კედელი

 

გამიჩნდა სურვილი დამეწერა ამ ისტორიულ “რამეზე” რომელიც ძალინ ადრე წარმოიშვა და მას მერე “კედელი” გახდა ადამიანის მუდმივი თანამგზავრი, ეხლა მომესმა ფრაზა “კედელსაც ყურები აქვსო” და ამ ფრაზამ აღმიძრა პოსტის დაწერის სურვილი. ყოველთვის მაინტერესებდა ამ ფრაზის ისტორია “კედელსაც ყურები აქვს” საიდან მოდის ან ვინ თქვა პირველმა?  რატომღაც მგონია რომ ეს ფრაზა აღწერს იმ მომენტს როდესაც ადამიანი ცდილობს  გაიგოს თუ რაზე  საუბრობენ კედლის მეორე მხარეს და მას ყურს ადებს ან ჭიქის დახმარებით ან უბრალოდ,  მაგრამ ფაქტია რომ ეს ფრაზა ძალიან აქტუალურია ყოველდღიურობაში და უამრავი ადამიანი იყენებს მას.

დამეთანხმებით რომ “კედლის” შესახებ ბევრი რამე შეიძლება ითქვას, ჯერ გადავხედოთ ისტორიას და გავიხსენოთ:  ბერლინის კედელი, ჩინეთის დიდი კედელი, “Pink Floyd”-ის ცნობილი “The Wall” , აიგერის ჩრდილოეთ კედელი, იერუსალიმის “Wailing Wall” და კიდევ ბევრი ტელე–რადიო გადაცემა ამავე სახელწოდებით. არსებობს ცოცხალი კედელი რომელიც ადამიანებისგან არის “აშენებული” ასეთი კედლი ისტორიაში ბევრგან გხვდება, როდესაც მოსახლეობა მონაწილეობას იღებდნენ ბარბაროსი დამბყრობელების წინააღმდეგობის გაწევაში, ან უბრალოდ გამოხატავდნენ პროტესტს ასეთი სახით. მზგავსი ფაქტი ჩვენს დღევანელობაშიც ბევრია, ყველას გვახსოვს ეგრეწოდებული “ცოცხალი ჯაჭვი” რომელიც შეგვიძლია აგრეთვე მოვიხსენიოთ როგორც “ცოცხალი კედელი”. კიდევ ერთი საინტერესო კედელი აქვს ჩვენს საყვარელ facebook-ს რომელზეც იწერება ის ისტორიული პოსტები რომლებიც შემდეგ უკვე მის ბაზაში არქივდება ან უბრალოდ იშლება… არადა მართლაც რამდენი რამის მომსწრეა “კედელი” …

ყველა ნაგებობას აქვს თავის “კედელები” რომლებიც ისმენენდნენ და ხედავდნენ იმ მოვლენებს რომლებზეც შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ.  დღემდე სიტყვა “კედელი” ასოცირდება რაღაც დაუძლეველ წინააღმდეგობასთან და ისეთ ძალასთან როლის დაბყრობა უბრალო მოკვდავებისთვის ადვილი როდია, თუმცა დრო მოვა და “კედლშიც” გავალთ როგორც “პატრიკ ცვეისი” (ღმერთმა ყველა დიდხანს გვაცოცხლოს და მანამდე არაფერი გვეტკინოს). ისე  ერთი კარგი ფრაზა მომივიდა ეხლა თავში”კედლის ძალა მოგცეს ღმერთმა”  ასე რომ დალოცავ ადამიანს იდეაში  უნდა გაუხარდეს :D ნუ თუ იმაზე უხარიათ როდესაც ვეუბნებით ხოლმე “წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა” კედელმა რაღა დააშავა :D

ეხლა კიდევ ბევრი უნდა ვისაუბრო იმიტომ რომ ერთი შეხედვით ამ უბრალოდ თემას “კედელი” სინამდვილეში ერთი პოსტი კი არა ერთი წიგნი არ ეყოფა ალბათ :D ხოდა თუ რამე ისეთი საინტერესო გამომრჩა თქვენ დაამატეთ კომენტარში. ბოლოს კი გეტყვით კედლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას და გახსოვდეთ რომ კედელსაც ყურები აქვს! :D

Prev სექსი,შტირლიცი და ერთი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან
Next იმედი VS რუსთავი2 (მიმოხილვა) - (გამოკითხვა)

2 Comments

  1. კედლის ძალა მოგცეს ღმერთმა :))))))))))

    ლოოოოოოოოოლ :D :D

  2. მე მინდოდა “კედელზე” დამეწერა და მაინტერესებდა ბევრი პოსტი იყო თუ არა. შემთხვევით გადავაწყდი და მომეწონა :)))

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.