Tag:ინტერვიუ
ალბათ ყველამ შეატყო, რომ ჯაზ კონცერტებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი ჯაზ შემსრულებლები, ეწყობა ჯაზფესტივალები, როგორც თბილისში ისე ბათუმში, ერთი სიტყვით საქართველო, გემოვნებიანი მუსიკის საღამოების ეპიცენტრშია, სადაც ყველა ჯაზ მსმენელის და არამარტო მათი ოცნებები სრულდება და ცოცხლად უსმენენ მაღალი კლასის მუსიკას. მოგეხსენებათ რომ ამ კონცერტების ორგანიზება, ოდიდგანვე კომპანია „Eastern Promotion“–მა ითავა და დღემდე შესანიშნავად ართმევს თავს! მათი ორგანიზებით საქართველოს მრავალი პოპულარული ჯაზ შემსრულებელი ესტუმრა და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.
მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე. Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?
მადლობა რომ დამთანხმდით ონლაინ ინტერვიუზე, დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ ძალიან დააინტერესებს ქართველ საზოგადობას, იმიტომ რომ თქვენი შემოქმედება გულგრილად არავის არ ტოვებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ახალიწლის ღამეს და პირველ იანვარს გამართულ კონცერტებზე. როდესაც მე თქვენი ბიოგრაფია წავიკითხე, დასაწყისშივე შემხვდა არტ ბლეიკის მეტად საინტერესო ფრაზა “ჩვენ აქ დღესასწაულისთვის მოვედით” იგივე ფრაზას წავაწყდი თქვენს საკონცერტო აფიშაზე. საინტერესოა ეს სიტყვები თქვენთვის რა იდეის მატარებელია და რატომ გახდა ის თვქენი ცხოვრების და შემოქმედების დევიზი? ეს სიტყვები არის ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი, უბრალო მესიჯი […]