TBILISI JAZZ FESTIVAL 2009

როგორც იცით ოქტომბრის 27, 28, 29, 30, 31, 01, რიცხვებში თბილისს ესტუმრნენ ჯაზ ლეგენდები / ვარსკვლავები და გამართეს ყველაზე ჯაზურ საღამოები ექვსი დღის განმავლობაში,  განახლებულ თბილისის დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში. კიდევ ერთი დაუვიწყარი ჯაზფესტივალი, რომელიც Eastern Promotion აჩუქა ქართველ ჯაზ მსმენელებს და ყველას ვისაც უყვარს გემოვნებიანი მუსიკა. მე კი ვიღებდი ამ ჯაზ ფესტივალს ყველა კონცერტს, ვეცადე არ გამომრჩენოდა ამ სენსაციური ფესტივალის არცერთი წუთი და არცერთი მომენტი, თითქმის დაუჯერებელია მაგრამ, ეს საქართველოში ხდებოდა :D კონკრეტულად კი TBILISI JAZZ FESTIVAL 2009-ზე

თბილისის ჯაზფესტივალზე გამოვიდნენ:

  • JAMES CARTER Quintet (USA)
  • MARCUS MILLER – Tutu Revisited (music of Miles Davis) featuring CHRISTIAN SCOTT. (USA)
  • MEDESKI, MARTIN & WOOD (USA)
  • Dini Virsaladze Grup (GEO)
  • Georgian Jazz Trio Featuring Rain Sultanov (GEO – AZR)
  • KURT ELLING sings Coltrane/Hartman featuring ERNIE WATTS (USA)
  • Scott Kinsey Group featuring Scott Kinsey,
  • Matthew Garrison, Arto Tunçboyaciyan, Karim Ziad
  • Jazz Dance Party (DJ – TBA)
  • KOOL & THE GANG (USA)

მოკლედ სასწაულები ხდებოდა ქართველი პუბლიკის თვალწინ ფილარმონიის განახლებულ დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში, თანაც ახალი აპარატურის წყალობით ხმა უფრო მაგრად ისმოდა!

ცოტახნის წინ კი facebook.com-ზე აღმოვაჩინე MARCUS MILLERის პერსონალ გვერდი და მის გალერეაში ვნახე ფესტივალზე, ჩემს მიერ გადაღებული რამდენიმე ფოტო, რომელიც მან თავისი ნებასურვილით დადო… ხოდა მაგრად გამიხარდა! აგერ თქვენც ნახეთ რომელი ფოტოც შავ-თეთრია და აწერია Levan Giorgadze Photographer ჩემია :D მოკლედ ამ ფაქტმა ძალიან, ძალიან გამახარა და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს სიხარული :)

ვისაც გაინტერესებთ ამ ფესტიფალის სრული ფოტორეპორტაჟი მიყევით ამ  (ბმულ) გადახვალთ liveinjazz.ge-ს ფორუმის ერთ-ერთ განყოფილებაში სადაც ნახავთ ყველა დღის ფოტორეპორტაჟს:) იმედია მოგეწონებათ ფოტოები. პატივისცემით Leonsio :)

Prev სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში
Next ჯგუფი "თბილი - სი"

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.