ტრაგედია ქუთაისში!!!

 

არვიცი ამ საახალწლოდ ასეთი რამ როგორი სანახავია მაგრამ, ფაქტია მოხდა ის რამაც ყველა შეძრა! ეს შემზარავი ფაქტი მოხდა იმდროს, როდესაც ინგრევა ქუთაისში მემორიალი იმისთვის რომ აშენდეს პარლამენტის ახალი შენობა! აშენება ხომ არვიცით და თურმე დანგრევაც არ გვცოდნია… სასაცილოა სატირალი რომ არიყოს! ამ ფაქტმა… მიჭირს დაწერაც კი… ამ ფაქტმა შეიწირა 2 ადამიანის სიცოცხლე, პატრა გოგონასი და მისი დედის… რა საშინელებაა ხალხნო!!!

სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უაზროდ და რაღაცა დიდი სისულელის გამო 2 ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად, არადა წინ კიდევ რამდენიხნის სიცოცხლე დარჩენოდათ! რამდენი უნდა ენახა იმ პატარა ანგელოზს რომელმაც ასე უეცრად და უმიზეზოდ დაასრულა სიცოცხლე არა და ჯერ არც ჰქონდა დაწყებული :( ბანალურად ჟღერს მაგრამ ცხოვრება მართლა უსამართლოა! უ ს ა მ ა რ თ ლ ო ! რამხელა ტკვილია ეხლა იმ ოჯახში, რამხელა სევდით ხვდებიან ახალ წელს..? :(  ახლა მახსენდება ილია ჭავჭავაძის “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

აი ზუსტად აღწერს ილიას სიტყვები ამ ახალი წლის განწყობას! მაპატიეთ ყვლამ ასეთი პოსტისთვის მაგრამ, სადღაც უნდა დამეწერა ან მეთქვა, ამ ვიდეოს მერე განსაკუთრებით :( :(  კიდევ ბევრი რამის დაწერისაგან თავს ვიკავებ.. უბრალოდ ძალიან განვიცდი, ძალიან! ამიტომაც ისევ ილიას მივმართავ და მისივე ზემოდ მოყვანილი ესსეთი დავამთავრებ ამ პოსტის წერას:

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

Prev ჯგუფი "თბილი - სი"
Next ახალი წლის სული და უცნაური ტრადიციები

2 Comments

  1. საშინელება მოხდა მართალია მაგრამ, ხალხი გაფრთხილებული იყო რა ადგილებშიც უნდა გაჩერებულიყვნენ და ამ ადგილების სიაში ის ადგილი ნამდვილად არ ყოფილა სადაც ეს ყველაფერი მოხდა, მე ქუთაისში ახლოს ვცხოვრობ მემორიალთან და კარგად მახსოვს როგორ გააფრთხილეს ყველა არ დადგეთ იმ ადგილასო, მაგრამ გაიგონა ვინმემ?

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.