საათის ისრები

02/01/2011

ეს დღე კარგად მახსოვს, 13 თებერვალი, როდესაც მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მასაც იგივე ეთქვა, უბრალოდ დუმილი და ჩახუტება არჩია… თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა… მაშინ ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში და ამიტომ მეც დუმილი და ჩახუტება ვარჩიე.

დამშვიდობებისას ვუთხარი რომ 14 თებერვლისთვის გეგმები მქონდა და მინდოდა მენახა, შევახსენე სადაც უნდა მოსულიყო და რა დროსაც… დამთანხმდა და მეც გახარებული წამოვედი სახლში. გზაში მის პასუხზე ვფიქრობდი, ძალიან მიკვირდა, თუმცა ვცდილობდი რომ ამ პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მაგრამ ძნელი იყო რეალობისთვის თვალის არიდება. ამ ფიქრებში გართული ვიყავი რომ მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, არც დამიხედავს ნომრისთვის, მაშინვე ვუპასუხე, პირველი რაც გავიგე ეს მისი სიტყვები იყო, მეც ძალიან მიყვარხარო… ნუთუ ჩემი დრო მოვიდა და საათი გაჩერდა? ახლა უკვე რეალობა ტკბილი იყო და ოცნებაც აღარ მჭირდებოდა… ეს ის გრძნობაა იყო რომელიც ერთხელ მოდის და სამუდამოთ რჩება, ბევრი ეძებს მას, თუმცა ამაოდ, ის თავად მოგძებნით როცა საჭირო იქნება.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჟღერს ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიჟღერებს იგი ჭეშმარიტად და ამის შემდეგ მოჰყვება ამ ურთიერთობას ბედნიერი და ტკბილი გაგრძელება სიცოცხლის ბოლომდე. ადამიანის სიყვარულის გზა შეიძლება საათის ისრებს შევადაროთ… მაგალითად დიდი ისარი ყოველ საათში ერთხელ ნახულობს პატარა ისარს, ისიც სულ რაღაც ერთი წუთით, რის შემდეგ ისინი კვლავ შორდებიან მომავალ შეხვედრამდე, ოღონდ უკვე სხვა დროს და სხვა ადგილას. ასე გრძელდება წლობით, სანამდე საათი არ დაბერდება, არ დაჟანგდება და ორივე ისარი სამუდამოთ არ გაჩერდება ერთ დროს, ერთ ადგილას და ერთი უკვდავი გრძნობით… სიყვარულით!

დიდიხანი ვიყავი მარტო, ახლა კი მიპოვა სიყვარულმა და ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია ამ ქვეყანაზე! ის ერთი ჩვეულებრივი ქალია, გონება, ენა და გული გადაჯაჭვული აქვს და ერთმანეთს მუშაობაში ხელს არ უშლს. სიტყვები, ანარეკლია მისი ფიქრებისა და გრძნობებისა. და აი, მოვიდა დრო, როცა მას ვინმე უნდა შეყვარებოდა და ეს ვინმე მე აღმოვჩნდი! არვიცი რატომ, მაგრამ მეგონა რომ ამ დღეს მე სამუდამოდ გავჩერდი მასთან ერთად, როგორც საათის ისრები, ერთ დროს და ერთ ადგილზე!

3772 სულ 1 დღეს

    11 Comments

  • sunny 02/01/2011

    რა თბილია <3

  • ადამიანის სიყვარულის გზა შეიძლება საათის ისრებს შევადაროთ… მაგალითად დიდი ისარი ყოველ საათში ერთხელ ნახულობს პატარა ისარს, ისიც სულ რაღაც ერთი წუთით, რის შემდეგ ისენი კვლავ შორდებიან მომავალ შეხვედრამდე, ოღონდ უკვე სხვა დროს და სხვა ადგილას. ასე გრძელდება წლობით, სანამდე საათი არ დაბერდება, არ დაჟანგდება და ორივე ისარი სამუდამოთ არ გაჩერდება ერთ დროს, ერთ ადგილას და ერთი უკვდავი გრძნობით… სიყვარულით!
    სიტყვები არ მყოფნის. :)

  • da_v_id 02/02/2011

    რა გაბდრული სხით ვკითხულობდი ამ ცივიწყლისმაგვარ პ.ს.-მდე. მომეწონა. მაგრამ თუ რეალური ამბავი აღმოჩნდება გამიხარდება კიდეც :) გაიხარე

  • Leonsio 02/02/2011

    @ da_v_id:
    დათო ნაწილობრივ რეალობაა, რომელიც ფანტაზიით შევაფერადე :) ასე რომ შეგიძლია გაგიხარდეს :)

  • სოფო 02/02/2011

    ძალიან მომეწონა… ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე … ყოჩაღ !!

  • თათო 02/24/2011

    არ მჯერა, რომ ბიჭის დაწერილიაა… :)))))))))))))))))))))) მომწონა!

  • პირველი აბზაცი რომ წავიკითხე მეგოან ჩემს ამბავს ყვებოდი, რადგან ყველაფერი დაემთხვა , რიცხვიც და საქციელიც მაგრამ ჩემ შემთხვევაში ალაბთ ტელეფონი დაუჯდა სამუდამოდ

  • kiwi 03/22/2011

    მმმ როგორ მომეწონა <3 ძალიან

  • AnN 09/29/2011

    “მიყვარს” ასეთი სიყვარული

  • უკომენტაროდ მიყვარხარ ნიკო

  • ყოველი ადამიანი ინდივიდია…უფალმა თითოეული ჩვენგანი დააჯილდოვა,მოგვცა შესაძლებლობა იმისა რომ ვიყოთ განსხვავებულნი.. სამწუხაროა ის ფაქტი ,რომ ჩვენ არ შეგვწევს ძალა დავაფასოთ და გამოვიყენოთ ნიჭი რომელიც გაგვაჩნია . მე პატივს გცემ შენ , შენ შეძელი შეგემჩნია შენი ძალა. ეს ნამდვილად დასაფასებელია! საოცარი მსჯელობა გაქვს , წერისთვის ხარ დაბადებული.. მკითხველი გრძნობს რომ შენ მისთვის წერ და არა საკუთარი თავისთვის. ყოჩაღ ! ახლახან შემოგიერთდით და აქედან წასვლას აგარ ვაპირებ .