ოცნება,ფანტაზია და სენტიმენტები
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი ოცნებას იწყებს, ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია :) რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა ადამიანი გქონდეს სხვა შესაძლებლობები და ა.შ.
კარგ ოცნებას კარგი ფანტაზიის უნარი ჭირდება… თუ გაქვს კარგი ფანტაზია და რეალობის ზუსტი აღქმის უნარი, შეგიძლია თამამად შექმნა შენი ოცნება, თანაც საკმაოდ რეალური. იქ სადაც შეგეძლებ ნივთების რეალურად აღქმა, შეხება, შეგრძნება და ა.შ. ოცნება ეს ერთგვარი ხელოვნებაა რომელიც, ადამიანს ათავისუფლებს ბევრი ტკივილისგან, საშინელი რეალობისგან,არასრულყოფილების კომპლექსისგან და ა.შ. ოცნებას თუ შევხედავთ ფსიქოლოგიური კუთხით მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ადამიანს აძლევს იმის საშუალებას რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლო, მეორე ვერსიის თანახმად ადამიანი იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ აკეთბს, სიზმრის საშუალებით ახერხებს და ამით თავიდან ირიდებს ჩაკეტილობას, სიგიჟეს და ა.შ.
მაგალითად შენ ხარ ძალიან კეთილი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, არასოდეს მოგიკლავს ადამიანი ან გიცემია სიკვდილამდე, თუმცა ეს ხასიათი შენში მაინც დევს ბავშობიდან კოდათ და აუცილებელია მისი სადმე განხორციელება (რუსულად კარგად ჟღერს ვიპუსწიც პარ) თუ ეს არ ხდება რეალურ სამყაროში, (რაც კარგია) ეს აუცილებლად მოხდება ოცნებაში ან სიზმარში, ანუ სიზმარი და ოცნება რომელებიც არიან ფანტაზიის ნაყოფები, გვეხმარება გავნთავისუფლდეთ ისეთი ემოციებისგან როგორიც არის აგრესია, სიგიჟე, ჩაკეტილობა და ა.შ. მოკლედ ოცნება კი არ კლავს, არამედ გაძლევს უამრავ საშუალებას, რათა თავი იგრძნო ბედნიერ ადამიანათ. ტრადიცულად ყველაფერს აქვს თავის დოზა და მათ შორის ოცნებასაც, არარის აუცილებელი იმდენი იოცნებო რომ მერე ილუზიებით დაიწყო ცხოვრება :)
მოკლედ რაღაც აზრი მქონდა და იმედია მეტნაკლებად ისე ჩამოვაყალიბე რომ ყველასთვის გასაგები იყოს :)
ახლა ჩემს ოცნებაზე რომელიც სულ რამდენიმე კვირაა მიტაცებს.. მინდა ერთი პატარა სახლი სადმე მთაში… აი ისეთ ადგილას დილით რომ გამოხვალ და გადახედავ შენს წინ გაშლილ პეიზაჟს და ცხოვრება გაგიხარდება. ვიცხოვრებდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. ყოველ დღე დავტკბებოდი ორი სილამაზით, ერთი რომელიც სახლში მეყოლებოდა და მეორე რომელიც გარეთ იქნებოდა… (ბუნებას ვგულისხმობ) აუცილებლად ყოველ საღამოს დავანთებდით ბუხარს და მის წინ დავსხდებოდით ნოხზე ხელში წითელი ღვინით… ვისაუბრებდით ვარსკვლავებზე, ხეებზე, სიყვარულზე და გალაქტიკაში მცხოვრებ სხვა არსებებზე… აგარშემო კი იქნებოდა სრული სიჩუმე და იდილია… ასე ტკბილად საუბარში ჩაგვეძინებოდა და მეორე დილას ისევ სახლის წინ გაშლილი ულამაზესი ბუნება გამიტყუებდა გარეთ… მეც გავიდოდი დავჯდებოდი მარტო და დავიწყებდი ფიქრს იმაზე თუ როგორი ბედნიერი ვარ… ცოტახანში კი ჩემი მეორე სილამაზე მოვიდოდა, თან მომიტანდა ცხელ ჩაის, თბილ ტანსაცმელს და მომეხვეოდა… ასე გავატარებდი ყოველ დღეს და არასოდეს მომბეზრდებოდა :)
აუ რა სნტიმენტალურ ხასიათზე დავდექი… რამდენიხანია არ დამიწერა არც მითქვამს სენტიმენტალური არაფერი… ახლა დავიცალე და მიხარიასავით :)
აქვე კომენტარებში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ოცნება სახსოვრად :)
ჩაი და ბუხარი.. საუცხოო ოცნება..
მომწონს პოსტი.. ემოციური და სენტიმენტალური – საინტერესო იყო…
მშვენიერია, აგხდენოდეს :)
დიდი საზიზღარი რამეა ოცნება. რეალობას შეგაძულებს ადამიანს. თუ მიეჩვიე ხომ წასულია შენი საქმე.
ხოდა ბარემ ვაღიარებ, რომ უჩინმაჩინის მოსასხამზე ვოცნებობ უკვე დიდი ხანია. მართალია ვიცი მაინც არ ამისრულდება, მაგრამ უფრო აზრიანად ვერ ვოცნებობ :D
სახლი მდინარესთან , ბუხრით და დიდი ვენახით … =X
ბოლო აბზაცს დავაკოპირებდი უბრალოდ :))
სადმე შორს ადამიანებისგან, ტყის პირას სახლში,… სახლის წინ სარწეველა სკამზე ვიჯდები და გავხედავ ბუნებას და დავტკბები მისი სილამაზით. ჩაის მე თვითონ მოვიტან, არავინ მინდა :დ
პოსტი :წუბ:
ფრთები მაქვს, ყოველ ღამე მივფრინავ ფანჯრიდან და დილით, მაღვიძარა რეკავს :U: .
ოცნებაა ეგ არ არის ავტორო.:) ოცნება ისეთირამაა რისი ასრულებაც შეუზლებელია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.აი შენს სურვილს მე მიზანს დავარქმევდი :) ოცნების არ მჯერა , რაგაცნაირად მაზარმაცებს და მავიწყებს ჩემს ყოფას , ანუ რეალურ სამყაროს. წარმოიდგენია როგორ ჩავიძირები სრულიად სხვა სამყაროში და ვიოცნებებ. მაგარი მართლა, მაგრამ მე ფუჭ ოცნებას მირჩევნია ვიმოქმედო … ბევრს ვშრომობ რომ ჩემს დასახულ მიზანს მივაღწიო, ჯერ მხოლოდ 14 წლის ვარ , მაგრამ სულაც არ ვთვლი თავს პატარად, უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ მოვახერხო გააანალიზება მწარე რეალობის. უნდა ვიბრძოლო და ჩემი მიზანი განვახორციელო. <3 ძალიან ექსპრონტად დავწერე და მაპატიეთ შეცდომებისთვის .
მეც იგივე ოცნება მაქვს:მთაში პატარა მყუდრო სახლი,ბუხარი,დიდი ბიბლიოთეკა ,სახლის გარეთ კი ულამაზესი პეიზაჟი.შორს ყველასა და ყველაფრისგან მხოლოდ სიმშვიდე და ბედნიერება<3
ბედნიერებას მარტოობაში ვერ იპოვი. რადგან ადამიანები ცხოვრობენ სხვა ადამიანებისთვის და მათი ბედნიერებაც ესაა……. სხვათაშორის შეილება დაუჯერებლად ჟღერდეს მაგრამ ასე ვერც სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ