სატელეფონო საუბარი ბედნიერებასთან
ეს არის პატარა სატელეფონო დიალოგი “ბედნიერებასთან” რომელსაც გთავაზობთ პოსტის სახით. აქვე ყველას მინდა გისურვოთ ბედნიერება ცხოვრებაში! თუ ბედნიერი ხარ, ესეიგი ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ და არა პირიქით! ახლა კი კონკრეტულად დიალოგზე გადავალ და თუ ვინმე, რამეს ვერ მიხვდება, იცოდეთ რომ ეს პირადი ბედნიერებაა და შეიძლება სხვისთვის ცოტა გაუგებარი იყოს, თუმცა ჩემთვის კარგად გასაგები : ) იმედია თქვენც გაიზიარებთ : )
დღე 1, შაბათი
ტელფონი: ტრრრრ.. ტრრრრ… ტრრრ….
მე: ალო, გისმენთ…
ბედნიერება: გამარჯობათ, ლევანი მინდოდა…
მე: დიახ, მე გახლავართ…
ბედნიერება: ძალიან კარგი, მე ვარ შენი ახლანდელი ბედნიერება, ცოტა დამაგვიანდა დარეკვა, მაგრამ არაუშავს სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს : )
მე: ვატყობ ნომერი შეგეშალათ და სხვა ლევანი გინდა, საინტერესოა “ბედნიერება” როდიდან რეკავს ასე ტელეფონზე და აცნობებს ადამიანს რომ, მას ის გაახსენდა : ) თუ ჩემი გაცნობა გინდა, გეტყვით რომ ახლა არ მცალია მაგისთვის!
ბედნიერება: ხო მართალი ხარ, ასე ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე, თანაც ვიცოდი,ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა ის რომ, მე შენი “ბედნიერება” ვარ, თუმცა მინდა რომ გჯეროდეს, მე ის ვარ ვისაც შენ 2 წელი ელოდი
მე: ჰა ჰა ჰა… საინტერესოა… თანაც ძალიან! კარგი, დავუშვათ რომ შენ მართლაც “ბედნიერება” ხარ, თუმცა ამის ახლა არ მჯერა, უბრალოდ თავს მოვიტყუებ და დაგიჯერებ : ) რატომ გადაწყვიტე დღეს დაგერეკა და რასთან დაკავშირებით?
ბედნიერება: კარგი კითხვაა და ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხო… მაშ ასე, მე ვნახე ამას წინათ შენი “ცხოვრების წიგნი” ანუ ამ ბოლო ორი წლის მანძილზე რა გაიარე, რას საქმიანობდი, ვისთან ურთიერთობდი და ა.შ. მივხვდი რომ შენი ცხოვრება სტაბილურია მაგრამ არა იმპულსური, ანუ თითქოს ერთფეროვნებისკენ მიექანებოდი და გამოსავალსაც კი არ ეძებდი, არვიცი შეიძლება გეზარებოდა, შეიძლება არც გიფიქრია ამაზე, მაგრამ ფაქტია რომ 2 წლის მანძილზე არ გიხსენებივარ არც მე და არც ჩემი ტყუპისცალი “უბედურება”. მინდა გითხრა რომ ძალიან ნაწყენი ვარ იმიტომ რომ, აქამდე ძალიან ახლოს ვიყავით მე და შენ, ხშირად ვხვდებოდით და ვმხიარულობდით მაგრამ, უცებ შეიცვალა რაღაც და ბოლო 2 წელია ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს, მეგონა აღარ გჭირდებოდი და ჩემს ტყუპისცალს “უბედურებას” დაუმეგობრდი… როდესაც გავიგე რომ არც მასთან გქონდა კონტაქტი გამიკვირდა კიდეც, თუმცა მივხდი რომ ერთფეროვანი გახდა შენი სამყარო და ამან განაპირობა შენი დაკარგვა. ახლა კი ვფიქრობ დადგა დრო ისევ გავაგრძელოთ ურთიერთობა და ცოტათი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ შენი ცხოვრება… ალბათ დამეთანხმები…
მე: (გაოცებული სახე და ხმა) არც კი ვიცი რავთქვა… თითქოს მჯერა შენი, თითქოს ისევ მგონია რომ ვიღაცა მირეკავს და მეხუმრება, მაგრამ ფაქტია რომ მართალი ხარ და მინდა რომ ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს… თითქოს ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი ანუ ვიმეგობრო შენთან, მაგრამ მაინც მაკლია რაღაც და არვიცი რა… იქნებ შენ იცოდე და მითხრა, მირჩიო როგორ მოვიქცე…
ბედნიერება: შენ ნუ იდარდებ მე კარგად ვიცი რა გინდა შენ და რა გაკლია : ) მთავარია შენ დაიჯერო რომ მე მართლა შენი “ბედნიერება” ვარ და ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ ნელა-ნელა შენი ცხოვრება წინ წავწიოთ, გავხადოთ უფრო ხალისიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი : ) მოკლედ მოდი შევხვდეთ ხვალ, კვირა დღეა და გცალია ალბათ…
მე: კი, მცალია რათქმაუნდა და გნახავ აუცილებლად დილიდანვე : ) მოკლედ ხვალამდე…
ბედნიერება: ხვალამდე …. : )
ტელეფონი: ტუუ… ტუუ… ტუუ…
დღე 3, ორშაბათი
ტელფონი: ტრრრრ.. ტრრრრ… ტრრრ….
მე: ალო, გისმენთ…
ბედნიერება: ბედნიერი ხარ ლევან? : )
მე: კი, რათქმაუნდა, თანაც ძალიან!!! მადლობა! შესნიშნავი შეხვედრა იყო და ეს კვირა დღე არასოდეს დამავიწყდება!
ბედნიერება: კარგია, მიხარია ძალიან : ) კიდევ არაერთხელ შევხდებით! ასე რომ დროებით და არ დმივიწყო : )
მე: არა რასამბობ, შენს გარეშე ცემი ცხოვრება ეხლა მივხდი რამდენად ერთფეროვანი და მოსაწყენია!!! კარგი დროებით და კიდევ ერთხელ მადლობა ამ დღისთვის!
ბედნიერება: აბა დროებით….
ტელეფონი: ტუუ… ტუუ… ტუუ…
ხანდახან ადამიანებს არ გვჯერა ბედნიერების და ამის გამო შეიძლება ზურგი შევაქციოთ მას, პირადათ მე მჯერა რომ ყველაზე უბედური ადამიანიც კი შეძლებს იყოს ბედნიერი თუ დაიჯერებს რომ ბედნიერება არსებობს! მთავარია რწმენა, რწმენით ადამიანები სასწაულებს ჩადიან და ერთ-ერთი სასწაული ზუსტად ბედნიერებაა :) მოკლედ თუ ერთ დღეს თქვენც დაგირეკავს ბედნიერება გაიხსენეთ ეს პოსტი და არ გაუშვათ ხელიდან მაგრად ჩაებღაუჭეთ!!! : )
wo, wo, wo maan.
მიყვარს მხატვრული პოსტები.
10 out of 10.
კარგი იყო.
..მოიცა, ზარია.. მოვალ ახლავე.
რომ დაგირეკავს უთარი მეც გადმომირეკოს რა
მმ, რა კარგი პოსტია, შენი ბლოგი მომეწონა რაღაც. :ყეს:
ვაო მაგარია:) :), იმედია ჩემთანაც დარეკავს და ძალიან არ დააგვიანებს:) :(
გთხოვთ გაეცნოთ და მოგვწეროთ პასუხი
http://www.facebook.com/note.php?note_id=176084269071909
რა კარგი იყო, მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და თვალები გამიბრწყინდა. რა იქნება ჩემთანაც ასე აწკრიალდეს ტელეფონი:):)
miyvaars… (sun)
უთხარით თქვენს მეგობარ ბედნიერებას, ჩემს ბედნიერებასაც შეახსენოს რომ დასარეკი აქვს ჩემთან.
მადლობა წინასწარ :)
აუცილებლად ვეტყვი :)))
მე უკვე ამ პოსტმა გამაბედნიერა..(რა თმქმა უნდა პროცენტული მაჩვენებელი ცოტა დაბალია მაგრამ.. ) :P ბედნიერი ვარ რომ ასე აზროვნებენ,ზოგი მაინც ახერხებს ამას.. :)
ჩემთან ხომ არაფერი დაუბარებია?
Hmm…Bednieri var…
ძალიან მაგარია .. მომწონს თქვენი ბლოგი .. ფსიქოლოგიურ პოსტებს თუ ხშირად დადებთ, ძალიან გამახარებთ : ))
უნიკალურიხარ შენი ფერთა პალიტრით. ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას, იმედი მომცა შენმა პოსტმა(არამარტო ამ პოსტმა ), მართალიხარ რწმენა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დასაფასებელი გრძნობაა, მიხარია რომ შემოგიერთდით.. თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდი , ვიცოდი ბედნიერების ფასი.. მაგრამ როდესაც ამ გრძნობას კარგავ, და ხდები ერთფეროვანი , მაშინ მისი შესაძლებლობებიც გავიწყდება.. შენ შემახსენე , ამ ცხოვრების ის უმნიშვნელოვანესი დეტალი რომელსაც ბედნიერება ჰქვია ,შემახსენე რომ ის დავკარგე და უნდა შევუდგე მის ძებნას.
შეიძლება მას ანგარიშზე აღარ აქვს , ამიტომ მე გადავურეკავ !
მე ვფიქრობ ბედნიერება ყველასთან რეკავს,უბრალოდ არ გვესმის ზარის ხმა…მე არ ვეტყოდი სხვაგან მოხვდითქო…ძალიან გამეხარდებოდა და მადლობას ვეტყოდი რომ ვახსოვარ და მკითხულობს…რაც შეეხება შენს ბედნიერებას შენთან კარგა ხნის წინ დაურეკია და ეხლა ისევ მოგიკითხა….შეგახსენა რომ არუნდა დაგავიწყდეს მისი არსებობა:)
gamarjobat me viyavi bednieri magram ar mqonda sexi,ukacravad rom aseti problemit shemogecherit magram daxmareba mchirdeba da imistvis rom dagexmaron unda tqva ra gchirs,mokled:var 23wlis yoveltvis chemi cxovreba ise iyo rom zogadad susti sqesis warmomadgenlebtan xshiri kontaqti ar mqonia,natesavic aravin myolia gogo rom chavxutebodi da mekocna,vocnebobdi rom ubralod da myoloda magram…mokled ase davrchi kompleqsiani,arc garegnoba miwyobs maincdamainc xels,maxinji namdvilad ar var ubralod qalis xeli maklia.coli nmadvilad ar minda jerjerobit,radgan ar gamomicdia is rac daojaxebamde unda gamocado.cxovrebshi sam gogostan mqonda urtiertoba erti chemi sheyvarebuli iyo,danarchenebtan wesit sexi unda mqonoda magram…ai problema sexshi fuls vixdi,arada uamravi gogoa romelic ufasot momcems imdeni fuli ro barebshi an kafeshi davaxarjo rasac bozebtan vixdi.magram am bolo dros megobrebis gareshec var da verc eget gogoebs vkerav.ki arada ubralod vegarc vicnob.dzalian cudad vgrdznob tavs,vici ro kargad ar gamoviyurebi amistvis vinme minda gverdshi damidges,mitxras ra mixdeba da ra ara xom xvdebit?.cxovrebashi zustad vici ra minda da am miznisken mivdivar,me sakmaod dzlieri var imdeni ram maqvs gadatanili magram magram qali yvela mamakacs chirdeba.kargi davasruleb ubralot imit rom rac dro gadis imedi mekargeba,vinmes gavicnob,shevabam da sexi meqneba mastan, es chemtvis ughrani tyea:(