავედი გადასაღებად, დისკომფორტს ვგრძნობ მერე მთელი კვირის მანძილზე. ფოტოგრაფიამ ძალიან იცის მიჩვევა და ეს ერთგვარი თერაპია ხდება შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასამშვიდებლად და დროებით ყველა პრობლემების დასავიწყებლად გადაღება უებარი წამალია მერწმუნეთ, თანაც ერთგვარი ადრენალინია როდესაც რაღაცა მოვლენის ეპიცენტრში ხარ და 2–ის მაგივრად 10–ი თვალი გაქვს გამობმული რომ არაფერი გამოგეპაროს, მითუმეტეს დიდი დოზით ადრენალინია თუ ფირით იღებ, იმიტომ რომ გადაღებულ კადრებს მაშინვე ვერ ნახავ და შემოქმედებითი ცნობისმოყვარეობა გკლავს, სანამ გაამჟღავნებ და დაბეჭდავ ამ ფოტოებს თუ ციფრულით გადაიღე სახლში მისვლისთანავე გდაყრი ყველა ფოტოს კომპიუტერში და იწყება დიდი გადარჩევა–დამუშავების პროცესი რაც კიდევ ერთგვარი სიამუვნებაა. შეიძლება ადამიანმა გადაიღო 100–ი ფოტო მაგრამ გაცხრილვის შედეგად 1–2 კადრი დაგრჩეს კარგი ეს უკვე შედეგია თანაც ძალიან კარგი შედეგი… (პირველი ნაწილის დასასრული…)

პ.ს. რადგან ვიზუალურ ხელოვნებაზე გვაქვს საუბარი ყველა ნაწილში შემოგთავაზებთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს. (ისე კი შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ფოტოგალერეა ამავე ბლოგზე  GALLERY ) აგრეთვე იხილეთ ყველაზე პოპულარული ფოტოსაიტი www.Graf.Ge

პ.ს.ს.  კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვწერო ახლა და ჯობია რამდენიმე ნაწილად დავყოფ ამ პოსტს ასე რომ გაგრძელება სულ მალე იქნება:) შემდეგ ნაწილებში დავწერ ზოგადათ <ფოტოგრაფიის ისტორიზე, ასევე ვისაუბრებ ჯაზზე როგორც ჩემი ცხოივრების მუსიკაზე და ამ მუსიკის როლზე ზოგადად ფოტოგრაფიაში და ჩემს ფოტოშემოქმედებაში.

[polldaddy poll=2543601]

Prev სექსუალური ქართველი ქალები (გამოკითხვა)
Next ინტერვიუ Parov Stelar-თან (Interview With Parov Stelar)

2 Comments

  1. პოსტი ჩავიკითხე და დიახაც,რომ გეთანხმები ამ წვრილმან რამერუმეებში,მაგრამ ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი….. ადამიანო ეს სამი ფოტო უნდა მომელანდოს ხოლმე დღეიდან ძილშიც კი….. ხოდა რავი მადლობა რა…. მადლობა რისთვის ვერ ვიცი, მაგრამ რამე ხომ უნდა დავწერო…. :) ვაააახ დამაინტერესე…. :)

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.