სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში

შეიძლება სათაურმა არასერიოზული პოსტის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე ნამდვილად არარის და ამაში დარწმუნდებით თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავთ. მოკლედ დღეს გამოვედი სახლიდან ჩავჯექი 21 ნომერ ავტობუსში და ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე. რათქმაუნდა ჟღერდა მხოლოდ ჯაზი და ნასიამუვნები სახით ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ ქუჩაში სადაც ხალხი სიცივისგან მობუზული დადიოდა, ზოგს გაუმართლა და მეწყვილესთან (საპირისპირო სქესთან) ჩახუტებით ითბობდა თავს.

არც ავტობსში თბილოდა და ამის გამო გვერდიგვერდ მჯდომი მგზავრები, მიუხედავად იმისა იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, სიცივისგან თავისდახწევას ერთმანეთთან ჩახუტებით ცდილობდნენ… მე კი ისევ ჯაზს ვუსმენ და ვფიქრობ… არა არ ვფიქრობდი არაფერ კონკრეტულზე, უბრალოდ ვუსმენდი ჯაზს და ვუყურებდი ქალაქში მოსიარულე სახეებს. ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსის კარი გაიღო და ამოვიდა ერთი ჩვეულებრივი, კეთილი სახის მქონე არცისე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამოსვლის თანავე ავტობუსის კიბესთან გაჩერდა, მოტრიალდა და გაჩერებაზე მდგომი ხალხისკენ დაიწყო ყურება. მისი შემხედვარე მეც გავიხედე ხალხის მიმართულებით და მასთან ერთად დავიწყე ვიღაცის ძებნა, თუმცა ის ვიღაცა არ ჩანდა… უცებ იქვე მაღააზიდან გამოდის აგრეთვე ჩვეულებრივი, კეთილი სახის მქონე კაცი, რომელიც ავტობუსისკენ მოილტვის სადაც თავისი რჩეული ელოდება… (ამასობაში ჩემი ფლეიერი ისევ ჯაზს უკრავს თანაც სენტიმენტალურ ჯაზს) როგორც იქნა კაცმა მოაღწია ავტობუსამდე, ქალსაც სახეზე ღიმილი მოეფინა და აი უკვე სადაცაა ამოვა მისი რჩეული… რომ ავტობუსის კარი დაიხურა და ყველაფერი სხვაგვარად შეტრიალდა… ქალმა კი შეკივლა რაღაც (მე არც გამიგია რა, რადგან იმ მომენტში მხოლოდ ჯაზი მესმოდა) მაგრამ მძღოლმა ყურიც არ შეიბერტყა ისე დაძრა ავტობუსი ადგილიდან და გზას გაუყვა. ამ დროს იმ კაცმა ბრახუნი დაიწყო ავტობუსზე გარედან სადამდეც შეძლო,  ქალი კი წინ გადავიდა მძღოლთან და გამწერებული დაუწყო რაღაცაზე საუბარი, თუმცა მძღოლი არადა არ აჩერებდა ავტობუსს, ქალი კი ისევ აგრძელებდა (მისი ემოცია უხმოდაც გასაგები იყო) ხმამაღლა ლაპარაკს, ისეთი მიმიკებით ესაუბრებოდა თითქოს მატარებელში მჯადრიყო, რომლიც მხოლოდ 1-2 დღის მერე გაჩერდებოდა სადღაც შორს და ამის გამო თავისი რჩეულის ნახვა შეუძლებელი გახდებოდა. არვიცი რატომ მაგრამ ამ სიტუაციამ და ჯაზმა ერთობლიობაში მძაფრი შეგრძნება დამიტოვეს, არადა ერთი გაჩერების მერე ქალი ჩავიდა გამწარებული და უკან გამოუყვა გზას სადაც 500 მეტრში თავისი რჩეული ელოდა, თუმცა  ავტობუსის კარებმა და იმ წამმა როდესაც კარი დაიხურა და ავტობუსი დაიძრა ქალში წამიერად გნშორების ემოციამ დაისადგურა, რამაც სახეზე თავისი კვალი დატოვა. მართალია სიყვარული 2 ადამიანს ერთმანეთდან მჭიდროთ აკავშირებს ისე მჭიდროთ რომ, 2-მეტრზე გასული ერთ-ერთი მათგანი, მეორეს განგაშის სიგნალს აძლევს და ის იწყებს ამ დისტანციის თუ წინაღობის გადალახვას. ეს ინსტიქტია… ადამიანური ინსტიქტი რომელიც, სიყვარულის დროს იღვიძებს ადმიანში და ხანდახან ცხოველური სახითაც კი გამოვლინდება ხოლმე. ამ ამბის მერე ისევ გავაგრძელე ჯაზის მოსმენა და ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ, ქუჩაში მოსიარულე სახეების ყურება. :) The End

პ.ს. შეიძლება ვამეტებდე და ეს მხოლოდ ჩემი აზრი ან სულაც ფანტაზიის ნაყოფი იყოს.

Prev ფოტო-გამოფენა "მე - ანია!"
Next TBILISI JAZZ FESTIVAL 2009

6 Comments

  1. all you need is love :) შენც სიყვარული გჭირდება პატარავ :*

  2. კაცი რომელსაც ჯაზის მოსმენა ძლიერ უყვარდა : )))

  3. არვიცი რატომ, მაგრამ ერთ დღეს გუგლში ჩავწერე სიყვარული და შემდეგ აგმოვჩნდი ამ საიტზე და შემოვრჩი:))) მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აქ სიყვარულის დახმარებით მოვხვდი და ძალიან შემიკვარდა აქაურობა. წარმატებებიი…

  4. ძალიან კარგი ამბავია დასარული რათქმაუნდა უცნობია მაგრამ ჩემი აზრით სიყვარული ყველაზე კარგი რამ არის რაც შეიდლება ადამიანმა განიცადოს. დღეს სიყვარული გვჩირდება ისე როგორც არასდროს სიყვარულმა უნდა შეცვალოს საზოგადოების უხეში დამოკიდებულება ერთმანეთზე რომელსაც თქვენი მოყოლილი ისტორია მოწმობს. ხომ შეიძლებოდა მხოლოდ 2 წამი გაჩერებულიყო და ყველა ბედნიერი იქნებოდა მაგრამ არა იმიტომ რომ ხალხმა დაივიწყა სიყვარული და აგარ ახსოვს ტუ რა სიამოვნება ახლავს ტავს როგორი ბედნიერი ხარ.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.