უხილავი ძაფების სამყარო

ხანდახან მარტივ სიტყვებში რამხელა ემოცია შეიძლება იდოს…  იმ დღეს სამარშუტო ტაქსში შევესწარი დედა-შვილის ერთი შეხედვით ტრადიცულ და მარტივ დიალოგს. დედა შვილის რვეულს ნახულობდა, რომელშიც შესრულებული დავალება ეწერა, რომელიც მასწავლებელს ანახა და  10-იანიც მიიღო.

ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო მაგრამ, დედის სიტყვები რომელიც მან შვილს უთხრა, ერთ-ორად ემოციურად ჩამესმა.

დედა: კარგი ბიჭიხარ, შენი იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში , ძალიან გამახარე…

ნუთუ ეს შუადღეს ნამღერი/ნათქვამი “იავნანა” არარის? რომელმაც ბავშვს სახეზე ღიმილი დაუტოვა, თვალები კი ღამის ლამპიონებივით აუნთო… ამ დიალოგში მნიშვნოლოვანი როლი შინაგანმა ემოციამ ითამაშა, იმიტომ რომ დედის სახეზე სიტყვების შესაბამისი მიმიკა ნამდვილად არ აისახებოდა, თუმცა შვილზე ამ სიტყვებმა იმ წამს (დარწმუნებული ვარ მომავალშიც) დიდი გავლენა იქონა და როგორც უკვე ვთქვი სახეზეც დაეტყო. რათქმაუნდა რომ დედასა და შვილს შორის არსებობს ის უხილავი ძაფი, რომლითაც ისინი კონტაქტობენ, გარდა ჩვეულებრივი საქონტაქტო ენისა, ეს იმ ძაფს  ჰგავს, რომელიც მათ მშობიარობამდე  მუცელში აკავშირებთ, რომელსაც ექიმებმა მშობიარობის დროს ჭრიან, მაგრამ ამ უხილავ ძაფს ვერცერთი ექიმი ვერ გაწყვეტს, ის სამუდამოთ რჩება მშობელსა და ბავშვს შორის.

უხილავი ძაფი ვახსენე და კარგმა აზრმა გამიელვა თავში. წარმოიდგინეთ რამდენი უხილავი ტალღაა (სიხშირე) არსებობს თუნდაც მარტო საქართველოში: სატელევიზო ტალღები, მობილური ტალღები, სხვადასხვა სახის გადამცემების ტალღები, რადიო ტალღები და ა.შ. რათქმაუნდა ამ ტალღებს ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიცით მისი არსებობის შესახებ და სპეციალური მოწყობილობით დღეს უკვე შეიძლება მათი დანახვა… წარმოიდგინეთ იგივე სიტუაცია უხილავი ძაფებით, ანუ რამდენი უხილავი ძაფია გაბმული ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომლებსაც ვერ დაინახავ მაგრამ შეიძლება შეიგრძნო. ისე საინტერესო სანახავი იქნება ეს უხილავი ძაფების სამყარო, ალბათ ყოველ ნაბიჯზე იქნებოდა და ამის გამო ხშირად გავიხლართებოდით.

ვისაც ფანტაზია ხელს უწყობს ადვილად შეძლებს ამის წარმოდგენას :) მე უკვე ფილმიც წარმოვიდგინე ფანტასტიკის ჟანრში გადაწყვეტილი. საინტერესო იქნება ამ ძაფების გაწყვეტის ან პირიქით გაბმის ნახვა, აგრეთვე საინტერესო სანახავი იქნებოდა თუ როგორ დადიან ადამიანები ძაფებით და როგორ ეძებენ სხვა მარტოხელა ადამიანებს, რომ ეს ძაფები შეკრან სამუდამოთ ან დროებით. წარმოვიდგინე ერთი მთავარი გმირი რომელიც რეალური სამყაროდან ინაცვლებს ამ სამყაროში და ხედავს ამ ყველაფერს მაგრამ ვერ ხვდება სად მოხვდა, ან რა ძაფებია, ან თავად რატომ არააქვს ეს ძაფი და რატო განსხვავდება დანარჩენებისგან, სინამდვილეში კი ამ ადამიანს სიყვარულის არ სჯერა და მთელი ფილმის განმავლობაში ის ხან ამ საოცარ სამყაროშია, ხან ჩვენს რეალურ სამყაროში  სადაც ადამიანები ჩვეულებრივად გამოიყურებიან და არავითარი ძაფები არ ჩანს. ამ გაურკვევლობაში მისი შინაგანი სამყარო ეძებს ძაფს ანუ სიყვარულს.

ბოლოს იგი ნახულობს ადამიანს რომელიც უყვარდება, მაგრამ ამ ადამიანს, ჩვენი გმირი მხოლოდ “ძაფების სამყაროში” ხვდება,  რეალურ სამყაროში კი კვლავინდებურად კარგავს, თუმცა როგორც ის აღმოაჩენს ახლა უკვე მასაც გაუჩნდა ეს უხილავი ძაფი და ცდილობს ამ ძაფის გაბმას, ამ გოგოსთან, თუმცა მას ხვდება რიგი წინააღმდეგობები და ის ბრძოლობს… ბოლოს რათქმაუნდა ყველაფერი ჰეფი ენდით მთავრდება… მოკლედ ალბათ ამ სცენარის გაშლა უკეთ შეიძლება. მე ვფიქრობ რომ ადამიანს ორი სალაპარაკო ენა აქვს, ერთი ტრადიციული და ერთი უხილავი, რომლსაც სიტყვები არჭირდება და რომელიც შიგნიდან მოდის. მზგავს ენას იყენებენ ცხოველები , რომლებიც არ საუბრობენ სიტყვებით, არამედ ერთმანეთის ზუსტად ამ ძაფების საშუალებით ესაუბრებიან :) ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის რომ ადამიანში ცხოველური არის რაღაც გარდა სექსისა : )))

ამას რაზეც მე ვსაუბრობდი შეიძლება ინსტიქტიც ვუწოდოთ, თუმცა ინსტიქტი შეიძლება გაუცნობიერებელი ქმედებაც იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ნებისმიერი სახის სერიოზულ ურთიერთობას ეხება, აქ ცნობიერება ყოველთვის ჩართულია პარალელურად ინსტიქტებისა და ერთობლივად ხდება ქმედება :)

მოკლედ საიდან დავიწყე და სად წავედი… ფანტაზიას რავუთხარი მე და წერის სურვილს :D არვიცი ვისთვის საინტერესოა და ვისთვის არა მე კი ხელები მოვიფხანე :D

პ.ს. ასე რომ სათანადოთ დააფასეთ თქვენთვის ახლობელი ადამიანის ნებისმიერი სიტყვა და ეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ ხოლმე, შეიძლება ვერ ხედავთ ძაფებს მაგრამ დამიჯერეთ ის ყველგან და ყველა ადამიანს აქვ და ყურადღებით თუ არ იქნებით შეიძლება ამ ძაფებში ცუდათ გაიხლართოდ : )

Prev საათის ისრები
Next Sex For Two Person

8 Comments

  1. ჩვენს შოროს უხილავი ძაფებია :):)

  2. ნათია :)
    მასეა ჩემო კარგო… მასეა :)) :*

  3. დედის სიტყვები რომ წავიკითხე დამბურძგლა…ხან მართლაც რამხელა ემოცია და აზრი დევს უბრალო, არაფრის მთქმელ სიტყვებში…მე ვიტყოდი აზრობრივად ღრმა პოსტია..! და საერთოდ კარგი პოსტები გაქვს ! : )

  4. უხილავი ძაფები ზოგჯერ გონებისთვისაც უხილავი რჩება
    ამ თემაზე სცენარი დაიწერებოდა ან წიგნი :)

  5. ,,ფილმი დასრულებულია,დარჩენილია მხოლოდ მისი გადაღება”-აგარ მახსოვს,რომელიღაცა ძაალიან ,,დონე” რეჟისორის სიტყვებია.წარმოვიდგინე კინო ამ სახელწოდებით,სცენარი კი თავშია და ,,აქედან ვერ ამოშლით!”

    • მიხარია რომ მოგეწონა :) ჩანს რომ განათლებული ადამიანი ხარ ფანტაზიაც ხელს გიწყობს :)

  6. “ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის რომ ადამიანში ცხოველური არის რაღაც გარდა სექსისა : ))) ” :D მომეწონა… ყველაზე ძლიერი სწორედ ის ადამიანია,რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს და რა თქმა უნდა წერა შეუძლია…

  7. ისე საოცარი სანახავი იქნებოდა ფერადი ძაფებით გადაბმული მოსიარულეხალხი )) მე მართლა ძალიან მომეწონა შEნი გულიდან ამოსული პოსტი ***