ჯგუფი “თბილი – სი”
რა შეიძლება ითქვას ამ ჯგუფზე… ვეცდები ვიყო ობექტური მიუხედავად ამისა რომ ჩეემბი არიან. :D ყველაზე თბილი, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე თბილისელი ბიჭები… ეს გახლავთ ჯგუფი “თბილი-სი”. სულ ცოტახნის წინ ქონდათ ჯგუფის ძალიან მოკრძალებული პრეზენტაცია ერთ-ერთ კლუბში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა!
მათი სიმღერები ემოციურია, ამავდროულად რითმულიც, აზრიანიც და რაც მთავარია ცოცხალი! მოისმენთ და თავად დარწმუნდებით რომ უბრალოდ მეგობრობით, მიზანდასახულობით და მუსიკისადმი დიდი სიყვარულით შეიძლება შექმნა ნამდვილი ხელოვნება ნამდვილი მუსიკა! ასე მოხდა ზუსტად ჯგუფი “თბილი-სი”-ს დაარსება და დარწმუნებული ვარ ვინც ერთხელ მაინც მოუსმენს მათ, მეორეჯერ მოსმენის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. როდესაც უკრავენ იმხელა სითბო იგრძნობა მათ მუსიკაში რომ თუ გცივა აუცილებლად გაგათბობენ! ეს ნიჭია, ნიჭი რომელიც ყველას არა აქვს! მაშ ასე მოუსმინეთ მათ და თბილისის უთოვლო მაგრამ სუსხიან ზამთარში გათბით მათი “თბილი-სი”-თ.
ჯგუფის წევრები:
- ბექა გელენავა – დრამი
- გიორგი დათიაშვილი – სინთეზატორი
- ირაკლი გიგაშვილი – გიტარა
- ჯიმი ირემაძე – კლავიში
- გიორგი ჩეხანი – ბასი
- გიორგი ცხვარიშვილი – საყვირი
9 Comments
Leave a comment Cancel reply
This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.
სეფას ბიჭები :))
დიდი არაფერი საინტერესო.
რას უკრავენ ეგ მაინც დაგეწერა :D
დზაან მაგარია!!! მაგარი ნიჭიერები არიან მოუსმინეთ!!!
რა შუაშია სეფას ბიჭები ვერ მივხვდი :?
ფანი ნაღდად არ ვარ მაგრამ საკაიფოდ უბერავენ, ვისაც ეს სტილი მოწონს მგონი მგზავრებს კი ჯობია :P
სხვა სიმღერებიც მინდააააააააა, მომეწონა ძალიან ძალიან
აუ მე მიწერს FILE NOT FOUND-ს არადა იმდენი ხანია ამათ სიმღერებს ვეძებ… ქობულეთში ბობ მარლიში მღეროდნენ და იმის მერე ამათ სიმღერებს ვეძეეეეეებ :(
ამათი მგონი 4 თუ 5 სიმღერა მაქვს და ძალიაინ მომწონს.. კი არა და მიყვარს… :))
ფერია, ივერია და მე მხოლოდ სიყვარული მინდა.. ესენი განსაკუთრებით…
tbili-sis tbili simgeris mp3 versia versad ver vipove…
სად უკრავს ეს ჯგუფი იცის ვინმემ?