Tag:ფანტაზია

ოცნება,ფანტაზია და სენტიმენტები

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი  ოცნებას იწყებს,  ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია :) რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა […]

Continue Reading

სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში

შეიძლება სათაურმა არასერიოზული პოსტის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე ნამდვილად არარის და ამაში დარწმუნდებით თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავთ. მოკლედ დღეს გამოვედი სახლიდან ჩავჯექი 21 ნომერ ავტობუსში და ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე. რათქმაუნდა ჟღერდა მხოლოდ ჯაზი და ნასიამუვნები სახით ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ ქუჩაში სადაც ხალხი სიცივისგან მობუზული დადიოდა, ზოგს გაუმართლა და მეწყვილესთან (საპირისპირო სქესთან) ჩახუტებით ითბობდა თავს.

Continue Reading