იმედი VS რუსთავი2 (მიმოხილვა) – (გამოკითხვა)

თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სათაურის წაკითხვის შემდეგ რაც პირველად თავში გაგვიელვებს სერიალი “შუა ქალაქშია”. ალბათ დამეთანხმებით რომ ყველაზე პოპულარული, სადა იუმორითა და თავისი კარგი სცენარით გამორჩეული სერიალია, რომელიც ამდენიხნის მანძილზე გადის იმედის არხზე და პოპულარობას დღემდე არ კარგავს!  საერთო ჯამში დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა კოლექტივმა ძალიან კარგი სატელევიზიო პროდუქტი შესთავაზა ქართველ მაყურებლებს ამ სერიალის სახით! ალბათ ერთადერთი ნაკლი რაც არის ამ სერიალის ცოტა არიყოს და იუმორის ჩახვევა ანუ რაღაცა გარკვეული ფრაზების და სიტუაციების რამდენიმე სერიაში გამეორება, რაც პირადათ უკვე მე თვალში მხვდება, თუმცა ეს ნაკლი მის დადებით მხარესთან უმნიშვნელოა და გამოსწორებადი:) (თუ რამე ნაკლი გამომრჩა რაც ნაკლებად მგონა თქვენ დაამატეთ კომენტარში)

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს რომ არა ეს სერიალი და “ღამის შოუ” ალბათ რეიტინგით ბევრი ტელევიზია დაჯაბნიდა:) ჩემი აზრით “ღამის შოუ” იმედზე გაცილებით უფრო დახვეწილი იუმორის მქონე გადაცემაა. სულ ახლახანს კი კიდევ ერთი გადაცემა დაემატა “ღამის შოუს სტუდიის” ინიციატივით ეს გახლავთ “ნანუკას შოუ” რომელიც შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ პოპულარულია :) თუმცა ამ შოუს პირადათ მე ნაკლებად ვუყურებ მაგრამ როგორც მსმენია ბევრი ადამიანი სულმოუთმენლად ელოდება, აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ “ნანუკას შოუ” ერთ-ერთი პირველი შოუა რომელსაც აქვს ბლოგი და თანაც საკმაოდ აქტიური. რაც შეხება ყოელ კვირეულ გადაცემას “ჟურნალისტის დღიური” ჩემი აზრით მან ჩაანაცვლა აგრეთვე პოპულარული გადაცემა “დროება” და არც თუ ისე ცუდათ. ამ ბოლო დროს აქტიურად დავიწყე მისი ყურება და საკმაოდ საინტერესო სიუჟეტებს აკეთებენ ძირითადში.

რუსთავი 2  ერთ-ერთი ძირძველი ტელევიზიაა, რომელიც ტელეკომპანია იმედის პირველ კონკურენტათ მოისაზრება,(ან პირიქით) ამიტომ პარალელებს გავავლებ იმ გადაცემებს შორის  რომელებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ზემოთ ნახსენებ არხებზე. ჩემი აზრით სერიალი “შუა ქალაქში” მოიაზრება “ჩვენი ოფისის” და “კომედი შოუს” კონკურენტად, მიუხედავად იმისა რომ მე ნაკლებად ვუყურებ სერიალს “ჩვენი ოფისი” ვიცი რომ რეტინგით “შუა ქალაქში” მას უსწრებს, რაც შეეხება “კომედი შოუს” მას მე ახალ მთვარეს შევადარებ, რომელიც თვეში ერთხელ გამოანათებს ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად მასე თუ გამოანათებს ამ შოუში ისეთი იუმორი რომელზეც მართლა გაგეცინება ადამიანს, თუმცა დავით გოგიჩაიშვილის დროს “შაბათის შოუ” ნამდვილად ძალიან პოპულარული იყო! ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ… ამას უკვე ქვევით გამოკითხვა გვაჩვენებს.

მეორე ნომრად არის “ღამის შოუ ვანო ჯავახიშვილთან ერთად” რომელიც კონკურენციას უწევს “ღამის შოუს” იმედზე, აქაც ვიქნები მიკერძოვებული და ფავორიტ შოუდ დავასახელებ “ღამის შოუ” იმედზე, ჩემი აზრით უფრო კარგი იუმორია და უფრო ხშირად, ვიდრე ვანოს შოუში. პრინციპში “ნანუკას შოუც” ამ სტილში გადის და ისიც “ვანოის შოუს”და “პროფილის” კონკურენტათ მოისაზრება, თუმცა აქ უკვე მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ იმიტომ რომ “ნანუკას შოუს” კარგად არ ვიცნობ:) ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც თქვენთის მომინდია:) მესამე ადგილი კონკურენციაში წილად ხვდა “P.S” რომელიც “ჟურნალისტის დღიურის” კონკურენტია, ამ შემთხვევაში ჩემი ხმა “P.S.”-ს, იმიტომ რომ უფრო ძველი და უფრო გამოცდილი გადაცემაა, შესაბამისად მისი კოლექტივიც, აქედან გამომდინარე ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო სიუჟეტები სწორად ამ გადაცემაშია:) მაგრამ “დროება”-ს თუ გავიხსენებთ P.S.”-ი მეორე ადგილზე გადადის ჩემს შემთხვევაში:) იმედს ვიტოვებ რომ “ჟურნალისტის დღიური”  ნელა-ნელა უფრო საინტერესო სიუჟეტებს შემოგვთავაზებს.

კიდევ ერთი გადაცემა რომელიც ცრემლების გარეშე არ ჩაივლის ხოლმე “პროფილი” მაია ასთიანთან ერთად, რომელიც საკმაოდ წარმატებულია და საინტერესოა, თუმცა ხანდახან ოდნავ გადამლაშებული… რაც შეეხება “ცოცხალ შოუებს” რუსთავი2 ნამდვილად არაერთგზის ჩემპიონია ამ საკითხში! თითქმის ყველა რეალითი იყო წარმატებული და ამ შემთხვევაში იმედი ნამდვილად ვერ იქნება რუსთავი2-ის კონკურენტი! ეს ფაქტი იყო და ფაქტად რჩება! რამდენიმე დღის წინ რუსთავი2-მა შემოგვთავაზა ახალი ცოცხალი შოუ “ნიჭიერი” რომელის პირველი გადაცემა სულ ახლახანს გავიდა და საკმაოდ კარგადაც ჩაიარა! ამ შოუში თანაბრად შეიძლება ნახოთ საშიში მომენტებიც და სახალისო მომენტებიც, ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ამ შოუს ჩემი ბლოგის სახელით და თქვენს გვერდით ვარ! :)

მოკლედ ეს ის გადაცემები, შოუები და სერიალებია რომლებზეც მინდოდა მიმოხილვის დაწერა, თუმცა მეორე ეტაპად რჩება გამოკითხვა რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩემს მოსაზრებას ან პირიქით! აქვე ვიტყვი რომ “ნიჭიერი” გამოკითხვაში არ იმონაწილევებს იმ მიზეზების გამო რომ ახალი შოუა და კონკურენტი არ ყავს! მემგონი სამართლიანი იქნება:)

პ.ს. არვიცი რამდენად კარგი შედარება ან  პოსტი გამოვიდა მაგრამ მინდოდა დამეწრა და დავწერე ასეთი ფორმით და გთავაზობთ 2 გამოკითხვას:

[polldaddy poll=2654158] [polldaddy poll=2654168]

Prev კედელი
Next ფოტოთი ნათქვამი ამბავი (ჩანახატი)

16 Comments

  1. მე ყველაზე მეტად შუა ქალაქში მომწონს, მომწონს ასევე “პროფილი” და “ჟურნალისტის დღიური” მაგრამ არატომღაც ამ ბოლო ორ გადაცემას ნაკლებად ვუყურებ :D
    რაც შეეხება “შუა ქალაქს” მე პირადად არ მაღიზიანებს ის დეტალები რაც შენ თქვი :)

  2. +1 რუსთავს

    მაგრამ “შუა ქალაქში” სულ სხვა საქმეა

  3. ყველაფერში გეთანხმები ბოლომდე :) აბსოლიტურად ჩემნაირი აზრი გქონია :)

  4. გვანცა wrote:

    ყველაფერში გეთანხმები ბოლომდე აბსოლიტურად ჩემნაირი აზრი გქონია

    გაიხარე შენ! :D

  5. მე პირადად ჯერ პროფილი რომ გამოვიდა მე მეგონა რომ ყველაზე მაგარი გადაცემა იქნებოდა მაგრამ “ნანუკას შოუს” გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აზრი შვცვალე და ნანუკას შოუ ისე მომეწონა რომ ყველა გადაცემის ჩაწერაზე დავდივარ
    “ნანუკას შოუ” 4 EVER

  6. 1. ნანუკას შოუ
    2. შუა ქალაქში
    3. პ.ს.
    4. ჟურნალისტის დღიური (როცა საინტერესო სიუჟეტები აქვთ.)

  7. მე მინდა ვთქვა,რომ ავტორმა ნიჭიერი არ გაამახვილა და არ თქვა ის ძალიან სუსტი წერტილი რომელიც ამას გააჩნია … ის გააჩნია,რომ ნიჭიერს ფუნქცია არ ქონია მას.. (გეოსტარი2) გამოუვიდათ კაცი რომელიც 5 წელია მღერის რესტორნებში მე არ მიმაჩნია იყოს ნიჭიერი ..მე მაგის ნაირად ვმღეროდი 10 წელი(არ მიყვარს ტრაბახი,მაგრამ ეს ესე იყო… ბევრი კონცერტებიც მქონდა…) მაგრამ მე ამ განხრით ნიჭიერში არ გავიდოდი…. რახაც მომღერალია და ერიც თავისთავად მღერის .. მაგიტომაც უნდა მოეგო… არასწორედ მიმაჩნია მე ….

  8. იცით რაა პროპილი სისულელეა ამდენი წელია არსებობს და ერტი გადაცემა მიტხარიტ რომელი იყო ნამდვილად კარგი,ხოლო ნანუკას სჰოუს ერტი გადაცემაც მიტხარიტ რომელიც არ ვარგოდა……ამრიგად ნანუკას შოუ მილიონი თავით ჯობია პროპილს…………..ან მაია რა ტხასაა რომ გავს…………ცჰემი აზრიტ იმედი ესაა ყველაზე კარგი ტელევიზია რუსტავიორი კი არც სჰეედრება მას………….და რუსთავი2 ტყუილების დედაა ვიტომ პტოპლი ნანუკას შოუზე მაგალი რეიტინგი აქვს რა სისულელეა ვაი მაია სჰენს ტავს რა ვუთხარი იმდენა……………………………………….IIIIIIIIIIIIIIIMMMMMMMMMMMMMMMMEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEDDDDDDDDDDDDDDDDDDDIIIIIIIIIIIIIIIII ყველას და ყველაპერს მირჩევნია<3

  9. იმედი მაგარია რუსთავი2 გოიმიაა ხა ხა ხა:Dმარტო შუა ქალაქში არააქიმედსიმედს კიდევ ბევრი და საუკეთესო გადაცემები აქვს რიტიაც ვვამაყობ<3:D:D:D:Dმაგრამ რაც სიმართლეა რუსთავი2-ს აქვს პროფილი დასახური

  10. და კიდევ ერთი ნანუკაზე რომამბობენ რას გავსომისი ჩაცმულობა აბა ის ჯობია მაია თავის გემოვნებით რომარ იცვამს,სხვა რომ აცმევს და ისიც რომ არ უხდება..ნანუკა თავისი გემოვნებით იცვამს და ეს გინდ ცუდი იყოსგინდ არა ჩემი გემოვნებით ჩაცმა მაინც სულ სხვაა……………………ანდა მაიას რა პოზები აქ?რასაა რომ გავს………….სტუმრების ჯოგს მოყრის და არაფერს არ ალაპარაკებს მაია ლენჩი
    და ისიც თუ კითხა რამე საუბარის ბოლომდე დამთავრებას არ აცლის ისე სხვას ეკითხება ის სისულელეკითხვებს:D:D:D:Dმაია გოიმიიიიიიიიიიი :D

  11. +1 იმედს სა რაღა თქმა უნდა შუა წალაქში

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.