სექსი,შტირლიცი და ერთი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან

ხო სათაური ისეთია შეიძლება ვინმეს ეგონოს რომ შტირლიცთან ერთად ქალებში ვარ ნამყოფი და ამაზე უნდა ვისაუბრო ეხლა, თუმცა არა, უბრალოდ მინდა მოგიყვეთ ერთი სასაცილო ისტორია რომლიც ძალიან ადრე გადამხდა თავს… (მომავალშიც შემოგთავაზებთ მზგავს და უკეთეს ისტორიებს) იმედია არ მოიწყენთ და ცოტათი გაგეღიმებათ მაინც ნუ მე ვეცდები ხოლმე :D

ადრე ვმონაწილებდი “კავეენში” გუნდს ერქვა “სულელი წვიმა” როგორც ლელას სიმღერას, თუმცა გაცილებით მაგარი გუნდი ვიყავით :D ხოდა ერთხელ ერთ-ერთი გუნდის წევრი მირეკავს და მეუბნება რომ ბათუმში გვაქვს “კავეენის” კონკურსზე გასვლა და ხვალ უნდა წვიდეთო,მეთქი ხვალ გამოცდა მაქვს და ვერანაირად ვერ ვახერხებ და იქნებ უჩემოდ გახვიდეთთქო, ნუ საბოლოო ჯამში მაინც დამითანხმეს, მაგრამ მე ზუსტად კონკურსის დაწყების წინ უნდა ჩავსულიყავი და ისინი ერთი დღით ადრე.

იმავე დღეს საღამოს ისმის ჩემი საყვარელი მობილურის (ეხ მაშინ საყვარლად მეჩვენებოდა ) ზარი ისევ ჩემი გუნდის წევრ მირეკავს და ახლა მეუბნება “შუტკა” დავწერეთ და ყველა ჩვენიანის ფოტოებს ვბეჭდავთ დიდ ზომაზეო ხოდა შენც გადმოუშვიო, მეც ავდექი და გავუგზავნე. მოკლედ ისენი მეორე დღეს წავიდნენ, მე კი ექსპრესით  მესამე დღეს  ჩავედი, საღამომდე რომ მომესწრო ბათუმში კონკურსზე მისვლა.

ჩავედი მახინჯაურში (ისე ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ერქვა მახინჯაური? იმიტომ რომ მახინჯები ცხოვრობდნენ თუ….?) და დავდექი გაჩერებაზე რომ რამეს გავყოლოდი ბათუმამდე, ხოდა გაჩერებაზე ხალხმა დამიწყო ალმაცერად ყურება თანაც ნაგლად… მეთქი მახინჯაურში ყველაზე მახინჯი მნახეს და გაუხრადათქო ან სახეზე საჭმელი მისვია რამე და მაგიტომ მომშტერებინ… ნუ მოკლედ რაღა არ ვიფიქრე მაგრამ არავისთვის მიკითხვას “რაიყო ძალიან განსხვავებული მახინჯი ვარ აქ?”

ამასობაში მოვიდა სამარშუტო ტაქსიც და ჩავჯექი ამ საკითხზე ჩაფიქრებული, დავჯექი თუ არა შევამჩნიე რომ 3 ადამიანი აქაც იგივე “ვზგლიადით” მომშტერებოდა და მათვალიერებდა ლამის იყო ხელი შემახეს რომ დარწმუნებული ყოფილიყვნენ რომ მართლაც მე ვარ… მოკლედ აღარ ვიცოდი თავი ჯიბეში ჩამედო თუ მეც გამჭოლი მზერით მეყურებინა მათთვის. ერთი სიტყვით და ერთი გაგებით ერთგვარი საფიქრებელი გამიჩინა ასე განვითარებულმა მოვლენებმა და მართლა არ ვიცოდი რა მეფიქრა თანაც მიტყდებოდა კითხვა უკაცრავად ასე რატომ მომშტერებიხართქო და ვიყავი ამ გაწამაწიაში სანამ დანიშნულ ადგილას არ ჩავედი.

ჩამოვედი ბათუმის უნივერსიტეტთან (მემგონი სწორად მახსოვს) სადაც ტარდებოდა “კავეენის” კონკურსი დაიქ უკვე თავი მოეყარა ბათუმის ახალგაზრდობას ელოდებოდნენ დაწყებას. გავეშურე შესასვლელისკენ და ჰო საოცრება ეხლა სამი ადამიანის მაგივრად 100 კაცი მიყურებს, თან ჩურჩულებენ, მერე ეცინებათ, ზოგს კიდე მემგონი ეტირებოდა კიდეც მოკლედ რაღაც სასწაული დატრიალდა ცოტაც და ვიღაცა ჩემთან ფოტოს გადაიღებდა :D თავი ჯეოსტარის გამარჯვებული მეგონა რომელიც ფილარმონიის უკანა შესასვლელიდან გამოდის და ფანები ხვდებიან :D ნოდარ შენ ჩემიხარ! ნოდარ გვიყვარხარ! ნოდარ სადახარ და მზგავსი შეძახილებით :D (ეს ლირიული გადახვევა იმიტომ რომ შემთხვევით ფილარმონიაში მომიწია მაგ დღეს მისვლა და ასეთი ამბავი დამხვდა :D )

მოკლედ როგორც იქნა ამ ხალხს გავცდი შევედი უნივერსიტეტის შენობაში და ვნახე ჩემ გუნდის წევრები რომლებიც პირიქით თვალებს მარიდებდნენ და ეცინებოდათ ზოგი კვდებოდა სიცილით … აი აქ უკვე ძალიან გავჭედე და დავიწყე იმის მოყოლა თუ მახინჯაურიდან აქამდე რა მოხდა თანაც გაცეცხლებული ვყვებოდი ბიჭები კი აი ზუსტი ამ სიტყვის მნიშვნელობით ძირს ხოხავდნენ ისე იცინოდნენ.. ლამის გავგიჟდი და იქაურობის დალეწვა დავიწყე არადა არაფერი იყო დასალეწი იქ .. მოკლედ რომ დამინახეს ასეთ დღეში ჩავარდი დაამთავრეს ხოხვა – სიცილი და მითხრეს რომ მომესმინა მათთვის.

მოკლედ როგორც აღმოჩნდა ჩემი ფოტო რომელიც მაშინ გადავუგზავნე დიდ ზომაზე დასაბეჭდათ ,მართლაც დაბეჭდეს და დაწერეს ესეთი “შუტკა” რომ, მე ვითომ მიცვალებული ვიყავი და მესაუბრებოდნენ ესენი დაახლოებით ასე: ლევან როგორხარ? რახდება მაქეთ? ჩვენ ვზივართ უშუქოთ და შენ ხომ ხარ ნათელში? მისმინე ლევან დამირეკა ფანტომასის ცოლმა და მთხოვა ერთი – ორი ახალი ნიღაბი ბავშვებს უნდათო, დაუძველდათ და იქნებ შენ უთხრა მანდ ფანტომასს რომ გამოაგზავნოს… და ა.შ. ნუ ეს გასაგებია მაგრამ ვერ მივხდი რაშუაში იყო ეს “შუტკა” მახინჯაურში,სამარშუტო ტაქსში და აქ უნივერსიტეტის წინ ხალხის გაოცებულ და დაჭყეტილ თვალებთან…

ამაზეც მითხრეს რომ თურმე ამ “შუტკის” მერე როდესაც მორჩნენ რეპეტიციას აქ დარბაზში და ბრუნდებოდნენ მახინჯაურში სახლში (ჩვენი მეგობრის ბინაში) იმ სამარშუტო ტაქსზე რომელიც უქირავა ამ კონკურსის ორგანიზატორმა წინა შუშაზე მიაკრეს ჩემი ფოტო რომელიც როგორც უკვე გითხარით დაბეჭდეს დიდ ზომაზე და ფანჯრიდან კიდე ყრიდნენ ყვავილებს რომლებიც წინასწარ იყიდეს ამ ამბისთვის ხოდა ასე გაიარეს ბატუმიდან მახინჯაურამდე გზა. მიხვდით ხომ რომ იდეაში მე მკვდარი უნდა ვყოფილიყავი და სინამდვილეში ხალხი ცოცხალს მხედავდა :D :D :D ხო ამ ამბის მერე მეც ვიცინე და ამათმაც გააგრძელეს ხოხვა და სიცილი :D  :D The End

პ.ს. ვისაც გაგეცინათ მადლობა ვისაც არა მაინც მადლობა რომ წაიკითხეთ :D და მომიტევეთ ეხლა გრამატიკული შეცდომები ცოტა მოგვიანებით ჩავასწორებ :D

Prev ინტერვიუ Parov Stelar-თან (Interview With Parov Stelar)
Next კედელი

8 Comments

  1. აჭარის ისტორიას რო იცნობდე მახინჯაურის წარმომავლობაზე კითხვა არ გაგიჩნდებოდა… :)

  2. ეეეე :X ძააან მომეწოოონაა!!! მიიდიიით 1 მახინჯაურის ისტორია დაწერეეეთ მეც მაააიიინტერესებს! :*

  3. @ Leonsio:
    იყო ერთი მახინჯი აურის მქონე ადამიანი სახელად ზაური, ხოდა მეგობრები სიყვარულით მახინჯ ზაურის ეძახდნენ. ძველი დრო იყო, მაშინ მხოლოდ ბათუმი არსებობდა (ისიც ახალდაარსებული)
    ერთ დღესაც მახინჯ ზაურის მობეზრდა თავისი მეტსახელის გაგონება და გადაწყვიტა ცოტახნით გასულიყო სოფლიდან. (მაშინ სოფელი იყო ბათუმი) გავიდა და იმ ადგილას, სადაც ახლა მახინჯაურია დაიდო ბინა. ისე მოეწონა, ისე მოეწონა იქ ცხოვრება რომ უკან აღარც დაბრუნებულა. მას აქეთ იმ უდაბურ ადგილს მახინჯზაური დაერქვა, ხოლო დროთა განმავლობაში მახინჯაური.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.